"ასაფეთქებლად მზადაა" - ხვიჩას აგენტი ძაკარდო კიდევ ერთი ქართველი ტალანტის ტრანსფერს აანონსებს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაში შუამავალმა, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა კრისტიან ძაკარდომ, Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და, ფაქტობრივად, კიდევ ერთი ქართველის ტრანსფერზე მიანიშნა, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა.

- კვარაცხელიას შემდეგ, რომლის შუამავალი მოლაპარაკებებში იყავით და "ნაპოლიში" გადავიდა, არის თუ არა სხვა ქართველი ტალანტი, რომელიც "ასაფეთქებლად" მზადაა?

- დიახ, შემტევია, 2003 წელს დაბადებული. ის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია.

- ვინ არის?
- სახელს მოგვიანებით დავასახელებთ, ამის შესახებ გაიგებთ.

ძაკარდოს ნათქვამი Areanapoli-მაც დაადასტურა.

ადრე მან განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების თამაში ნახა, ეს
ქვეყანა როგორც საფეხბურთო, ასევე სხვა მიმართულებებითაც ძალიან ვითარდება და არ გაუკვირდება, თუ სერია A-ში კიდევ რამდენიმე ქართველს იხილავენ.


მკითხველის კომენტარები / 34 /
ძალა მაინც მოხნავს აღმართს!
ლაშა
29 ნოემბერი 2022 08:04
3
დისლაიქის დამწერი აშკარად ქართველთმოძულეა!
ლაშა
29 ნოემბერი 2022 08:03
7
ღრუსეთს რა
ZONDER
29 ნოემბერი 2022 06:46
11
არიქა! მამუკა ჯუღელს დაუძახეთ, ევროპაში დაღუპვას გადაარჩინოს, ტკბილ რუსეთში ჩაათრიოს... სლუწკების და იურა სიომინების ხელში ჩააგდოს, რუსების გარდა ხო არავის ვუნდივართ, ქონდეს კაი ხელფასი იცხოვროს ტკბილად რუსეთში იქეიფოს რამე იქით აქეთ ჰაი ჰუი და ეგ არი რა
Gruzin
29 ნოემბერი 2022 06:41
54
ზურას - საზღვართან თუ ოკუპაციის ხაზთან?
დიდუბელი
29 ნოემბერი 2022 17:34
3
ჩახდილი ხო არ დგახარ საზღვართან, რა დღეში ხარ.
ხვიჩა სწორედ რუსეთში გამოიჯეკა და სიომინი და სლუცკი მაღალი დონის მწვრთნელები არიან.

ზურაბ
29 ნოემბერი 2022 11:33
15
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული