ხვიჩამ დღეს "ნაპოლიში" შეუზღუდავად ივარჯიშა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მოირჩინა, ნეაპოლში დაბრუნდა და დღეს ივარჯიშა კიდეც.

"ნაპოლის" ფეხბურთელები ჯერ ტრენაჟორებზე დაიტვირთნენ, შემდეგ მოედანზე გადაინაცვლეს და მოკლე მოედანზე ითამაშეს. კვარაცხელიამ შეუზღუდავად ივარჯიშა და ითამაშა. მცველი ამირ რაჰმანი ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და მალე ისიც ჩადგება მწყობრში.

ბაზაზე აგრეთვე "ნაპოლის" ყოფილი ვარსკვლავი ლორენცო ინსინიე იმყოფებოდა, რომელიც ზაფხულში "ტორონტოში" გადაბარგდა.

ნეაპოლური გუნდი ხვალ ანტალიაში ორკვირიან შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯანმრთელობა,წინსვლა და წარმატებები!!! უფალი ფარავდეს!!! მოუთმენლად ველით მის მორიგ გაბრწყინებას:)))
გულშემატკივარი
00:03 01-12-2022
0
ამინ!ოქრო ბიჭს,იქროს ბურთი
სენაკელი
22:57 30-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული