ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" შემადგენლობაში თურქულ შეკრებაზე ემზადება, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და Football Italia და partenopei La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ტრავმის მორჩენის შემდეგ უმალ მოახდინა შთაბეჭდილება.
"გუნდში ჩინებული ატმოსფეროა, ბევრი გაღიმებული სახე - ტრენაჟორებზე დაიტვირთენ, მეკარეები მოედანზე, ქართველმა, რომელმაც ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სამი მატჩი გამოტოვა, ვარჯიშებზე შოუ მოაწყო, მუშაობისას სიამოვნებას იღებს და ისეთ ტრიუკებს აკეთებს, რომ თვით თანაგუნდელები გაოგნებული არიან.
ეს ნეაპოლელთათვის საუკეთესო სიახლეა, რამეთუ უკვე კარგ ფორმაშია, ხალისობს, ხოლო მისმა ყვითელფორმიანმა გუნდმა თურქეთში შუადღისას მშვენიერ
ამინდში ორმხრივი თამაში მოიგო.
ცხადია, ისევე როგორც სეზონის პირველ ნახევარში, "კვარა" ლუჩანო სპალეტისთვის კვლავ მთავარი იარაღი იქნება და საქმეს ხელახლა 4 იანვარს "ინტერთან" მატჩით დაიწყებს".
სულ მინდა ყველაფერი დადებითი კუთხით დავინახო მაგრამ არ გამოდის. როცა კომენტარებს ვკითხულობ, არ აქვს მნიშვნელობა სად, რა თემაზე, უბრალოდ ცუდად ვხდები.
სპორტის საიტებზე კი არა ლიტერატურის ჯგუფებშიც, კი სადაც წესით ნაკითხი ხალხი უნდა იყოს გაწევრიანებული, თავ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს.
არ მგონია პირისპირ შეხვედრილმა არამიანებმა ერთმანეთს ის აკადრონ, რის უფლებასაც სოც. ქსელში აძლევენ თავებს.
რომელიმე რეგიონზე და ქალაქზე აგდებულად და ღლიცინით საუბარი არის სიბნელის და ჩამორჩენილობის ნიშანი. ასევე ადამიანების გარეგნობაზე,წონაზე, საუბრის მანერაზე, კილოზე დაცინვა.
არავის ჭკუას არ ვასწავლი, უბრალოდ იმხელა სიძულვილის ამოხეთქვას ვხედავ სოც. ქსელებში მეშინია ამ ხალხის.
გერმანიაში მაგალითად ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს უკვე სოც. ქსელებს, თუ იყენებენ გასართობად, ან პირადი კომუნიკაციისთვის მხოლოდ. ფოტოებსაც აღარ დებენ, რადგან პირადი მონაცემები არსად არ არის დაცული.
ამ საქართველოში რა არის, ეროვნული სიძულვილის ბუდედ რომ ვაქციეთ აქაურობა.
ვიღაცის სტატუსიდან სტატუსამდე ვცხოვრობთ, მერე ის რას უპასუხებს, მერე ის რას დაწერს, ხალხი რას დაუწერს. და ასე მიაქვთ ცხოვრება. 90 იანებში ეს სიძულვილი ქუჩაში გადმოიტანა წინა თაობამ და იქნებ ამ თაობამ მაინც შეძლოს და როგორმე შეაჩეროს ეს ნიაღვარი.
დაფიქრდით რას დაწერთ.რა თქმაუნდა ცენზურას არავინ გიწესებთ, უბრალოდ საკუთარ თავს დაუწესეთ და სხვა ადამიანებზე იფიქრეთ!
ღმერთო ჩემო, შენობით საუბარზეც ვერ გადავდივარ უცხო ადამიანთან ადვილად და ესენი ეგრევე შეურაცხყოფა და გინებაზე როგორ გადადიან, მართლა სად იზრდებიან არვიცი.