La Gazzetta dello Sport: კვარაცხელია დაბრუნდა და შოუ დაიწყო - მთავარი შოუ წინაა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" შემადგენლობაში თურქულ შეკრებაზე ემზადება, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და Football Italia და  partenopei La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ტრავმის მორჩენის შემდეგ უმალ მოახდინა შთაბეჭდილება.

"გუნდში ჩინებული ატმოსფეროა, ბევრი გაღიმებული სახე - ტრენაჟორებზე დაიტვირთენ, მეკარეები მოედანზე, ქართველმა, რომელმაც ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სამი მატჩი გამოტოვა, ვარჯიშებზე შოუ მოაწყო, მუშაობისას სიამოვნებას იღებს და ისეთ ტრიუკებს აკეთებს, რომ თვით თანაგუნდელები გაოგნებული არიან.

ეს ნეაპოლელთათვის საუკეთესო სიახლეა, რამეთუ უკვე კარგ ფორმაშია, ხალისობს, ხოლო მისმა ყვითელფორმიანმა გუნდმა თურქეთში შუადღისას მშვენიერ
ამინდში ორმხრივი თამაში მოიგო.

ცხადია, ისევე როგორც სეზონის პირველ ნახევარში, "კვარა" ლუჩანო სპალეტისთვის კვლავ მთავარი იარაღი იქნება და საქმეს ხელახლა 4 იანვარს "ინტერთან" მატჩით დაიწყებს".

მკითხველის კომენტარები / 27 /
დამისახელეთ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ხვიჩაზე მაგარი შემტევი-უბრალოდ არ არიი!
თემური
04 დეკემბერი 2022 01:40
5
ბაპე,ოლმო,გავი,ვინიციუსი,დე ბრუინი,სანე,გნაბრი,დეიონგი,დემბელე…
თემურ-ს
04 დეკემბერი 2022 15:30
2
Ar aris vakvirdebi da ara
Olegi
04 დეკემბერი 2022 16:29
3
გენაცვალე, ხვიჩუკა!
ILIA
03 დეკემბერი 2022 19:55
2
მეც გიერთდები ნათქვამში და დავამატებდი რომ რაჭაში ფანსაკუთრებით უყვართ ხვიჩუკა
ილიას
03 დეკემბერი 2022 21:03
1
რაჭაში ფეხბურთი იციან? ესეც დაგიბარათ წერეთელმა?
ილიას
04 დეკემბერი 2022 09:28
4
ამ ფორმაციის ნაპოლი და კვარა ისეთივე განუყოფელი ნაწილიებია, როგორც ცა და ვარსკვლავები ერთმანეთისთვის.
Charley
03 დეკემბერი 2022 19:56
3
ზუსტად მოერგო, ძალიან შეერწყა
ნაპოლის კვარა.
დიდი წარმატებების სუნი მცემს
მაგრამ,
უფლის ნებაა როგორ წავა საქმე
თენგო
03 დეკემბერი 2022 22:46
3
ვიღაცა 2 უკუღმართი შურიანი "არაქართველი" დადის და დისლაიკებს წერს ვაი თქვე უკუღმართო არსებებო
გიორგი
03 დეკემბერი 2022 21:08
3
ერთი სანაია, მეორე მაქარაშვილი
muro
03 დეკემბერი 2022 22:33
16
გიორგი, მაგენი ნასომხალი ქართველები არიან, ანუ გვარი აქვთ ქართული თუ არა, გულით სომხები არიან. საერთოდ კი რჩევა მინდა მოგცეთ კვარას მეშურნე ხალხო, პასკვილს ბოლოში მიაწერეთ: ნასომხალი ქართველი.
ჟორა
03 დეკემბერი 2022 22:37
17
ხვიჩა უნდა ყავდეს არგენტინას და საჩემპიონო გუნდი იქნება
burdula
03 დეკემბერი 2022 22:49
8
ვა ჩვენ გვყავდეს მესი თუ კაია.
შაკო
04 დეკემბერი 2022 14:13
1
შაკოს წინადადება უფრო მომწონს.საჩემპიონოდ ალბათ არც ეგ გვეყოფოდა,მაგრამ სამაგიეროდ რამდენ სიამოვნებას მივიღებდით!უუჰ,მართლა კარგი იქნებოდა!
სოსო
05 დეკემბერი 2022 19:43
0
ხვიჩა მართლაც აკლია მსოფლიო ჩემპიონატს. ისე კი ზოგიერთი ნუ გადახვალთ ნაციონალობაზე. რამდენი სომეხი აზერბაიჯანელი და სხვების აღფრთოვანებული კომენტარები მინახია ხვიჩაზე. და შეეშვით სანაიას. მას ხვიჩა როგორც ფეხბურთელი არ გაუკრიტიკებია.
რობი
04 დეკემბერი 2022 01:39
32
რა მბიშვნელობა აქვს როგორ "გააკრიტიკა" ? ეგ არაკაცი ფეხბურთთან ისეა როგორც მე ჩინურთან ! მაგ ნავავმა და მისმა ძმაკაც-დაქალებმა ხვიჩას მოღალატე უწოდეს @ რასაც ხვიჩა აკეთებს საქართველოსთვის მთელი მაგათი ბანდა ნაც მოძრაობა თავის ფილიალებიანად ვერ და არ გააკეთებს
zura222
04 დეკემბერი 2022 06:09
10
კი მართალი ხართ, როგორც ფეხბურთელი არ გაუკრიტიკებია, არაჩვეულებრივი ფეხბურთელიაო თქვა, მე მისი სამოქალაქო პოზიცია გავაკრიტიკეო :)
ჩვენც უცებ ვიცით ვიღაცეების შეძულება და დარაზმვა იმის წინააღმდეგ. ყველას ვერ ეყვარება ყველა...
კრიტიკის უფლება კიდე ყველას უნდა ჰქონდეს. ცენზურას ვერ დააწესებ,მესიც და მარადონაც არ უყვარს 100% ს თავის ქვეყანაში. მაგრამ მათ ამით არაფერი აკლდებათ.
სანაია თუ ფიქრობს, რონ ხვიჩას შეეძლო იმ პრესკონფერენციაზე მერაბ დავალიშვილივით გამოსვლა, საქართველოს რუკის ამოღება და რუსეთი ოკუპანტიას ძახილი, იფიქროს რა პრობლემაა.
მე სხვანაირად ვფიქრობ. გამიხარდებოდა ასე რომ ექნა, ფართო მასებისთვის ეცნობებია რუსეთმა რაც დამართა ამ ქვეყანას და რასაც აკეთებს უკრაინაში მარა არ იყო ის პრესკონფერენცია მაგ ფორმატის, შეკითხვაც სხვანაირად იყო დასმული დ ყველა არაა ისეთი მჭერმეტყველი, გამოვიდეს და მიტინგის პათოსით ილაპარაკოს არასაჭირო ადგილას. ან რატომ უნდა ელაპარაკა 21 წლის ბიჭს მიტინგის პათოსით?!
ხვიჩამ უკვე იმაზე მეტი გააკეთა ამ ქვეყნისთვის თავისი შრომით და თან ხმის ამოუღებლად, ვიდრე სანაიამ და სხვა ჟურნალისტებმა.
ერთი მიმართულებით და უკიდურესიბებისკენ არ უნდა გვქონდეს ტვინები განვითარებული, გააკრიტიკა და გააკრიტიკოს, ტოტალიტარიზმში ხომ არ ვცხოვრობთ, ვინმეს კრიტიკის უფლება რომ არ გვქონდეს, თუ არ ვეთანხმებით მის კრიტიკას საპირისპიროს დავწერთ და ასე შემდეგ...
რა საჭიროა ვინმეს მიმართ ამხელა აგრესია.
Spain
04 დეკემბერი 2022 07:11
1
მაინტერესებს, ჩვენი ხალხი სოციალური ქსელების შემოსვლის მერე გახდა ასეთი ბოროტი და აგრესიული თუ მანამდეც იყო?
სულ მინდა ყველაფერი დადებითი კუთხით დავინახო მაგრამ არ გამოდის. როცა კომენტარებს ვკითხულობ, არ აქვს მნიშვნელობა სად, რა თემაზე, უბრალოდ ცუდად ვხდები.
სპორტის საიტებზე კი არა ლიტერატურის ჯგუფებშიც, კი სადაც წესით ნაკითხი ხალხი უნდა იყოს გაწევრიანებული, თავ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს.
არ მგონია პირისპირ შეხვედრილმა არამიანებმა ერთმანეთს ის აკადრონ, რის უფლებასაც სოც. ქსელში აძლევენ თავებს.
რომელიმე რეგიონზე და ქალაქზე აგდებულად და ღლიცინით საუბარი არის სიბნელის და ჩამორჩენილობის ნიშანი. ასევე ადამიანების გარეგნობაზე,წონაზე, საუბრის მანერაზე, კილოზე დაცინვა.
არავის ჭკუას არ ვასწავლი, უბრალოდ იმხელა სიძულვილის ამოხეთქვას ვხედავ სოც. ქსელებში მეშინია ამ ხალხის.
გერმანიაში მაგალითად ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს უკვე სოც. ქსელებს, თუ იყენებენ გასართობად, ან პირადი კომუნიკაციისთვის მხოლოდ. ფოტოებსაც აღარ დებენ, რადგან პირადი მონაცემები არსად არ არის დაცული.
ამ საქართველოში რა არის, ეროვნული სიძულვილის ბუდედ რომ ვაქციეთ აქაურობა.
ვიღაცის სტატუსიდან სტატუსამდე ვცხოვრობთ, მერე ის რას უპასუხებს, მერე ის რას დაწერს, ხალხი რას დაუწერს. და ასე მიაქვთ ცხოვრება. 90 იანებში ეს სიძულვილი ქუჩაში გადმოიტანა წინა თაობამ და იქნებ ამ თაობამ მაინც შეძლოს და როგორმე შეაჩეროს ეს ნიაღვარი.

დაფიქრდით რას დაწერთ.რა თქმაუნდა ცენზურას არავინ გიწესებთ, უბრალოდ საკუთარ თავს დაუწესეთ და სხვა ადამიანებზე იფიქრეთ!
ღმერთო ჩემო, შენობით საუბარზეც ვერ გადავდივარ უცხო ადამიანთან ადვილად და ესენი ეგრევე შეურაცხყოფა და გინებაზე როგორ გადადიან, მართლა სად იზრდებიან არვიცი.
Skeleton
05 დეკემბერი 2022 01:47
1
ქართველენი დიდი მოთმინებით არასოდეს გამოვირჩეოდით,მაგრამ ოჯახებში,სკოლებში, ბავშვებს ასწავლიდნენ,უფროსისაადმი,ქალისადმი პატივისცემას,მოსმენის კულტურას,სუსტისათვის დახმარებას.პატივს სცემდნენ განათლებულ ადამიანსაც,მაგრამ სამოქალაქო ომმა ძალიან დიდი ცვლილება შეიტანა ჩვენს ხასიათში(მაგ ომშიც,პირველი სისხლი,რუსეთის სპეცსამსახურებმა დაღვარეს,მერე კი წავიდა და წავიდა).ქვეყანა მოძალადე ბუნების ადამიანთა ხელში აღმოჩნდა და იარაღიც მათ ჰქონდათ.ისეთი დრო მოვიდა,როცა პროფესორები და აკადემიკოსები,დახლში ჩააყენეს გამყიდველებად,ის დახლი კი,მათ ყოფილ მძღოლებს ეკუთვნოდათ,ზოგჯერ და ამით,შიმშილით სიკვდილისაგან იცავდნენ.მერე,ცოტათი ჩაწყნარდა თითქოს ძალადობა,მაგრამ ახლა კორუფციამ იმძლავრა და როცა ვარდების რევოლუციამ ახალი ძალები მოიყვანა ძალაუფლებაში და ყველას ეგონა,ესენი გადაარჩენენ ქვეყანასო,ნაცებმა 40 წლის ზევით მოსახლეობა,ჩარეცხილებად გამოაცხადეს და ყველაფერი ძალიან ახალგაზრდა ადამიანებს ჩაუგდეს ხელში.70 წლის აკადემიკოსს,მისი ნასტუდენტარი,ან ჯერ კიდევ სტუდენტი,25 წლის ახალი უფროსი,გამოცდას რომ ჩაუტარებს და კვალიფიკაცია არ გაქვსო,სამსახურიდან გაუშვებს,ეგ ხდებოდა ყოველ ნაბიჯზე.ოფიციალურად ინერგებოდა,რომ არავის აქვს ჭკუის სწავლების უფლება,არავის უნდა დაუთმო ადგილი,ტრანსპორტში,რომ სახელმნწიფოს ,მეცნიერება არ სჭირდება,არ სჭირდება საკვებ პროდუქტებზე ხარისხის კონტროლი,არც ანტიმონოპოლიური სამსახური და სხვა ათასი რამე.კატასტროფულად გაუარესდა ადამიანების განათლების დონე და ელემენტარული ანალიზის უნარიც კი აღარ აქვთ,ხშირად.გააქტიურდა ეკლესიის და ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლაც და როცა ქვეყანაში,წმინდად აღარაფერს გიტოვებენ,როცა საერთოდ სულიერებას ებრძვიან და ცხოველური ინსტიქტების ნორმად აღიარებას,ძალიათ გახვევენ თავს,როცა პოლიტიკური მასმედია,ამდენ აგრესიას და დეზინფორმაციას ანთხევს,ამდენი აგრესია და სიძულვილი,მოულოდნელი აღარ უნდა იყოს.
სკელეტონ,ჭკვიანი,წესიერი,მოაზროვნე ადამიანი ხარ,ვფიქრობ ძალიან ახალგაზრდა(ზოგიერთ პოსტში აშკარად ჩანს ხოლმე) და დარწმუნებული ვარ,ბევრ რამეს თვითონაც ხვდები ხოლო ბევრსაც, მალე მიხვდები.ეს სპორტული საიტია და სხვა თემებზე,წესით არ უნდა ვწერდეთ,მაგრამ რაც გაწუხებს,ეს სპორტსაც შეეხება და საერთოდ ჩვენს მომავალში არსებობასაც.ამიტომ არაფერი დაშავდება კი არა,აუცილებელიც კია,თუ ასეთ თემებზეც შევეხმიანებით ხოლმე ერთმანეთს.
სოსო
05 დეკემბერი 2022 16:13
0
მადლობა გამოხმაურებისთვის ბატონო სოსო. ის უკიდურესობები, რაც ჩამოთვალეთ, წინა უკიდურესობების შედეგია, უმიზეზოდ არაფერი მომხდარა. მე თავს ლიბერალად მივიჩენ და ვფიქრობ, რომ ეგ ცნება, როგორც ბევრი სხვა, ამ ქვეყანაში მახინჯად იქნა გაგებული. მე არ ვარ მომხრე ასაკოვანი ადამიანების ჩარეცხილებად გამოცხადების, მაგრამ მე მახსოვს სკოლაში ასაკოვანი მასწავლებლების საშინლად ჩამორჩენილი მიდგომები ბავშვების მიმართ. 2000 იანების დასაწყისში ვიყავი სკოლის მოსწავლე და კარგად მახსოვს როგორ გვიჩლუნგებდნენ კრიტიკული ანალიზის უნარს, როგორ გვახვევდნენ თავიანთ აზრებს თავს და გვართმევდნენ საკუთარს, ასევე როგორ სცემდნენ ბავშვებს ფიზიკურად, ემლიქვნელებოდნენ გავლენიანი მშობლების შვილებს და ასე შემდეგ, ყველა არ იყო ასეთი მაგრამ უმრავლესობა იყო და ამ უკიდურესობამ მოიტანა მეორე უკიდურესობა, ასაკოვანი მასწავლებლების ჩარეცხვა და მათ ადგილას თუნდაც უვიცი ახალგაზრდების დასმა.

ასე მოხდა ეკლესის შემთხვევაშიც, როცა გესმის, როგორ მოუწოდებს შენი ეკლესია სიძულვილისკენ (ყველას არ ეხება) სხვა ადამიანების მიმართ, ყველა თავისუფლად მოაზროვნეს უჩნდება პროტესტი, მახსოვს ჩემს ბავშვობაში როგორ კეთროვანივით უყურებდნენ იეღოვას მოწმეების შვილებს მაგალითად, ყველაზე საშინელ ადამიანებად ითვლებოდნენ, ყველას შეეძლო მათი დამცირება, და არავის პასუხი არ მოეთხოვებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მართლმადიდებლობას არ წარმოადგენდნენ. აქ მხოლოდ თითო მაგალითით შემოვიფარგლები, თორე კიდე უამრავი იყო მსგავსი.
ამან მოიტანა მეორე უკიდურესობა, ის აზრი, რომ ეკლესიაში ყველა ბნელი მოძალადეა და მათ უნდა ვებრძოლოთ, რათქმაუნდა არაა ასე, მაგრამ უკიდურესობა იწვევს საპირისპირო უკიდურესობებს. არ გამოდის სხვანაირად. ქვეყანაც როგორ მხოლოდ ორ პოლუსზეა გადაყვანილი, ან ქოცი ხარ ან ნაცი ,მეტს ვერ წვდება გონება და ვერ წარმოუდგენიათ, რომ იქნებ საერთოდ სხვა იდეოლოგიის მიმდევარი ვარ, მაგალითად სიტყვაზე- ანარქისტი.

ტრანსპორტში ადგილის დათმობაზეც ვიტყვი:
გერმანიაში ყოფნისას, როცა მოხუცს ტრამვაიში ადგილი დავუთმე, ქალს ცრემლები წამოუვიდა სიხარულისგან და ათასი მადლობა გადამიხადა. ეს ჩემი კეთილი ნებით გავაკეთე და არა იმიტომ, რომ მევალებოდა. მეორე მხარის დამოკიდებულებას ყოველთვის გააჩნია, ის რომ ყოფილიყო აგრესიული მოხუცი (როგორებიც საქართველოში გვყავს) ჯოხით ხელში, რომელიც მთელს ავტობუსს მოსდებდა, როგორ ევალება ყველას მისთვის ადგილის დათმობა, მას სიამოვნებით ნამდვილად არ დავუთმობდი ადგილს, ალბათ ისევ ჩემი ზრდილობის გამო გავაკეთებდი, რადგან ოჯახში მასწავლეს ასე.

ყველაფერი უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთ პატივისცევმაზე.
თქვენნაირი ინტელექტუალი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან, ეს თქვენს გამართულად დაწერილ და შინაარსიან ტექსებში ჩანს. დარწმუნებული ვარ როგორი განსხვავებული მოსაზრეებიც არუნდა გქონდეთ, ყოველთვის არგუმენტებით შეეცდებით თქვენი აზრის განმტკიცებას და არა სხვისი შეურაცხყოფით.

დიდი ხანია აქ თქვენს კომენტარებს ვკითხულობ და ვაფასებ, მახსოვს როგორც ვიცავდით ხვიჩას თითქმის მარტო მე და თქვენ, შარშან აგვისტოში, როცა ნახევარი საქართველო ტრავმის მოგონებას აბრალებდა :)))
ადეკვატური ადამიანების ნაკლებობას ნამდვილად განვიცდით.
წარმატებები!
Skeleton
05 დეკემბერი 2022 20:18
0
აქვიღაც ტლუმ დაწერა რაჭაში ფეხბურთი იციანო? რომლით ან საიდან დავიწყო?
Suxumchanin
04 დეკემბერი 2022 14:28
3
რაჭაზე მხოლოდ "წერეთელმა დაგვიბარა" გახსენდება? ეს ვიწრო კუთხური ნაციონალიზმი და კუთხეების დამცირება როდის უნდა მორჩეს? დაბალი ინტელექტის შედეგია.
.
04 დეკემბერი 2022 17:19
1
წერეთელმა რა დაგიბარათ? რა ფეხბურთი რის ფეხბურთი..
suxumchanin-s
04 დეკემბერი 2022 15:14
3
ყველა გამოხმაურება
აბა, აბა რაჭველებს შეეშვით: სატრაბახოდ მეტრეველი, მაჩაიძე, გავაშელი, რეხვიაშვილი ეყოფათ!
ვაჟა მასწავლებელი
04 დეკემბერი 2022 18:37
0
რაჭველები ნელები არიანო,მაგრამ პატარა ბიჭი ვიყავი,როცა ახმეტაში ადგილობრივი გუნდი,რომელიც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა,ამხანაგურ მატჩში,თბილისის დინამოს ვეტერანებს შეხვდა და საკუთარი თვალით,იქ ვნახე პირველად და უკანასკნელად,სლავა მეტრეველის თამაში.აქეთ მიშა მესხი,უკვე ღიპიანი თამაშობდა და მაინც ისეთ ცირკებს ატარებდა,რომ ყველანი მხოლოდ მას ვუყურებდით,მაგრამ ერთ მომენტში,სლავა ადგილიდან მოწყდა და ისეთი სისწრაფის და სილამაზის სლალომი გააკეთა ახმეტელთა დაცვაში,რომ მთელი სტადიონი ჯერ გაინაბა და მერე აღტაცებული აბღავლდა.80-იან წლებში მომიწია სტუდენტობა და 78-83,დინამოს საუკეთესო წლებში,მათი თამაშების მომსწრე ვარ.დიდოსტატები იყვნენ მართლაც,მაგრამ მეტრეველი და მესხი,მსოფლიოს საუკეთესო ფრთებიო,რომ დაწერეს,იმ თამაშმა დამარწმუნა,რომ მართლაც ასე იყო.ტელევიზორიდან მათი ბოლო წლების თამაშებიც მახსოვს,მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი,სულ სხვაა.
ჰო,რაჭველები ნელები არიანო,ამაზე წამოვიწყე,მაგრამ "ყველაზე სწრაფები მსოფლიოშიც" ხომ მაგათზეა გადაღებული და ხანდახან,ფეხბურთსაც ძალიან მაგრად თამაშობენ.
სოსო
05 დეკემბერი 2022 19:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული