La Gazzetta dello Sport: კვარაცხელია დაბრუნდა და შოუ დაიწყო - მთავარი შოუ წინაა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" შემადგენლობაში თურქულ შეკრებაზე ემზადება, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და Football Italia და  partenopei La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ტრავმის მორჩენის შემდეგ უმალ მოახდინა შთაბეჭდილება.

"გუნდში ჩინებული ატმოსფეროა, ბევრი გაღიმებული სახე - ტრენაჟორებზე დაიტვირთენ, მეკარეები მოედანზე, ქართველმა, რომელმაც ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სამი მატჩი გამოტოვა, ვარჯიშებზე შოუ მოაწყო, მუშაობისას სიამოვნებას იღებს და ისეთ ტრიუკებს აკეთებს, რომ თვით თანაგუნდელები გაოგნებული არიან.

ეს ნეაპოლელთათვის საუკეთესო სიახლეა, რამეთუ უკვე კარგ ფორმაშია, ხალისობს, ხოლო მისმა ყვითელფორმიანმა გუნდმა თურქეთში შუადღისას მშვენიერ
ამინდში ორმხრივი თამაში მოიგო.

ცხადია, ისევე როგორც სეზონის პირველ ნახევარში, "კვარა" ლუჩანო სპალეტისთვის კვლავ მთავარი იარაღი იქნება და საქმეს ხელახლა 4 იანვარს "ინტერთან" მატჩით დაიწყებს".

მკითხველის კომენტარები / 27 /
გენაცვალე, ხვიჩუკა!
ILIA
03 დეკემბერი 2022 19:55
2
რაჭაში ფეხბურთი იციან? ესეც დაგიბარათ წერეთელმა?
ილიას
04 დეკემბერი 2022 09:28
4
მეც გიერთდები ნათქვამში და დავამატებდი რომ რაჭაში ფანსაკუთრებით უყვართ ხვიჩუკა
ილიას
03 დეკემბერი 2022 21:03
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული