რა თქმა უნდა, სიაში მოხვდა "პარტენოპეის" ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომლის შესახებაც მარკოლინიმ თქვა:
"სამწუხაროა, რომ კატარში კვარაცხელიას თამაშით ვერ აღვფრთოვანდით. ქართველი დიდი ფეხბურთელია, თუმცა არ ჰყავს ისეთი ნაკრები, რომელიც ამ გზაზე მას კომპანიონობას გაუწევს.
მსგავსი შემთხვევა გვაქვს ჰაალანდზე - დიდი სირცხვილია! ეს ფეხბურთელები ბრაზილიაში ან არგენტინაში უნდა დაბადებულიყვნენ", - ამბობს მარკოლინი.
მატჩის დღე! "ნაპოლი" "ანტალიასპორს" ეთამაშება