შეხვედრამდე CalcioNapoli24-მა ინტერვიუ ცნობილ თურქ ფეხბურთელ ნური შაჰინთან ჩაწერა, რომელიც ამჟამად სწორედ ნეაპოლელთა დღევანდელი მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელია.
შაჰინს კარიერის განმავლობაში არაერთი დიდი გუნდის, "დორტმუნდის", მადრიდის "რეალის", "ლივერპულის" ფორმა მოურგია და რა თქმა უნდა, საინტერესოა, თუ რას ფიქრობს ის "კვარაზე".
"რას ვფიქრობ დღევანდელ "ნაპოლიზე"? - ეს გუნდი მიყვარს! მათი დიდი ფანი ვარ და სიმართლე გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი, ამ სეზონში მსგავს მაღალ დონეს თუ აჩვენებდნენ.
კვარაცხელიათი აღფრთოვანებული
"პარტენოპეი" შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს! ძალიან შემტევი, გაბედული, დიდი თავდაჯერებულობითა და თავმოყვარეობით. სპალეტი ძალიან თანამედროვე მწვრთნელია. ისინი პირველები არიან სერია A-ში და ამას იმსახურებენ", - თქვა შაჰინმა.
შეგახსენებთ, რომ "ანტალიასპორისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.