მამარდაშვილი ლა ლიგაში პირველია - გიორგიმ მოედანზე გატარებული დროით პრიმერას ყველა ფეხბურთელს აჯობა

AutoSharing Option
Wyscout-ის ინფორმაციით, რომელიც საფეხბურთო სტატისტიკას აწარმოებს, 2022/23 წლების სეზონში ლა ლიგის ყველა ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი დრო მოედანზე გიორგი მამარდაშვილმა დაჰყო.

ქართველმა 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ამ ყველაფერმა კი ჯამში, დამატებითი დროის ჩათვლით, 1410 წუთი შეადგინა.

ჩვენებურმა 3 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა, სეივის პროცენტი კი 71,7%-ს შეადგენს.

აქვე გეტყვით, რომ მამარდაშვილის "ვალენსია" ლა ლიგას 31 დეკემბერს "ვილიარეალთან" საგარეო მატჩით განაახლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული