კვარაცხელიას 45 წუთი და რასპადორის დუბლი - "ნაპოლიმ" "კრისტალ პალასსაც" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე, წვიმიან ამინდში "ნაპოლიმ" ამხანაგურ მატჩში "კრისტალ პალასი" 3:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია მწვრთნელმა სპლეტიმ ისევ სასტარტოში დააყენა, თამაში ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და 33-ე წუთზე ლონდონური გუნდი დაწინაურდა, თუმცა ოსიმენმა მალე ლამაზი გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ კვარაცხელია ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ გატანა მცველმა არ დაანება.

შესვენების შემდეგ სპალეტიმ ხვიჩა ჟეზუსთან, დი ლორენცოსთან, ლობოტკასთან და ოსიმენთან ერთად შეცვალა. მოედანზე შესულმა რასპადორიმ ისევე როგორც "ანტალიასპორთან" მოგებულ წინა სპარინგში (3:2), დუბლი შეასრულა
და ნეაპოლურ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

"ნაპოლი" ამ შეხვედრის შემდეგ იტალიაში დაბრუნდება და შაბათს "ვილიარეალს" უმასპინძლებს.

ბელეკი. "CARYA GOLF & SPA RESORT"

ნაპოლი - კრისტალ პალასი 3:1
გოლები: 0:1 ზაჰა (33), 1:1 ოსიმენი (35), 2:1 რასპადორი (65), 3:1 რასპადორი (82)

მკითხველის კომენტარები / 37 /
…რა პესიმიზმი და ტირილია, არ გრცხვენიათ!!! ორი ამხანაგური თამაში იყო , თანაც ერთი კოკისპირულ წვიმაში!!!
დათო
12 დეკემბერი 2022 12:31
0
Ra dagemartat xalxoo?!amxanaguri tamashia da ra daskvnebi gamogaqvt?! Moitminet ianvramdee...
Givi
12 დეკემბერი 2022 11:29
2
მთელი რამე ვტიროდი რასპადორიმ და ოსიმენმა რომ გოლები გაიტანეს და ხვიჩუნამ ვერა, ამოაგდებს ეხლა სპალეტი სასტავიდან მეტი რა უნდა. მთელი მასონები გვებრძვიან რომ ქართულმა გენმა ვერ გაიხაროს.
xvichamadidebeli
12 დეკემბერი 2022 10:25
37
მასონთა ლოჟამ გავაწტვიტეთ, რომ ქართველები არაფერში გვჭირდებით. განსაკუთრებით ისეთი ლუზერები, ვინც კვარაცხელიასნაირი წარმატებულ ადამიანებს დივანზე წამოწოლილები აკრიტიკებთ.
ჩვენ უფრო მაღალი იდეალებისთვის ვიბრძვით :დ
თქვენნაირი მუტრუკები ვერაფერს შეგვმატებენ.
მასონი
12 დეკემბერი 2022 17:58
2
ზომიერებაში გვიჭირს, რა მოხდა თუ მოსამზადებელ თამაშში ვერ გაიტანა, დაიქცა ქვეყანა? მეორეს მხრივ რომ გაიტანს ფეხბურთის ღმერთადაც არ უნდა გამოვაცხადოთ
Gogi
12 დეკემბერი 2022 09:55
1
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.” კონსტნტინე გამსახურდია.
ავჭალიდან
12 დეკემბერი 2022 05:58
4
ვეთანხმები ამ კაცს ბევრი გამოხტება და მენტორული ტონით და ქედმაღლურად აკომენტარებს ვინ ხარ რა გაგიკეთებია სხვებს რომ ჭკუას ასწავლის, ან უცხოელს რატო უკომენტერებ რას უმტკიცებ მაგარი რომ ხარ ჯერესერთი ის სხვა მენტალიტეტის მატარებელია და შენი ბრაგაბრუგი საერთოდ სისულელედ მიიღოს ამიტომ კარგი ნათქვამია ბევრს ილაპარაკებ ბევრ შეცდომას დაუშვებ ცოტას ილაპარაკებ ცოტა შეცდომა გექნება.
კახა
12 დეკემბერი 2022 02:31
6
კიდე ერთი საკითხი, ეს გუნდი უმაღლეს მიზნებს მიაღწევს თუ შეინარჩუნებს ამ ბირთვს, ეს კიდე მოხდება თუ სპალეტის ყოველი თამაშის წინ გაუჭირდება სასტარტოს დაყენება... იმიტო რო რასპადორიც ძაან კაია და სიმეონეც და თუნდაც იგივე ელმასიც, ყველა ჩაქიმული რო იყოს და არასდროს ათამაშონ, გადავლენ სხვაგან, ზოგი კაი ზოგი კიდე ცუდ გუნდში, ეგრე არ გამოვა... ძააანაც კაი რასპადორი რო ბრდღვნის, იმიტო რო ერთ თამაშში კვარას არ წაუვა, ის გაიტანს, იმას არ წაუვა ოსი გაიტანს, თუ არადა პოლიტანო ან სიმეონე... თან ჯანსაღი კონკურენცია რეალურად კარგია, ფულზე მეტად კვარას გააფუჭებს თუ სისტემატურად ცუდად თამაშის მიუხედავად მაინც სულ უალტერნატივო იქნა, ახალგაზრდაა ჯერ...
რა მაფიაა?
12 დეკემბერი 2022 01:57
1
კაი თუ ძა ხარ ვის რაში აინტერესებს ოსიმენის, ნდომბელეს და რასპადორის გოლები, ჩვენ გვინდა ხვიჩას გოლები, აბა მართლა ნაპოლის ფანები კი არ ვართ.DDD
რრრ
12 დეკემბერი 2022 11:56
2
100%
მეგრელი
12 დეკემბერი 2022 06:33
1
არ ვარ სერია ა-ს მაყურებელი მაგრამ მაგრამ მანდ ყოფნა და დიდ ფეხბურთელად ყოფნა განა რა ? ნაკლებია ვინმეზე?
გიორგი
12 დეკემბერი 2022 01:45
1
ამ ამხანაგურ ვარჯიშ-თამაშებს სულ სხვა დატვირთვა აქვს და აუცილებელია. გუნდი ინტერისთვის ემზადება. ხვიჩა რომ ფორმაში არ იყოს სპალეტი მეორე ტაიმსაც ათამაშებდა. ოსიმენმა გოლი გაიტანა და მაინც შეცვალა. არ არის აუცილებელი ხვიჩამ თავი გაიგიჟოს და სასწაულები აკეთოს. სხვებიც ასე იქცევიან. რასპადორის კი საბრძოლო აქვს, ჯერ ძირითადი გარანტირებული არა აქვს, იგივე ითქმის ელმასზეც. ხომ ხედავთ ასეთ თამაშებში გოლებსაც არ აღნიშნავენ. მთავარია ტრამვა არ მიიღოს. სპალეტიმ იცის, ვის დააყენებს ინტერთან.
მამუკა
12 დეკემბერი 2022 01:18
1
ანუ ამხანაგური თამაში იყო, ვარჯიშობდა გუნდი, 45 წუთი გაივარჯიშეს ფეხბურთელებმა თავსხმა წვიმაში, განათებაც როგორი ჰქონდა იმ სტადიონს და ამ დროს ხალხი რეებს წერს, რეებს ვკითხულობ ფეისბუქზე ან თუნდა აქ. მართლა ავადაა ხალხი მგონი.
რაოო ქებამ აწყინაო, სამეგრელოში რომ ჩავიდა იმიტომ დაკარგა ფორმაო, შეყვარებულის ბრალიაო, გააღმერთეთ კიდე და ხო ხედავთ აგერ ამხანაგურში გოლი ვერ გაიტანაო :D
თან სერიოზულად რომ წერენ, ჩასაფრებული, იქნებ რომელიმე თამაშზე გოლი ვერ გაიტანოს.
სასაცილო უნდა იყოს წესით ეგეთი კომენტარები მარა მასობრივ დეგრადაციაზე აღარ გვეცინებაა
!!
12 დეკემბერი 2022 01:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული