"ნაპოლი" წელს ფრანგებთან დაასრულებს - ხვიჩა ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება...

AutoSharing Option
იტალიური "ნაპოლი" ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე მშვენივრად გამოიყურება და თურქეთში ჩატარებულ ორივე შეხვედრაში გაიმარჯვა. ჯაკომო რასპადორი კარგ ფორმაშია და მან როგორც "ანტალიასპორთან", ასევე "კრისტალ პალასთან" დუბლი შეასრულა. ტრავმის შემდეგ მოედანს ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდა და ორივე დაპირისპირებაში მოედანზე თითო ტაიმი (45 წუთი) ითამაშა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მზადებას საკუთარ "სტადიო მარადონაზე" განაგრძობს. უკვე მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ 17 დეკემბერს ისინი ესპანურ "ვილიარეალს" შეხვდებიან. ნეაპოლელები წლის უკანასკნელ დაპირისპირებას 21 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ფრანგულ "ლილთან" ჩაატარებენ.

"ლილი" ლიგა 1-ში ამჟამად მე-7 ადგილს იკავებს.
მათ პორტუგალიელი პაულუ ფონსეკა წვრთნით. ის ადრე დონეცკის "შახტარს" თავკაცობდა, ცოტა ხნის წინ კი უკრაინაში რუსების მიერ წარმოებულ დაბომბვას გადაურჩა. ფონსეკას "რომაშიც" უმუშავია.

ნეაპოლში ჩატარებულ შეხვედრებში უკვე ჩვეულად აქტიურ ხვიჩა კვარაცხელიას ველით, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, ქართველმა გარემარბმა 4 იანვარს, "ინტერთან" გასამართი მატჩისთვის ფორმა სრულად აღიდგინოს. მანამდე სპალეტის გუნდს, რომელიც იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს, მცირე საშობაო შესვენებაც ექნება.

altხვიჩას "ნაპოლის" მე-3 მეტოქე ცნობილია - ესპანელებთან "სტადიო მარადონაზე"

altფედელე: კვარაცხელია ტრავმის შემდეგ შიშით თამაშობს

მკითხველის კომენტარები / 2 /
იტალიური გაზეთის, Tuttosport-ის ყოფილმა დირექტორმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი ძალიან აქო.


როგორც მან თქვა, კვარა დრიბლინგში ლიონელ მესიზე სწრაფი და კილიან მბაპეზე ტექნიკურია:

„ნაპოლის“ ქართველ გარემარბს რაღაც განსაკუთრებული აქვს: დრიბლინგს ისე აკეთებს, როგორც არავინ, რადგან ამის გაკეთება ორივე ფლანგიდან შეუძლია, მესისგან და მბაპესგან განსხვავებით. ორივე ფეხს თანაბარი სიმარტივით იყენებს. მეტოქის გასწრებისას აჩქარებაში მესიზე უკეთესია. კვარა მბაპეს ჩამოუვარდება სიჩქარით, მაგრამ დრიბლინგში უფრო ძლიერია. ბურთის დამალვის მაღალი უნარი აქვს, ვიდრე ფრანგს.

კვარაცხელიას თვისებები არც ათვისებადია და არც სხვებთან შესადარებელი. იმედი მაქვს, რომ ეს ბიჭი შეინარჩუნებს მენტალურ დისციპლინას სეზონის ბოლომდე. ტრავმისგან დაბრუნდა, მაგრამ თავისი ძალა უნდა შეინარჩუნოს, განსაკუთრებით მენტალური. ძალიან თავმდაბალი ბიჭია და ეს თვისებაც უნდა შეინარჩუნოს. შეუძლია თუ არა დიდი ფეხბურთელი გახდეს? კი, რადგან არ აქვს სუსტი ფეხი, ძალიან კარგია! ელოდები, რომ მარჯვნივ წავა და მარცხნივ მიდის და პირიქით“, - თქვა დე პაოლამ.
ლაშა
11:22 13-12-2022
0
ესპანურ "ვილიარეალს" 17 დეკებმერს, 23:00 საათზე შეხვდებიან ნეაპოლელები მარადონას სტადიონზე.
ლაშა
10:57 13-12-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული