"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ამჟამად კი საფეხბურთო აგენტმა და ექსპერტმა ენრიკო ფედელემ რადიო "მარტეს" ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართველი ტრავმის გავლენის ქვეშაა, რაც სირბილისას ეტყობა და ეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის თამაშს დაეტყობა:
"კვარა" 100%-ით მზად არაა. ჯერ კიდევ განიცდის ტრავმის გამო, დრიბლინგს ერიდება, მდგრადი არაა და სასტარტო სისწრაფისას თავის "ტურბოს" ვერ რთავს, რადგან, ალბათ, შიში აქვს. წინ ფრთხილად მიიწევს. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
მართალი გითხრათ, არც სტანისლავ ლობოტკაა საუკეთესო ფორმაში".
სერია A-ს განახლებამდე "ნაპოლი" "დიეგო მარადონაზე"
ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს - 17 დეკემბერს "ვილიარეალთან", ხოლო 21 დეკემბერს "ლილთან".