"სერიოგას ხვიჩაზე უფრო მეტი შეუძლია!" - ვინ არის 18 წლის რუსი ფეხბურთელი, რომელსაც კვარაცხელიაზე დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს

AutoSharing Option
"სოჭის" მფლობელობაში მყოფ ნახევარმცველ ალექსანდრ კოვალენკოს, რომელიც იჯარით ახლა "კრილია სოვეტოვში" თამაშობს, მიაჩნია, რომ სამარულ კლუბში მის თანაგუნდელს, 18 წლის სერგეი პინიაევს, ხვიჩა კვარაცხელიაზე უკეთესი თამაშის ჩვენება შეუძლია:

"პინიაევი ორივე ფეხით სწრაფად და ძალიან მკვეთრად თამაშობს! თუ მცველი მასთან 1-1-ზე რჩება, შანსი არ აქვს! შეხედეთ ხვიჩას - რამდენს იტანს და შედეგიან გადაცემას აკეთებს ის. ვფიქრობ, სერიოგას უფრო მეტი შეუძლია", - ამბობს კოვალენკო.

პინიაევის მოქმედი კონტრაქტი სამარის კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. პორტალი Transfermarkt-ი რუსეთის ნაკრების ფეხბურთელს 3,5 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ვინგერმა "კრილია სოვეტოვის" შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 40 /
ვაი თქვე საცოდავებო!
3
13 დეკემბერი 2022 18:40
1
ჯერ გადახტეს და მერე კიდევ ჰოპლას თქმა არ დაავიწყდეს
ისე მაინც
13 დეკემბერი 2022 12:43
3
მართალი ბრძანებაა! სერიოგას ხვიჩაზე მეტი ნამდვილად შეუძლია - ბორშის ჭამა!
პლეხანოვზე გაზრდილი
13 დეკემბერი 2022 15:58
1
ეპ, ბორშჩი უკრაინელებისაა, როგორც მათი მეფე და პატრონი ამბობს, შჩი, სუფთა რუსულია ასე რომ ბორშჩი დელიკატესია მასთან შედარებით)
დავითი
13 დეკემბერი 2022 22:25
0
ხვიჩაზე აბოდებთ უკვე :) ჰეი ვანიებო, მორჩა თქვენი კინო :) ფინიტა ლა კომედია :)
თემური
13 დეკემბერი 2022 15:38
1
რა საჭიროა ამ საკითხზე ბევრი ტრ*კანი?! ჰა ბურთი და ჰა მოედანი, როგორც ამბობენ: გვაჩვენოს ერთი, რა ბიჭია, ვინ სად წაიყვანს და სად რას მიაღწევს!
N
13 დეკემბერი 2022 14:18
2
ეტყობა ევრუჟიხინის უკეთესი ვარიანტია. კუთხურიდან აწვდის ბურთს და საჯარიმოში ბურთზე ადრე ჩარბის. რუსების ტექნიკური ფეხბურთელი არ გაიშვას არსად.
პაატა
13 დეკემბერი 2022 17:38
4
ხვიჩა რა 35 წლისააა.რაიციან ხვიჩა რას მიახწევს?უკვე მსიფლიოს აოცებს. 21წლისაა და აწი რას იზამს ჯერ შეხედონ
მოსეხონელი
13 დეკემბერი 2022 12:20
1
ნუკრი და ალიბებ! რაა სასაცილო? ნანახი გააქვთ მაგ ბიჭის თამაში? ხვიჩას ვენაცვალე და წარმატებები ჩვენს გენიოსს.მაგრამ ასევე მაგარი ტალანტია პინიაევი. მართლა სექტად ჩამოყალიბდით რა.
zaza
13 დეკემბერი 2022 12:38
25
ხვიჩაზე აბოდებთ უკვე :) ჰეი ვანიებო, მორჩა თქვენი კინო :) ფინიტა ლა კომედია :)
თემური
13 დეკემბერი 2022 15:37
1
რაოო ? სერიოგაოოოო ??? DDDDD
zura222
13 დეკემბერი 2022 23:06
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული