"სერიოგას ხვიჩაზე უფრო მეტი შეუძლია!" - ვინ არის 18 წლის რუსი ფეხბურთელი, რომელსაც კვარაცხელიაზე დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს

AutoSharing Option
"სოჭის" მფლობელობაში მყოფ ნახევარმცველ ალექსანდრ კოვალენკოს, რომელიც იჯარით ახლა "კრილია სოვეტოვში" თამაშობს, მიაჩნია, რომ სამარულ კლუბში მის თანაგუნდელს, 18 წლის სერგეი პინიაევს, ხვიჩა კვარაცხელიაზე უკეთესი თამაშის ჩვენება შეუძლია:

"პინიაევი ორივე ფეხით სწრაფად და ძალიან მკვეთრად თამაშობს! თუ მცველი მასთან 1-1-ზე რჩება, შანსი არ აქვს! შეხედეთ ხვიჩას - რამდენს იტანს და შედეგიან გადაცემას აკეთებს ის. ვფიქრობ, სერიოგას უფრო მეტი შეუძლია", - ამბობს კოვალენკო.

პინიაევის მოქმედი კონტრაქტი სამარის კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. პორტალი Transfermarkt-ი რუსეთის ნაკრების ფეხბურთელს 3,5 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ვინგერმა "კრილია სოვეტოვის" შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 40 /
ჯერ ერთი,იტანს კი არა,გააქვს.გიტანთ თქვენ,უწიგნურ ვაიჟურნალისტებს.რაც შეეხება 18 წლის სერიოგას,გენები სძლევს და სადღაც,23 წლის ასაკში გალოთდება. არ დამბლოკოთ,გთხოვთ.
status quo
16:08 13-12-2022
1
როგორ იტანჯებით არ იქნება თქვენი გამოსწორება არ გასუფთავდება თქვენი გულები .....სალამური გამოვა მეორე მაგისგან კვარაზე მაგარი ფეხბურთელი
ალიბეგ
11:47 13-12-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული