დღეს "ნაპოლი" წელს დაასრულებს - 26-ში კვარაცხელია საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდება...

AutoSharing Option
დღეს, 21 დეკემბერს, ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დატვირთულ, საინტერესო და წარმატებულ საფეხბურთო წელს დაასრულებს, წელს, რომელმაც ქართველ გულშემატკივრებს ბევრი სიხარული მიანიჭა - ჩვენებური ტოპლიგაში ვიხილეთ. 26 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საუკეთესოები უნდა გამოავლინოს და რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ხვიჩა კვარაცხელია 2022 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდება!.. რაც შეეხება დღევანდელ ამხანაგურ მატჩს, "სტადიო მარადონას" თბილისის დროით 23:00 საათზე ფრანგული "ლილი" ესტუმრება.

ნეაპოლელები რამდენიმე დღის წინ "ვილიარეალთან" (2:3) დამარცხდნენ და ყველაფერს გააკეთებენ, ერთგვარი რეაბილიტირება მოახერხონ. ხვიჩა კვარაცხელიამ იმ დაპირისპირების მეორე ტაიმი
მშვენივრად ჩაატარა, თერთმეტმეტრიანიც გაიტანა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ტრავმის შემდეგ რეაბილიტირება შეძლო.

Sportall.Ge

"ლილი" სეზონს უფრო მალე განაახლებს, ვიდრე "ნაპოლი". საფრანგეთის ლიგა 1 28 დეკემბერს დაბრუნდება. გუნდს ჯერჯერობით არ შეუერთდება ტიმოთი ვეა, რომელმაც აშშ-ის ნაკრების შემადგენლობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მას პაულო ფონსეკა მარჯვენა მცველის პოზიციაზე იყენებს და თამაშის შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელიას სწორედ ვეასთან დაპირისპირება მოუწევდა. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.

ლუჩანო სპალეტის გუნდს, დღევანდელი შედეგის მიუხედავად, ძალიან შედეგიანი წელი გამოუვიდა. მართალია, გასული სეზონის ბოლო ნაწილში სკუდეტოს ვერ შესწვდა, თუმცა ახალი გათამაშება წარმატებულად დაიწყო და გუნდი, რომელმაც ლიდერები გაუშვა, იტალიის ჩემპიონატში "მილანს" 8 ქულით აღემატება. ხვიჩა კვარაცხელიას მხოლოდ სერია "ა"-ში 6 გოლი და 5 შედეგიანი მოქმედება აქვს. ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაზეც მშვენივრად გამოვიდნენ, ჯგუფში 1-ელი ადგილი დაიკავეს და მალე პლეი-ოფშიც ჩაერთვებიან. გუნდში კიმსაც გამოვარჩევთ, სტანისლავ ლობოტკასაც, ვიქტორ ოსიმენიც ძალიან შედეგიანია, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას როგორც თამაშის ხარისხი, ასევე სილაღე, დრიბლინგები, ელეგანტურობა და ამავდროულად, გუნდური მოქმედებები, გულშემატკივართა აღტაცებას იწვევს.

2023 წლის 4 იანვარს "ნაპოლი" მე-16 ტურში "ინტერს" ესტუმრება, სადაც ტრავმის შემდეგ კარგ ფორმაში დაბრუნებულ "კვარასა" და მისი გუნდის მორიგ წარმატებას ველით.

alt"ხვიჩამ სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მოლოდინს გადააჭარბა" - განაცხადა სანიოლმა "გაძეტა დელო სპორტთან" ინტერვიუში

altვიხილავთ თუ არა საქართველოს ნაკრებს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე? - რატომ ვქომაგობთ სხვებს...

მკითხველის კომენტარები / 10 /
https://youtu.be/ncEE31mwlOE
გოგა
23:24 21-12-2022
0
მადლობა ყველას ლინკთან დაკავშირებული ჩემი ვედრების შესმენისათვის! ფორცა ხვიჩა, კვარა კოჩი!
შენ ხარ ჩვენი ჯილა ყოჩი! თუ დღეს ხვიჩა გოლს გაიტანს - ჩემზე იყოს ერთი გოჭი!
ვაჟა მასწავლებელი
22:25 21-12-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული