დღეს "ნაპოლი" ამხანაგურ მატჩში "ლილს" უმასპინძლებს. ნეაპოლური გუნდის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც წინა სპარინგში "ვილიარეალთან" (2:3) შეუცვლელად ითამაშა და გოლი გაიტანა, ისევ სასტარტოშია.
ნაპოლი (სასტარტო): მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, ჟეზუსი, მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა, ელმასი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი
შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ცუდი ანგარიშია და 2022 ში დარჩენილიყოს ეგ წაგება.
ისე ნაპოლიმ რაც ქნა ამ სეზონში არცერთ იტალიურ გუნდს არ ღირსებია. წაგება საერთოდ არ აქვს სერია ა ში. ერთადერთი წაგება აქვს და ისიც ლივერპულთან, როცა პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა და ჩემპ.ლიგის ჯგუფში ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.
ველოდებით 2023 წელს