"ნაპოლი"-"ლილი" 1:4 - სპალეტის გუნდმა სერია A-ს განახლების წინ ისევ წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ნაპოლი“ სერია A-ს განახლებამდე ბოლო ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე „ლილთან“ 1:4 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 84-ე წუთამდე ითამაშა, აქტიური იყო, თამაში რამდენჯერმე გაამწვავა, მაგრამ ამჯერად შედეგიანი მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა. ცხადია, ტრავმის შემდეგ ჯერ ფორმაში ვერ ჩადგა. მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ასე უღიმღამოდ თამაში გუნდისგან მოულოდნელი იყო.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ფრანგული გუნდი დიაკიტემ დააწინაურა. კვარაცხელიამ ტაიმის დასასრულს ორი მომენტი ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმი „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო, ხვიჩამ დრიბლინგი წამოიწყო, საჯარიმოს წინ წააქციეს, თავად დაარტყა,
მაგრამ მიზანს ვერ უწია. „ლილმა“ კი კონტრშეტევებზე შანსები გამოიყენა და მერეტს კიდევ სამი გოლი გაუტანა, რის შემდეგაც ქართველი მწვრთნელმა სპალეტიმ შეცვალა. შეცვლაზე შესულმა რასპადორიმ კომპენსირებულ დროში პრესტიჟის გოლი გაიტანა და ნეაპოლელებმა სახლში ზედიზედ მეორე მარცხი იწვნიეს.

შემდეგ შეხვედრას ნეაპოლური გუნდი უკვე ჩემპიონატზე ჩაატარებს - 4 იანვარს მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლილი 1:4
გოლები: 0:1 დიაკიტე (18), 0:2 დავიდი (63), 0:3 ოუნასი (78), 0:4 ბამბა (82), 1:4 რასპადორი (90+3)

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო (ძანოლი 83), ოსტიგარდი, ჟეზუსი (ბარბა 83), მარიო რუი, ნდომბელე, ლობოტკა (გაეტანო 69), ელმასი (რასპადორი 71), პოლიტანო (ძერბინი 69), კვარაცხელია (ზედადკა 84), ოსიმენი (სიმეონე 69)

მკითხველის კომენტარები / 41 /
რატომაც არ უნდა დაეზოგა თავი ტრამვა რომ გაურთულდეს მერე თქვენ გიყუროთ მოედნის გარედან ეხლა ლიგაზე გამოვრდნაა ყველა თამაში
მანდ დაგამუნჯებთ ყველას მინიმუმ იტალიის ჩემპიონიც გახდება ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს გაიყვანს ისინი კიდე კლავიატურის ლომები " ათასად კაცი დაფასდა ათიათასად ზრდილობა! გამოჩნდა ნაღდი მაგარი კლასის ქართველი ფეხბურთელი რომელიც საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდება! ყველა დროის!" ნახეთ გაიყვანს ნაკრებს და ახდება ნამდვილი ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრის ოცნება და დიდ ფორუმზე უახლეს ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანს ( გაიყვანდა კიდეც არარსებული კორონა რომ დაუდგინეს) მაგრამ ხვიჩა მჯერა არავის მოუსმინო გაქვს ყველაფერი ტექნიკა შრომის მოყვარე ხარ და ყველაფერს შეძლებ და მართალი ხარ იმსიტყვებში 100 პროცენტით რომ ნაპოლიში ნამდვილ პროფესიონალად იგრძენი თავი გამოგონებამ გავიგეთ და მთელი სულით და გულით გგულშემატკივრობთ ის კიარა უფრო მეტიც შენც ტატოც ლაშაც ლევანიც ერთნაირად იმსახურებთ წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდებას გულით გილოცავთ მოახლოებულ ახალ წლის დადგომას ასევე მორაგბეთა ნაკრებს და ყველა ნამდვილ ქართველს " ბედნიერია ის ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული" ყველას წარმატებებს ვუსურვებ სრულიად საქართველოსთვის ყოფილიყოს 2023 გარდამტეხი წელი ხისუფლებაში გამოჩნდებოდეს ნეტა თქვენნაირი პატრიოტი ქართველი ისეთი როგორიც გვეკადრება დავითის, თამარის, ილიას, ვაჟასი,ექვთიმეს,ზვიადის, მერაბის,კიდევაც დაიზრდებიანო ალგეთს ლეკვები მგლისანი (პსათოსურად ჟღერს თითქოსდა სადღეგრძელოსავით გამომივიდა და რატომაც არა დაგლოცოთ გამჩენმა ღმერთმა ქართველი ხალხის ღირსეულად წარმოჩენისთვის ხვიჩა მჯერა და როგორც ოლიმპიადის დროს როცა ქართველი ოქროს ასაწევისთვის ემზადებოდა ჩვენ თქვენთვის მაშინაც და ეხლაც სანთელს ვანთებთ და ვლოცულობთ ღმერთს ვთხოვთ რომ გაგაძლიეროთ ქართული ჰიმნი ააჟღეროთ!!! მჯერა




კახა
00:38 24-12-2022
1
ჭამა სმაში დაეინაურებულა კვარაცხრლოვია,რას გავდა ძლივს დადიოდა თამაშზე
nodo
15:38 23-12-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული