შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელმა ტრავმა 13 ნოემბერს "რუზომბეროკთან" შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.
"გიორგი ჩაკვეტაძემ სარეაბილიტაციო კურსი სრულად გაიარა და თავს იდეალურად გრძნობს. 23 წლის ნახევარმცველი იანვრიდან "სლოვანთან" ერთად შუასასეზონო შეკრებაზე 100%-იანი დატვირთვით მოემზადება", - წერია პოსტში.
"სლოვანი" 2023 წელს სეზონს 4 თებერვალს "ბანსკასთან" სათასო მატჩით განაახლებს.