სამშაბათს იწყება თავდავიწყება - ხვიჩა უშუალოდ სპალეტის ხელმძღვანელობით ივარჯიშებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" 1990 წლის შემდეგ არ მოუგია სკუდეტო, მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში შეუჩერებელი იყო, იტალიის პირველობაზე 8-ქულით გაიჭრა წინ, ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა და ძნელი სათქმელია, როგორ იმოქმედებს გუნდზე მსოფლიოს ჩემპიონატით გამოწვეული პაუზა.

ბოლო ორ სპარინგში "ნაპოლი" თავის თავს არ ჰგავდა, ფეხბურთელები უჩვეულოდ ინერტულები იყვნენ, სადღაც დაიკარგა მათი აგრესიულობა, თუმცა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ საგანგაშო არაფერია და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მან ხვიჩა კვარაცხელიას ნამდვილი პროფესიონალი უწოდა, ვინაიდან ტრავმის შემდეგ ფორმის დასაბრუნებლად თავდაუზოგავად შრომობს. ქართველს, ალბათ, სანაკრებო
პაუზამ სულზე მიუსწრო, რადგან სამის გარდა სერია A-ს კიდევ რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევდა და ძნელი სათქმელია, გახურებული სეზონისას რამდენ ხანში მოახერხებდა ძველი კონდიციების დაბრუნებას.

areanapoli წერს, რომ სპალეტის გეგმა აქვს კვარაცხელიასა და ამირ რაჰმანთან დაკავშირებით, რათა 4 დეკემბერს "ინტერთან" შეხვედრისთვის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ. უკვე ბრუნდებიან გუნდში ის ფეხბურთელები, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა და იმედია, მალე ნეაპოლური გუნდი და რაც მთავარია ხვიჩა კვლავ გაგვახარებენ. გუშინ გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს მიერ თეატრ პოზილიპოში მოწყობილ სადილზე (ხარჯები კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაფარა) მათ ერთმანეთს ბედნიერი შობა უსურვეს და სამშაბათამდე დასვენების საშუალება მიეცათ.

Sportall.Ge

რადიო Marte იტყობინება, რომ "კვარა" თავს კარგად გრძნობს და სამწვრთნელო შტაბის აზრით, უბრალოდ თავისი ოპტიმალური ფორმა უნდა დაიბრუნოს, ამისათვის 27 დეკემბრიდან უშუალოდ სპალეტის ხელმძღვანელობით ვარჯიშს შეუდგება, განტვირთვაზე და სიმარდეზე, რამაც მეტოქეებთან ის უპირატესობა კვლავ უნდა მიანიჭოს, რაც ადრე ჰქონდა და რაც უკანასკნელ ხანს ხანდახან აკლდა.

"ნაპოლი" აგრეთვე ერთ შეხვედრასს თავის პრიმავერას გუნდთან ჩაატარებს, რათა კატარიდან დაბრუნებულებმა და ტრავმამორჩენილმა რაჰმანიმ სათამაშო რიტმი იგრძნონ. ერთი სიტყვით, გადამწყვეტი ბრძოლებისთვის გადამწყვეტი სამზადისი იწყება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
"ნაპოლი" აგრეთვე ერთ შეხვედრას თავის პრიმავერას გუნდთან ჩაატარებს, რათა კატარიდან დაბრუნებულებმა და ტრავმამორჩენილმა რაჰმანიმ სათამაშო რიტმი იგრძნონ."
სავარაუდოდ ეგ შეხვედრა 29-30ში გაიმართება. დეტალურად გაგვაგებინეთ რა, ამხანაგურის ეგიდით, რომელ გუნდს, როდის შეხვდება და როგორ შევძლოთ მატჩის ნახვა?
სტუმარი
26 დეკემბერი 2022 16:24
0
ხვიჩა ამ პაუზამ მოგვანატრა შენი გოლების აღნიშვნები. აბა შენ იცი, გაგვახსენე. ჯანმრთელობა და წარმატებები !!!
დინამოელი
26 დეკემბერი 2022 09:25
0
ჩემი დადისლაიქებით თუ პრობლემა მოგვარდება, ღმერთმა ქნას ჰეთ-თრიკი დაედოს ხვიჩას ინტერთან მე მაგი არ მეწყინება.დ
გფფ
25 დეკემბერი 2022 15:07
13
უშუალოდ სპალეტის ხელმძღვანელობით ვარჯიში რას ნიშნავს? რა სანამ სპალეტი არ დაადგება თავზე მანამ არ ვარჯიშობს სათანადოთ?
ეეე
25 დეკემბერი 2022 13:09
19
ცუდი ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული ფეხბურთელები ტონუსში იქნებიან და ხვიჩას ორმაგი ძალიახმევა დასჭირდება მათ გასანეიტრალებლად და საერთოდ, ზამთარში შესვენება კუნთების ყველაზე დიდ რეგრესს იწვევს, ვიდრე ზაფხულში, ამიტომაა ყველაზე კარგი შეკრება ჩატარდეს თბილ ქვეყნებში!
ლაშა
25 დეკემბერი 2022 12:12
2
ხვიჩა არ განეკუთვნება იმ ფეხბურთელების კატეგორიას 2-3 ჩავარდნილმა მატჩმა "დაგრუზოს" ის ინტერთან განახორციელებს ორ-სამ დრიბლინგს პასს და სრულ კარტბლანშს შეიქმნის რომ შემდეგ მატჩებში სერია ას მცველებს მის დრიბლინგებზე "გამოცდა" ჩააბარებინოს.
Charley
25 დეკემბერი 2022 12:10
0
ამან თუ ასე ყველა მცირედ შეფერხებაზე ასე ამოვარდა ფორმიდან არაფერი გამოვა.
გფფ
25 დეკემბერი 2022 11:40
25
უბრალოდ თავისი ოპტიმალური ფორმა უნდა დაიბრუნოს. ეს ფრაზა ყველაზე ძაან მომეწონა
1.2.3.4.5.6.
25 დეკემბერი 2022 11:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული