ეს წარმოუდგენელი აღიარებაა. "შეუჩერებელი ქართველი ჯადოქარი" - კვარაცხელია მესისთან ერთად სიმბოლურში

AutoSharing Option
Goal-მა ევროპის სეზონის პირველი ნაწილის სიმბოლურ ნაკრებში "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელ კიმ მინ ჟესთან, თვით ლეო მესისთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად შეიყვანა, რაც, ალბათ, დაგვეთანხმებით, უდიდესი აღიარებაა.

მეკარე: ბრის სამბა (ლანსი)

მცველები: კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კიმ მინ ჟე (ნაპოლი), ვილიამ სალიბა (არსენალი), ჟოაუ კანსელუ (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

თავდამსხმელები: ლეო მესი, ნეიმარი (ორივე პსჟ), ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)

გამოცემამ სიმბოლურის ყველა მოთამაშე დაახასიათა და კვარაცხელიას შესახებ შემდეგი აღნიშნა:

"და
ახლა მივადექით ფეხბურთელს, რომელიც უკვე იყო "სეზონის ტრანსფერის" პრედენდენტი: "ნაპოლის" ქართველი ჯადოქარი კვარაცხელია.

21 წლის მოთამაშემ, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "ნაპოლიმ" ბათუმის "დინამოსგან" სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ შეიძინა, თავის პირველ 17 მატჩში ფენომენალური თამაშის დემონსტრირება მოახდინა და ნეაპოლელთა ხატის დიეგო მარადონას პერეფრაზირებული მეტსახელი "კვარადონა" დაიმსახურა.

ის ახალი თაობის არაორდინალური და არაპროგნოზირებადი გარემარბია და მთელი კონტინენტის მცველებს, მათ შორის ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდს წარმოდგენა არ აქვთ როგორ შეაჩერონ. "ლივერპულის" უკანახაზელს  უმოწყალოდ გაუსწორდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ინგლისური გუნდი 4:1 გაანადგურეს.

"ნაპოლი" უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის შემდეგ პირველად გახდა რამდენიმე ფრონტზე ნამდვილი ლიდერი და ვინაიდან მის შეტევას კვარაცხელია უდგას სათავეში, არ აქვს ზღვარი იმას, თუ რაოდენ შორს შეუძლიათ გავიდნენ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ზედმეტი მოლოდინები გაქვთ აშკარად. ჯობდა რამე ტიტული მოეპოვებინა და მერე ამტყდარიყო ეს აჟიოტაჟი. დამშვიდდით და აცალეთ, ეს შეფასებები ნაადრევია.
30
უბედური საქართველოს ამაყი შვილი ღმერთი გფარავდეს
ზაზა
08:23 26-12-2022
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული