ეს წარმოუდგენელი აღიარებაა. "შეუჩერებელი ქართველი ჯადოქარი" - კვარაცხელია მესისთან ერთად სიმბოლურში

AutoSharing Option
Goal-მა ევროპის სეზონის პირველი ნაწილის სიმბოლურ ნაკრებში "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელ კიმ მინ ჟესთან, თვით ლეო მესისთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად შეიყვანა, რაც, ალბათ, დაგვეთანხმებით, უდიდესი აღიარებაა.

მეკარე: ბრის სამბა (ლანსი)

მცველები: კირან ტრიპიერი (ნიუკასლი), კიმ მინ ჟე (ნაპოლი), ვილიამ სალიბა (არსენალი), ჟოაუ კანსელუ (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

თავდამსხმელები: ლეო მესი, ნეიმარი (ორივე პსჟ), ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)

გამოცემამ სიმბოლურის ყველა მოთამაშე დაახასიათა და კვარაცხელიას შესახებ შემდეგი აღნიშნა:

"და
ახლა მივადექით ფეხბურთელს, რომელიც უკვე იყო "სეზონის ტრანსფერის" პრედენდენტი: "ნაპოლის" ქართველი ჯადოქარი კვარაცხელია.

21 წლის მოთამაშემ, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას "ნაპოლიმ" ბათუმის "დინამოსგან" სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ შეიძინა, თავის პირველ 17 მატჩში ფენომენალური თამაშის დემონსტრირება მოახდინა და ნეაპოლელთა ხატის დიეგო მარადონას პერეფრაზირებული მეტსახელი "კვარადონა" დაიმსახურა.

ის ახალი თაობის არაორდინალური და არაპროგნოზირებადი გარემარბია და მთელი კონტინენტის მცველებს, მათ შორის ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდს წარმოდგენა არ აქვთ როგორ შეაჩერონ. "ლივერპულის" უკანახაზელს  უმოწყალოდ გაუსწორდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ინგლისური გუნდი 4:1 გაანადგურეს.

"ნაპოლი" უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის შემდეგ პირველად გახდა რამდენიმე ფრონტზე ნამდვილი ლიდერი და ვინაიდან მის შეტევას კვარაცხელია უდგას სათავეში, არ აქვს ზღვარი იმას, თუ რაოდენ შორს შეუძლიათ გავიდნენ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ზედმეტი მოლოდინები გაქვთ აშკარად. ჯობდა რამე ტიტული მოეპოვებინა და მერე ამტყდარიყო ეს აჟიოტაჟი. დამშვიდდით და აცალეთ, ეს შეფასებები ნაადრევია.
oto
26 დეკემბერი 2022 09:36
30
რაც ახლაა,იმაზე აფასებენ აფასებენ და რატომაა ნაადრევი?!
სოსო
26 დეკემბერი 2022 11:49
0
oto, შვილო, ასეთი კომენტარი სწორი მისამართით დაწერე. ამჟამად Goal-ს მიწერე, sportall.ge და ჩვენ რა შუაში ვართ?
alexandre
26 დეკემბერი 2022 11:20
0
უბედური საქართველოს ამაყი შვილი ღმერთი გფარავდეს
ზაზა
26 დეკემბერი 2022 08:23
8
კიდევ,კიდევ,კიდევ უფრო დიდი წარმატებები, შენ მაგარო ქართველო!
ბოლო-ბოლო გაიგებს და დააფასებს მსოფლიო ქართულ ნიჭს. სხვა რა გზა ექნებათ რო...
დიდება საქართველოს!
ლევანი
26 დეკემბერი 2022 00:29
0
მბაპეს ადგილზე ხვიჩა და ნეიმარი არიან ესეიგი ამათ ვერ აჯობა მბაპემ
zura222
25 დეკემბერი 2022 22:29
5
ხვიჩა შემტევი ნახევარმცველია და მბაპე თავდამსხმელი
მე-9 ბლოკის თაობა
25 დეკემბერი 2022 23:49
3
აბა ბამპე?
ამო
25 დეკემბერი 2022 20:49
3
მბაპე გამორჩათ?
gia
25 დეკემბერი 2022 20:20
9
ეს ბიჭი კარგად თამაშობს,
თითის წვერებზე დგება,
ამან რომ გოლი შეაგდოს,
ნეტავ ვის დაჰბრალდება?!
ბათუმის დინამოსაგან,სულ რაღაც 10 მილიონად გამოისყიდესო!ნეტავი ის მაინც შეხვედროდათ!
ხვიჩა გიჟივით ვარჯიშობსო!გაგიჟება,ოღონდ ჩვენი,მაშინ ნახეთ,მეტოქეს რომ აიკლებს და მათ დაცვას,ძველებურზე უარესად,თავზე დაიმხობს.
სოსო
25 დეკემბერი 2022 19:22
2
უფრო მაღლა კვარა უნდა იფრინო შენთვის და საქართველოსთვის
giorgi
25 დეკემბერი 2022 18:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული