რევაზ ინჯგიამ "აპოლონი" დატოვა

AutoSharing Option
21 წლის ქართველმა შემტევმა რევაზ ინჯგიამ კვიპროსული "აპოლონი" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

ლიმასოლური გუნდიდან აგრეთვე ერვინ ოგენდა და ევკლიდ კაბრალი წავიდნენ. კლუბმა სამივეს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

ინჯგიამ პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მწვრთნელ ალეკსანდერ ცორნინგერის, სამწვრთნელო შტაბის და გულშემატკივრების მადლობელია და მათ მხარდაჭერას ყოველთვის დააფასებს.

ინჯგია "აპოლონში" 2021 წელს გადავიდა, ამ გუნდში 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, შემდეგ კი იჯარის წესით "დოქსაში" ასპარეზობ
და.

ის ადრე თბილისის "ლოკომოტივის", "რადნიჩკისა" და "თელავის" ღირსებას იცავდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წავიკითხე ეს სტატია და რაში გამოვიყენო ეგ ინფორმაცია ვერაფრით ვერ მივხვდი...
ლაშა-გიორგი
01:45 26-12-2022
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული