სიომინი: კვარაცხელია მარადონას არ ჩამოუვარდება

AutoSharing Option
იტალიაში მყოფმა "ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან საუბარში "ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია დიეგო მარადონას შეადარა.

- ხვიჩას ნეაპოლში მეტსახელი "კვარადონა" აქვს. ეს გადაჭარბება არაა? ხვიჩა კოსმოსში არ გაფრინდება?
- მე ვფიქრობ, არა. ის თავმდაბალი ბიჭია, თავბრუ არ დაეხვევა. კარგი გარემოცვა ჰყავს. მას (მარადონას) არაფრით არ ჩამოუვარდება.

- ხვიჩა მარადონას არ ჩამოუვარდება?
- ფიზიკური მონაცემებით არ ჩამოუვარდება. უფრო ნელა არ გარბის. შესაძლოა, დისტანციაზე უფრო სწრაფადაც კი.

ხვიჩა უფრო მომთმენი გახდა, როდესაც ეუხეშებიან. რუსეთში ყოველი შეჯახების შემდეგ ეცემოდა, იწვა, ექიმს
ელოდებოდა. აქ ყველაფერი შეიცვალა. ბედნიერია. მხიარული სახე აქვს. დავაჟკაცდა, მოძლიერდა. შეჯახებას უძლებს, მასთან შეტაკების მერე მეტოქეები მიფრინავენ, როგორც ოვეჩკინისგან, როდესაც ის ბლოგერებთან ფეხბურთს თამაშობდა. ბედნიერი თვალები აქვს, ლამაზად, კარგად გამოიყურება, კარგად ლაპარაკობს. თავის მიზანს ხედავს.

- რა მიზანი აქვს?
- ჩემი აზრით, უბრალო მიზანი აქვს - ყოველდღე უკეთ და უკეთ ითამაშოს. ჩვენ მოვილაპარაკეთ: თუ ისინი ჩემპიონები გახდებიან, მაშინ ჩვენ ყველანი აქ შევიკრიბებით და ვიზეიმებთ.

როგორ შეიძლება სხვაგან წავიდეს, თუ ნახევარი წლის შემდეგ უკვე მარადონას უტოლებენ. გეთანხმებით, ავანსად, მაგრამ ხალხი მას უკვე ასეთ სიდიადეს უტოლებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
დიდი მადლობა ბატონებო: სოსო და ზურა, სრულებით გეთანხმებით, კარგი ადამიანები ხართ!
ლეო
19:03 28-12-2022
0
დავით67,რა სასტიკად ხარ დაბოღმილი მესიზე, გასაგებია, მარადონისტი ხარ, მაგრამ მხედველობა და იუთუბი ხომ გაქ რო უყურო, ბოლო არგუმენტიც გამოგაცალათ მესიმ მსოფლიოს მოგებით და აღარ იცით როგორ დასკდეთ ბოღმისგან. მესი ყველა დროის საუუეთესოა!
მარადონისტს
14:12 27-12-2022
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული