საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-16 ტურში, სტუმრად ლიდერ "ჰავრთან" წაგებულ მატჩში (0:1), "ბორდოს" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.
შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, 25-ათასიანი სტადიონი "ოკეანე" პირთამდე გაივსო და მე-9 წუთზე მასპინძლები რიჩარდსონმა დააწინაურა. ამის შემდეგ სტუმრებს და მათ შორის დავითაშვილს მომენტები ჰქონდათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "ჰავრი" 67-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, მაგრამ საპასუხო გოლი ვერ გაიტანეს.
"ბორდო" "ჰავრს" 7 ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილი "სოშოს" დაუთმო, რომელიც ჟირონდელებს 2 ქულით უსწრებს და რომელსაც 30 დეკემბერს უმასპინძლებს.
ზურიკომ ჩემპიონატის 7 მატჩში
1 გოლი გაიტანა.