ზურიკომ ბრწყინვალე გოლი გაიტანა - კაცნაკლულმა "ბორდომ" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-17 ტურში საკუთარ მოედანზე "სოშოსთან" მოგებულ მატჩში (2:1) გამოიჩინა თავი.

გასულ ტურში სტუმრად ლიდერ "ჰავრთან" დამარცხების შემდეგ (0:1), "ბორდომ" მეორე ადგილი "სოშოს" დაუთმო და ამდენად, დღევანდელ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლები 30-ე წუთზე მაჯამ დააწინაურა, 32-ე წუთზე კი დავითაშვილმა დრიბლინგის შემდეგ მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და ლამაზი გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 9 მატჩში 2 გოლია. შესვენების შემდეგ "სოშო" უპირატესობას დაეუფლა და კანუტემ ანგარიში შეამცირა. 68-ე წუთზე მწვრთნელმა ზურიკო დელორე-შობეთი შეცვალა, რომელიც
მოედანზე შესვლიდან 6 წუთში მსაჯმა უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, თუმცა ბორდოელებმა მეტოქის შტურმს გაუძლეს და გაიმარჯვეს.

ჟირონდული გუნდი 31 ქულით მეორე პოზიციაზეა და 10 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე "კაენს" დაუპირისპირდება, ხოლო იქამდე, 7 იანვარს თასზე "რენს" უმასპინძლებს, რომელიც ლიგა 1-ში მე-4 ადგილზეა.

ბორდო. "მატმიუტ-ატლანტიკი"
ბორდო - სოშო 2:1
გოლები: 1:0 მაჯა (30), 2:0 დავითაშვილი (32), 2:1 კანუტე (59)
გაძევება: დელორე-შობე (74)

მკითხველის კომენტარები / 16 /
მაგარი გოლი შეაგდო, ეს თუ ბოლომდე გაიხსნა კვარას აჯობებს და მგონია რაღაც ან ვიღაც უშლის ხელს სულ. დაძაბული მეჩვენება და უნდა დაიკიდოს ყველაფერი და მიაწვეს თავხედათ თამაშის თავზე აღებას,როგორც მამამისმა თქვა ტელევიზიით. აი ზუსტად ეგაა ფორმულა წარმატების
გია
01 იანვარი 2023 20:49
5
ხვიჩა ჯერ არც ვიცოდი ვინ იყო, ზურიკოზე რომ ამბობდნენ, სასწაულად ნიჭიერიაო. რთული გზა ერგო, მაგრამმე მჯერა ამ ბიჭის, იმიტომ რომ მშრომელია, ხვიჩასავით.
წარმატებები ზურიკო, შენ და ყველა ქართველს!
ლევანი
01 იანვარი 2023 16:52
3
სასწრაფოდ ნაკრებში
9 თამაშში 2 გოლი ძალიან ბევრია
ყარაულ!!!
Gio
01 იანვარი 2023 11:39
9
რით ვერ ისწავლეთ სელიკიას ბიჭოს ნაცვლად, სევლი კიკას ბიჭო უნდა თქვა..ბიჯოს! არ დამღალეს ამ ხნის კაცი..
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
01 იანვარი 2023 08:44
6
ზურიკო შენ რთული გზა გერგო და თუ გაივლი კაცი ვერ გაჯობებს
უვიცი
31 დეკემბერი 2022 23:45
1
კარგ ხასიათზე, რომ დაგაყენებს ისეთი ამბავია. წარმატებები ყველა მშრომელ ადამიანს.
Franken
31 დეკემბერი 2022 19:55
0
ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=9xhrcjxjssA
ქ. გ.
31 დეკემბერი 2022 18:52
0
ქართულად ჩაუტარა. სანდა საღოოლ :) მაგარია ქართული ტექნიკა.
odala
31 დეკემბერი 2022 14:08
0
ნაპოლიმ წაიყვანოს ! ლოსანოს საკითხი თითქმის გადაწყვეტილია რომ მიდის გუნდიდან და ზურიკო რომ წაიყვანონ მერე ნახავენ ხვიჩასთან ერთად რა შოუებს დადგამენ ! თანაც ძალიან იაფად შეუძლიათ რომ წაიყვანონ
zura222
31 დეკემბერი 2022 12:58
3
…მაგარი შეაგდო!!!
დათო
31 დეკემბერი 2022 12:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული