"კვარაცხელიას ისეთივე გავლენა აქვს, როგორც რონალდოს" - მორატიმ ხვიჩა ბრაზილიელს შეადარა და წარმატება უსურვა

AutoSharing Option
4 იანვარს სერია A განახლდება და თანაც რა მატჩით - "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრება და ბოლო ორ სპარინგში წაგების შემდეგ, შეეცდება დაამტკიცოს, რომ კვლავაც სკუდეტოს მოგების მთავარი პრეტენდენტია. მომავალი დიდი შეხვედრის წინ რადიო Punto Nuovo-ს ეთერში "ნერაძურის" ყოფილმა პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა მასიმო მორატიმ ისაუბრა და ნეაპოლური გუნდის შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ისევ შეაქო:

"ეს დაპირისპირება "ინტერისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე "ნაპოლისთვის" - "აძურისთვის" დიდი ზეწოლაა, ვინაიდან უნდა გაირკვეს, ჩემპიონატის პაუზის შემდეგ ისეთივე მრისხანეა თუ არა, როგორც სეზონის პირველ ნახევარში. თუ "ინტერი" დამარცხდება,
საჩემპიონო რბოლას გამოეთიშება.

"კვარა" რონალდოსავით ფენომენია? ისინი სხვადასხვა სტილის ფეხბურთელები არიან, თუმცა გუნდის თამაშზე ერთნაირი გავლენა აქვთ. ბრაზილიელი აქ როდესაც ჩამოვიდა, უკვე ცნობილი ფეხბურთელი იყო. ქართველს კარიერაში ისეთივე წარმატებას ვუსურვებ. მისი ტალანტი "ნაპოლის" გამარჯვებაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს.

სპალეტიმ გვაჩვენა, რომ განსაკუთრებული უნარების მქონეა, რასაც შედეგებით ამტკიცებს. "ნაპოლიმ" ტრანსფერებზე დიდი ფული არ დახარჯა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები შეიძინა. მთავარი საფრთხე მილანელთათვის? ქართველი და ოსიმენი... ორი ფეხბურთელია, რომელთაც ამ შეხვედრაში ყველაფრის გადაწყვეტა შეუძლიათ.

თუ "ინტერმა" მარცხი განიცადა, ოქროს მედლებისთვის ბრძოლას ჩამოსცილდება და მე შემდეგ აბსოლუტურად ვუჭერ მხარს "ნაპოლის", რამეთუ ფეხბურთს ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო ნორმალურ სიტუაციაში ჩააყენებს. ამის შემდგომი აუცილებლობა არსებობს და ეს ჩვენს ფეხბურთს ჩვეულ კალაპოტში დააბრუნებს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ჩვენს ვარკვლავს!!! უფალი ფარავდეს!!! წინ და წინ გამარჯვებებით!!!
გულშემატკივარი
15:10 03-01-2023
1
ქართველი და ოსი-მენი არიან ყველაზე საშიშებიო ! თავის დროზე ჩვენმა დინამომ რომ მოუგო ინტერს მაშინაც ქართველი და ოსი იყვნენ ყველაზესაშიშები მაგათთვის--ყიფიანი და გუცაევი !! )))
zura222
14:30 03-01-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული