"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა. მატჩი "ნერაძურის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 76 წუთი გაატარა.

პირველ ნახევარში ბურთს უფრო ხშირად "ნაპოლი" ფლობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფრთიდან რამდენჯერმე გამწვავება სცადა, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდი ქართველს ყურადღებით მეურვეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ "კვარას" წინააღმდეგ "ნერაძურის" მცველებმა არაერთხელ იუხეშეს.

გოლის გატანის რეალური შანსი მატეო დარმიანს მიეცა, "ინტერის" გამოცდილი მცველი მერეტთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში "ნერაძური" კიდევ უფრო გააქტიურდა. 56-ე წუთზე ფედერიკო დიმარკოს ზუსტი ჩაწოდების შემდეგ
ედინ ჯეკომ მატჩის ანგარიში გახსნა. "პარტენოპეიმ" მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილან შკრინიარი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი კარში დაარტყა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 76-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში ელიფ ელმასი ჩაერთო.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

"ინტერი" 33 ქულით ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. "ნერაძური" 7 იანვარს "მონცას" ესტუმრება.

მილანი. "სან სირო"

ინტერი - ნაპოლი 1:0

გოლი: 1:0 ჯეკო (56)

alt"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 77 /
ნაპოლი შეიძლება გახდეს ჩემპიონი რაც ძალიან გვინდა მაგრამ უეჭველი გახდებაო საიდან იძახით. ოსიმენი რო ოსიმენია ეგეც ბოლოს მოიხოდა ცოტა და დანარჩენი ტოპ ი რომელია? ლობოტკა ზელინსკი და ანგისა? შარშან რო მეტქვა ეგენი ტოპები არიანო გაგეცინებოდათ. არ ყავს ნაპოლის რეალურად საჩემპიონო გუნდი. ერთადერთი კვარა თუ მართლა აღმოჩნდება სასწაული ის მოაგებინებს. კვარას კიდე იმხელა პასუხისმგებლობა დააკისრა საქართველომ რო აწი ან უეჭველი უნდა აჯობოს მესის თუ არადა ფარჩაკიაო ყველა იტყვის.არ აცადეს კაცს საქმის კეთება ეხლა აკიდეს პასუხიამგებლობა რომელიც მაშინ უნდა აეღო როცა გვეცოდინებოდა რო კვარა მართლა სასწაულია
ბათკა
05 იანვარი 2023 12:21
4
აუუუ ეს სალხი მაჩვენა მოედანზე , მაინტერესებს რას იზავდნენ.... ბიჭოოოოო ჯერ თქვენი გაგორებული ბურთი გვაძჩვენეთ და მერე წერეთ სისულელეები.... ან არ გცხვენიათ?! ან არ არ დაიღალეთ? რა უბედურება გვჭირს ქართველებს.... აცადეთ ბიჭს ფეხბურთის თამაში რა......
alex
05 იანვარი 2023 12:04
0
საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს ინტერი და ფიორენტინა ჯარიმების ხარჯზე და რთულია ვინმეს გაცდე მთლიანად ნაპოლის არ წაუვიდა თამაში კვარა კი მარტო ვერ მოიგებს ესეთ თამაშებს და რა ქნას მომდევნოზე გაიბრწყინებს და აგერ ნახავთ...
Rt
05 იანვარი 2023 11:03
0
ეს ფეხბურთია მათემატიკა კი არა, სულ პატარა ყურის ქავილმა შეიძლება ამოგაგდოს თამაშიდან და ამ კაცს ტაც გუშინ ურტყეს და პასუხისმვებლობა აჰკიდეს, რატომ თხოვთ სასწაულება სულ? საერთოდ არანაირი პრობლემა არაა გუშინდელი თამაში, არაფერი არ გაუფუჭებია, ავტო გოლი გაიტანა თუ რა? რაზე აკრიტიკებთ? მიდი ხვიჩა დაიკიდე ეს უაზრო კომენტარები, მარა ერთში მართალია ზოგს ვეთანხმები, ეს პაგრიარქის საქვეყნო მილოცვები, ეროვნული გმირის ტვირთის ძალაუნებური აკიდება და ნახევარი საქართველოს მასპინძლობა ნაპოლიში უშედეგოდ არ ჩაივლის, უამრავ ტვირთსაც ნიშნავს ძალაუნებურად, ის სიხალისე და თავმდაბლობა, სიმსუბუქე ხელოვნურად არ იქცეს. თავი აარიდე როგორმე ამ გავლენებს, ამ არველაძეებს, ქართულ გადაცემებს, უთავმოყვარეო მედროვეებს, სტუმრებს და ასე.შ ყველასთვის ვერ იქნები შენ ერთდროულად ყველაფერი. შენი ხელფასის ზრდაზე რომ სხვა ნერვიულობს და მერე რომ გაკრიტიკებენ, გაგიჟდები კაცი, არ უსმინო არავის, მთავარია იცოდე, რომ ყველას გვესმის ვისაც უნდა გაგება, რომ უკვე მაგარი ხარ და დიდი მომავალი გაქვს, თუ საკუთარ თავს უერთგულე. წარმატებები
კაპიტან გარდენბურგი
05 იანვარი 2023 10:50
3
რა გჭირთ ხალხო რა კომენტარებია? ერთ დღეს აღმერთებთ და მეორე დღეს ერთი წაგების გამო მიწაში დებთ? არც გუნდი და არც ხვიჩა არაა ფორმაში ფაქტია, მაგრამ ესაა საკმაირისი მიზეზი ასეთი აგრესიისთვის?
იტალიაა, ურთულესი ჩემპიონატია, ატლეტური, ხშირად უხეში თამაშია - მიჩვევა უნდა ამ ყველაფერს მათ შორის ფსიქოლოგიურად. პირიქით გამხნევება უნდა ხვიჩას და არა შაურმებზე ლაპარაკი. მის შეყვარებულზე ასეთი საუბრები კიდე საერთოდ სამარცხვინოა....

gogi
05 იანვარი 2023 10:36
3
ე.ი. გავერთე კომენტარებზე. რამდენის მადლი მოისხეს ხვიჩამ და ნაპოლიმ ამ წაგებით. :))
როგორც ნეხვის ხოჭოები გამოძვრებიან ფუნადან კმაყოფილები და გამაძღარები, ისე გამოეფინენ შეუმდგარი პიროვნებები და ხვიჩას აკრიტიკებენ გახარებულები. :)
გოგია
05 იანვარი 2023 09:11
3
კარგი სახელი უწოდეთ. მე ხავსმოდებულ ნაფტალინიანებს ვეძახ. დიდი ხანი რომ ელოდნენ ამ წაგებას და ობი მოეკიდათ ტვინებზე
!!
05 იანვარი 2023 10:39
2
ეგ იცის ამ პოლიტ ნაგვებზე აყოლამ.
თავგზა აუბნიეს.
პატრიარქის მილოცვები, ტაძარში მოლოცვები და ინტერნეტში გამოდებები.
ჩემი რჩევაა. დაანებე თავი ქართულ სივრცეს საერთოდ. ჩამოდი მარტო ნაკრების თამაშებზე და ისიც კონტაქტი არავისთან.
ამათ მარტო თავისი პიარისთვის ჭირდები , შენ სულ ფეხებზე კიდიხარ
las
05 იანვარი 2023 08:41
23
რა საცოდავი ხარ გვერდიდან შეგახედა ნეტავ შენ თავისთვის,არაფერი გეშველებათ არა რაა.
las-ს
05 იანვარი 2023 13:05
6
100%
კაპიტან გარდენბურგი
05 იანვარი 2023 10:36
9
ყველა გამოხმაურება
კვარა მალე იმაზე უკეთესი იქნება ვიდრე იყო, ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვერ ითამაშებს ვერც გუნდი და ვერცერთი ფეხბურთელი. კვარა ნამდვილი გულშემატკივარი შენს გვერდით ვართ და ვიქნებით მომავალშიც, რადგან ჩვენ ერთი თამაშით არ ვსაზღვრავთ შენს ნიჭს და შრომისმოყვარეობას, შენ აუცილებლად ითამაშებ დიდ ფეხბურთს.
გია
05 იანვარი 2023 08:35
2
თამაში წააგო სპალეტიმ. მოიგო ინძაგიმ და მსაჯმა. ველოდები ჩვენი ბრილიანტის გაბრწყინებას.
100%
05 იანვარი 2023 07:59
1
ხვიჩას წინააღმდეგ კარგი დაცვა და მობილიზებული გუნდი იყო.ბურთს ვერ ღებულობდა ისე აჯდნენ ფეხებზე.ამ დროს მარჯვენა ფლანგი უფრო გახსნილი იყო და იქედან უნდა ემოქმედათ.სპალეტის მგონი ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა,მაგრამ მთლიანად გუნდმა ვერ ითამაშა თუ არ ათამაშეს.
არა უშავს. ხვიჩას ორი თვეა ოფიციალური მატჩი არ უთამაშია.კიდევ კარგად გამოიყურებოდა დაძაბული მატჩის ფონზე.
ჯუჯი
05 იანვარი 2023 05:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული