
მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო. მართალია, ბურთს უფრო ხშირად "პარტენოპეი" ფლობს, თუმცა რეალური საგოლე მომენტი "ნერაძურიმ" შექმნა.
"ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას მატეო დარმიანი მეურვეობს. ქართველმა მარცხენა ფრთიდან რამდენჯერმე გამწვავება სცადა, თუმცა სიმონე ინძაგის გუნდი "კვარას" წინააღმდეგ განსაკუთრებით ყურადღებით თამაშობს.
პირველ ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი მატეო დარმიანს ჰქონდა, 26-ე წუთზე ედინ ჯეკომ იტალიელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა გამოცდილი მცველის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.
წინ დაძაბული მეორე ნახევარი გველოდება...