"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა. მატჩი "ნერაძურის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 76 წუთი გაატარა.

პირველ ნახევარში ბურთს უფრო ხშირად "ნაპოლი" ფლობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფრთიდან რამდენჯერმე გამწვავება სცადა, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდი ქართველს ყურადღებით მეურვეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ "კვარას" წინააღმდეგ "ნერაძურის" მცველებმა არაერთხელ იუხეშეს.

გოლის გატანის რეალური შანსი მატეო დარმიანს მიეცა, "ინტერის" გამოცდილი მცველი მერეტთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში "ნერაძური" კიდევ უფრო გააქტიურდა. 56-ე წუთზე ფედერიკო დიმარკოს ზუსტი ჩაწოდების შემდეგ
ედინ ჯეკომ მატჩის ანგარიში გახსნა. "პარტენოპეიმ" მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილან შკრინიარი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი კარში დაარტყა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 76-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში ელიფ ელმასი ჩაერთო.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

"ინტერი" 33 ქულით ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. "ნერაძური" 7 იანვარს "მონცას" ესტუმრება.

მილანი. "სან სირო"

ინტერი - ნაპოლი 1:0

გოლი: 1:0 ჯეკო (56)

alt"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 77 /
აქ რომ კომენტარები წავიკითხე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ყველაფერჩიკები არათუ ფეხბურთის აზრზე არ არიან, საერთოდ ფეხბურთიც არ უთამაშიათ. ყველაზე არ ვამბობ რა თქმა უნდა. ამ ეგრეთწოდებულ კრიტიკოსებს უხარიათ როდესაც ხვიჩას თამაში არ გამოუვა. თვითონ სულ ჭამა და ხეთქვაზე ფიქრობენ და ასე ჰგონიათ რომ ხვიჩაც ასე იქცევა.ზოგმა საცოლეც დაუწუნა,რა დროს ცოლიაო. ვინ გეკითხებათ, რა თქვენი ერთი ადგილის საქმეა. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს,ერთ ორჯერ ისე მწარედ ჩაარტყეს ფეხებში რომ თუ ადგებოდა არ მეგონა, ვფიქრობ ცოტა შიშმაც იმოქმედა თამაშის ხარისხზეც. ეს მსაჯი სუფთა იდიოტი იყო გაფრთხილებაც არ მისცა მჩეხავებს. ბევრ მსაჯზე კატარში ჩატარებულმა ჩემპიონატმა იმოქმედა, მანდ ხომ ყვითელი ბარათები ჩაკერებული ჰქონდათ შორტებში! არაუშავს რომ წააგეს, შემდეგ თამაშზე უფრო მობილიზირებული გამოვლენ. წაუგებლად 2004 ში თუ 2005ში არსენალმა ჩაატარა ჩემპიონატი წაუგებლად. მეტი შემთხვევა არ მახსოვს. ასე რომ ზოგიერთის გულის გასახეთქად ხვიჩა ისევ ათამაშდება და გაგამწარებთ! ხო კიდევ ვიღაცას ისიც მოეწონა აქ პრეზერვატივზე რომ მისი ფოტო დაახატეს, ვიღაც უჯიშოებმა, შეიძინეთ და თავზე ჩამოიცვით
დავით 67
05 იანვარი 2023 04:25
3
კლავიატურის ვირტუოზი ხარ..
დავით67-ს
05 იანვარი 2023 10:45
7
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.”
ავჭალიდან
05 იანვარი 2023 03:57
2
მშრალი გავიდა კაცი მოედნიდან, არც კი გაოფლიანებულა. თითქოს ძალით არ უტევდა. რა დროს ცოლია შე კაი კაცო, დაგვისკდა გულები. არც ისეთი ტრავმა გქონია ესე რომ გეთამაშა ეხლა. სადაა მოგების ჟინი, სხვა ქვეყანაში ხომ არ დატოვე, დაანებე ყველას თავი გთხოვთ
?
05 იანვარი 2023 03:17
16
დაღუპავს ის ვიღაცა უეჭველი.ვარჯიში და დასვენება წინსვლისვლისთვის აუცილებელი,ეტყობა ამის საშუალებას არ აძლევს.გართობა და მოგზაურობა დღის წესრიგი კვარაცხელიასი
sosi
05 იანვარი 2023 02:54
31
ამას ჯობდა დანა გამოგესვა ყველა შენი გულშემატკივრისთვის. ბევრი გართობა მავნეა ძმაო, თან როცა 3 მილიონი კაცი შენ თამაშს ელოდება საათობრივად. მგონი ყველაზე მთავარი - სისწრაფე დამონდომება დაკარგე და იმედია დროებით
შენ საქართველო გიყურებს მუდამ
05 იანვარი 2023 02:50
38
რა შუაშია გართობა, უგადატვირთულესი გრაფიკის მერე ტრავმა ქონდა ბიჭს და ვარჯიში კიარა სირბილიც არ შეიძლებოდა, რაც ნებართვა მისცეს იმის მერე ვარჯიშობს. აცადეთ, ჯერ რამოდენიმე კვირაა ვარჯიშობს
რა მაფიაა?
05 იანვარი 2023 05:50
2
ფეხბურთის გაგებაში თუ იყოთ რა.. ხანდახან მგონია რომ ესეთი უტვინო/უცოდინარი ვერ იქნება ამდენი ქართველი ქომაგი მარა ჰა. გუნდმა ვერ ითამშა, კვარას აშკარად ეტყობა მონდომება, ფორმაში მალე შევა. ორჯერ ისე მწარედ ჩაარტყეს გული გამისკდა, მეორეჯერ საერთოდ ჯარიმა არ დანიშნეს. თუ ოდნავ მაინც გესმის ფეხბურთი ნახავდი კაცი რომ მეორე ტაიმში მარჯვენა ფლანგი დაითვირთა და კვარა დაცვას ხშირად ეხმარებოდა. მოკლოდ აზრი არ აქვს ამის წერას მაინც იგივე საოცრებებს დაწერთ. კვარა იმეფებს ორ სამ თამაშში მთავრია უ ტ რ ა მ ვ ო ბ ა!

კვარა წინ!
Me ar var Roboti
05 იანვარი 2023 05:42
1
ხვიჩა არა კვახი ერთი ფინტი იცის მარტო,სწორ ადგილას დაახატა ანანია გაჩეჩილაძემ!!
რეალისტი
05 იანვარი 2023 02:48
50
რეალისტი კი არა ლიბერალისტი ხარ!!!
05 იანვარი 2023 03:13
7
ესე იცის ბევრმა გართობამ და მოგზაურობებმა და კიდევ ცოლი მინდა გრამიტონმა. სისწრაფე სადღა დაკარგე შე კაი კაცო, რაკეტასავით იყავი. დაანებე ყველას და ყველაფერს თავი და რისთვისაც ხარ დაბადებული ის საქმე გააგრძელე. მთელ ქვეყანას გულები აქვს დასიებული. ბეემვეს რომ იყიდიან ზოგიერთი ფეხბურთელები და მერე ამით რომ ამთავრებენ კარიერას მაგათ ნუ დაემსგავსები. ფაქტიურად ერის სიამაყე ხარ და სად გააქრე ან ჟილკა და ან სისწრაფე ჯიგარო?
სიმართლე
05 იანვარი 2023 02:46
25
ერთი წაგებული თამაშით ეგ დასკვნა გამოიტანე? ერთი სული გქონდა წაეგო და გელანძღა ხო? სხვა გუნდები არ აგებენ? ყველა თამაშში ყველა ფეხბურთელი მაგარ ფორმაშია?
ამის მერე შენი გულშეატკივრობა ვის რაში ჭირსება.
ბოღმაა ვერ იკავებთ , წაგების დროს მხარს არ უჭერთ, ვის რაში ჭირდებით საერთოდ.
მოგების მერე აქ რომ შემოვალ ისევ აყიჟინებული რომ დამხვდებით ამას ეძახით გულშეატკივრობას?
არ შემიძლია ეს პრიმიტიული მიდგომები
!!
05 იანვარი 2023 03:32
3
ნუ შეჭამთ ეხლა მაგ ბიჭს. იტალიაში თამაშობენ მსოფლიოში უძლიერეს დაცვას. კარგია რო მანდ არი. ისწავლის როგკრ გაუმკლავდეს. ნაკრებში რო ჩამოვა გაუადვილდება სხვებთან. ყველა თამაშს ერთ დინეზე ვერ ითამაშებს კიდე. არაა ადვილი. კიდე ისა რო მართლა არი ფორმაში შესასვლელი. ვაცადოთ . რა ყველაფერი ერთბაშად გვინდა
ZAZA
05 იანვარი 2023 02:42
7
ესე როგორ გათიშა ინძაგიმ, რომ თამაშის დილიხორი დაუკარგა ხვიჩას და არც ცდილობდა მგონი არაფერს. ქვეყანა შენ შემოგცქერის კაი კაცო და ნუ ჩაუმწარებ ყველაფერს. ესე მგონია ფეხბურთის გარდა ყველაფერზე ხარ გადართული, დაანებე ყველაფერს თავი, მთელი ერი შენ შემოგყურებს, რა დროს საცოლეებია, არსად არავინ გაგექცევა, სიყვარულიდა სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია ყოველთვის და წყალში ნუ ჩაყრი რა დიდი შრომით მოიპოვე. თავი უნდა გადადო ბოლომდე
ეს რა უბედურება დაგვეცა თავზე
05 იანვარი 2023 02:34
17
უკვე სიძულვილით და ღვარძლით სავსე კომენტარს უწერ და აწი ვის რაში ჭირდება შენი გულშემატკივარობა და გოლების დროს ღრიალი.
ეგ ხართ ზუსტად ქართველები.
არც გულშემატკივრობა იცით და არც მხარდაჭერა
!!
05 იანვარი 2023 03:35
1
რამდენი შურიანი ნაბიცვარი ხართ და მაგიტომაცაა ჩვენი ქვეყანა რომ აშენებულია და ყვავის.
ეჰჰ
05 იანვარი 2023 02:33
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული