"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა. მატჩი "ნერაძურის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 76 წუთი გაატარა.

პირველ ნახევარში ბურთს უფრო ხშირად "ნაპოლი" ფლობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფრთიდან რამდენჯერმე გამწვავება სცადა, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდი ქართველს ყურადღებით მეურვეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ "კვარას" წინააღმდეგ "ნერაძურის" მცველებმა არაერთხელ იუხეშეს.

გოლის გატანის რეალური შანსი მატეო დარმიანს მიეცა, "ინტერის" გამოცდილი მცველი მერეტთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში "ნერაძური" კიდევ უფრო გააქტიურდა. 56-ე წუთზე ფედერიკო დიმარკოს ზუსტი ჩაწოდების შემდეგ
ედინ ჯეკომ მატჩის ანგარიში გახსნა. "პარტენოპეიმ" მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილან შკრინიარი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი კარში დაარტყა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 76-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში ელიფ ელმასი ჩაერთო.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

"ინტერი" 33 ქულით ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. "ნერაძური" 7 იანვარს "მონცას" ესტუმრება.

მილანი. "სან სირო"

ინტერი - ნაპოლი 1:0

გოლი: 1:0 ჯეკო (56)

alt"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 77 /
კვარაა ვერაა სათანადო ფორმაში, ამასთან რომ ამბობენ კვარამ ძალიან სუსტად ითამაშაო ეს ვისი დამსახურება იყო? უმგარესი დაცვა ითამაშა დღეს ინტერმა, რამდენჯერაც აჩქარდა კვარა გაგრძელება არ იყო ფაქტიურად წინ და იძულებული იყო უკან მიეცა პასი. მთლიანად ინტერმა მაგრად იმუშავა დაცვაში და ესაა მთავარი მიზეზი რის გამოც კვარამ ვერაფერი გააკეთა. ინტერი ის გუნდია ისე ცნობისთვის ბარსა რომ ჩატოვა ჯგუფში და შემადგნელობა ძალიან მაგარი ჰყავს. ანგისა და ზელენსკიმ ღირებული საერთოდ ვერაფერი გააკეთეს. შეტევა სუსტი იყო ძალიან. ადრე თუ გვიან წააგებდა ნაპოლი, ეხლა მთავარი სწორი დასკვნები გამოიტანონ ამ თამაშიდან! ორ ეპიზოდში კვარამ კარგად ითამაშა მაგრამ ბევრ ეპიზოდში ვერა!
zaza
05 იანვარი 2023 02:19
0
სიმულაციებს უნდა დაანებოს თავი. გასაგებია ურტყავენ ფეხებში მაგრამ ზედმეტად აფორმებს. ამ თამაშში თითქოს მონდომება აკლდა და შეშინებული თამაშობდა. ამოსაქაჩი აქვს მაგარი. თავის თავზე როგორც იცის უნდა იმუშავოს მაგრად. ჯილკა აკლდა ჟილკააააააააააა
gori
05 იანვარი 2023 02:19
12
ეს წაგება ნაპოლის ისე სჭირდებოდა როგორც არგენტინას საუდის არაბეთთან, განახლება და და ახალი მუხტია საჭირო, ეგ არაფერი სხვებიც დაკარგავენ ქულებს აგერ ლაციომაც წააგო, ვერც ატალანტამ მოიგო, იუვესაც ყარაულის თოფივით გაუვარდა, ხვიჩას კიდევ როცა საჭიროა პასს არ აძლევენ, არაფერია ხვიჩა ყველა გგულშემატკივრობთ... მალე ძველ ხვიჩას ვიხილავთ.
დათო
05 იანვარი 2023 02:03
3
პირველი წრის ორივე საოცრება ჩემთვის ნაპოლიში: კვარა და ზამბო ანგისა, ორივე იყო უსუსტესი დღეს და ძირითადად მაგ ორი კაცის ცუდი თამაში იყო რამაც ინტერის უპირატესობა განაპირობა
უვიცი
05 იანვარი 2023 02:03
14
ინტერი ყოველთვის ასეთი ყასბებით დაკომპლექტებული გუნდია ... კვარა წარმატებები დარწმუნებული ვარ ყველაფერს შეძლებ რასაც მოინდომებ ... ❤️
bejo
05 იანვარი 2023 02:00
1
ნახუი სკამზე, ელმასი შამააგდე სპალეტ
კვარავაჯო
05 იანვარი 2023 01:59
32
ნაპოლი ძალიან ცუდ ფორმაშია, ინტერის ყველა შეტევა ნაპოლის მცველების შეცდომა იყო, ბურთი ვერ ამოიტანეს, ანგისა რას თამაშობს თვითონ არ იცის, ცენტრი დაკარგეს. ეს ინძაგი მოურინიოს ასლია უკეთესი ფეხბურთელებით, მსაჯი ინტერს რომ ეხმარებოდა მემგონი მარტო მე არ დამინახავს, ხვიჩაც ბოლომდე ვერაა თავის ფორმაში, მაგრამ როგორც სეზონის დასაწყისში აქაც პასს არ აძლევენ როცა სჭიროა, სპალეტის ის მაკვირვებს რომ ხვიჩა შეცვალა, ვისაც რაღაცის გაკეთება შეუძლია. ეს პოლიტანო საერთოდ გუნდიდან გასაგდებია ხელების შლის მეტს არაფერს აკეთებს. ვნახოთ ნაპოლი რას იზამს, ფაქტი ერთია ხვიჩას უკეთეს კოლექტივში გადასვლას ვუსურვებ სადაც გუნდელები უფრო დააფასებენ.
დათო
05 იანვარი 2023 01:58
5
ჩაესვენა ამის მზე, დედაააა სამარგალოს ვაი ვიშს აწი რა გაუძლეეეებს:)))))))
:)
05 იანვარი 2023 01:55
61
წამოყო თავი კიდევ ერთმა ხავსმოდებულმა ნაფტალინიანმა.
საკუთარი წარუმატებლობის და უბედური ცხოვრების შვებას გრძნობთ ალბათ და იმიტომ მოგედოთ მალამოსავით ნაპოლის პირველი წაგება :დ
ყველა თავის სიმცირეს როგორ ამჟღავნებს
!!
05 იანვარი 2023 02:27
2
Shen is ara xar kaco, adre rom mekared tamashobdi ert-ert gundshi da megrelebma bevri egretsodebuli burtebi gtenes mundshi.
Messi
05 იანვარი 2023 02:21
1
ყველა გამოხმაურება
არაუშავს,მთელი სეზონი წინ არის.
იმდენი რამე დაგიწერიათ აქ ერთი შენგელიასაც დაუთმეთ ყურადღება,ორი საგოლე გადაცემა გააკეთა ელადაში...
MARGALONA
05 იანვარი 2023 01:53
0
სპალეტის მგონი დაემართა უს რისიც მეშინოდა, კვარას ხიბლში ჩავარდა. არადა სეზონის სტარტზე მისი მოზომილი დამოკიდებულება ბევრად მომწონდა, ახალგაზრდა ფეხბურთელის ზრდას უფრო ადგება მსგავსი დამოკიდებულება, უნდა შეეცვალა მანამ სანამ უკმაყოფილობის საბაბი დარჩებოდა ფეხბურთელს და რწმენას დაკარგავს თავის თავისას
უვიცი
05 იანვარი 2023 01:48
18
თამაში ვის არ წაუგია, მთავარია სწორი დასკვნები დროულად, აქ ერთი პრობლემაა, ადამიანი რაც უფრო სწრაფად აყავთ ზემოთ, ისევე სწრაფად დაანარცხებენ ძირს,ეგაა საშიში, ზედმეტად დიდი მოლოდინების შექმნა, ზედმეტად დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ამიტომ ჯობია ნელნელა ეტაპობრივად ზრდა და მოზომილი დამოკიდებულება და თავის დამკვიდრება ამის ფონზე, მეტად ჯობია ჩემი აზრით. თამაშები ჩაუგდიათ კი არა, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები დადიოდნენ ნახევარი სეზონები, მაგრამ იმათ აცლიდნენ და ელოდებოდნენ, ხვიჩას და ქართველს ვინ აცლის მაგდენს...
უვიცი
05 იანვარი 2023 02:01
1
კაი რა თუ ძმა ხარ,ერთი თამაში რომელ გრანდს არ წაუგია სეზონზე?...
ბაჩი
05 იანვარი 2023 01:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული