"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" ესტუმრა. მატჩი "ნერაძურის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 76 წუთი გაატარა.

პირველ ნახევარში ბურთს უფრო ხშირად "ნაპოლი" ფლობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფრთიდან რამდენჯერმე გამწვავება სცადა, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდი ქართველს ყურადღებით მეურვეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ "კვარას" წინააღმდეგ "ნერაძურის" მცველებმა არაერთხელ იუხეშეს.

გოლის გატანის რეალური შანსი მატეო დარმიანს მიეცა, "ინტერის" გამოცდილი მცველი მერეტთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა გატანა ვერ შეძლო.

მეორე ტაიმში "ნერაძური" კიდევ უფრო გააქტიურდა. 56-ე წუთზე ფედერიკო დიმარკოს ზუსტი ჩაწოდების შემდეგ
ედინ ჯეკომ მატჩის ანგარიში გახსნა. "პარტენოპეიმ" მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილან შკრინიარი ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და ბურთი კარში დაარტყა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი 76-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში ელიფ ელმასი ჩაერთო.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

"ინტერი" 33 ქულით ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. "ნერაძური" 7 იანვარს "მონცას" ესტუმრება.

მილანი. "სან სირო"

ინტერი - ნაპოლი 1:0

გოლი: 1:0 ჯეკო (56)

alt"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 77 /
წაგებული თამაშის მერე როგორ გახდება ყველა ეგრევე პროფესორი.
ტრავმის მერე რომ ფეხბურთელი ფორმაში არ იყოს ეგ რატომ არის ამხელა პანიკის ასატეხი?
ორჯერ უმძიმეს ტრავმას გადაურჩა დღეს, მაგრამ რათქმაუნდა ეგ არ გაინტერესებთ. ანგარიშს და სტატისტიკას უყურებთ ზეპირად და გოლი თუ არაა მორჩა მისი კარიერა :D
ეგეთი კომენტარებიც წავიკითხე რავი...
ოსიმენმა საერთოდ ვერაფერი გააკეთა, ვერც ანგისამ ითამაშა, ზელინსკიც საშინელ ფორმაშია. აქ ეგრევე კვარას უნდა დაეტაკონ და რა ბოღმაც აქვთ დაგროვილი მასზე გადმოანთხიონ. ეგ წესია აქაური :)))
ვამბობდი თავიდანვე, ექნება უგოლო სერიაც, წაებული თამაშებიც, ცუდი ფორმაც და მერე გამოჩნდება რა გულშემატკივრობაც იცითთქო, და ისე აგიხდათ ყველაფერი.
როცა ასე უხეშად ეთამაშებიან და ჩეხავენ, არც გოლი მინდა და არც ასისტი, მთავარია ტრავმა არ მიიღოს.
ალბათ არ ნახეთ პირველ ტაიმში რასაც უშვებოდნენ. ან ნახეთ და
რათქმაუნდა გკიდიათ.
მან პირველივე სეზონში ისეთი ხარისხი დადო, რასაც არავინ მოელოდა.
მისი დამსახურებაა პირველ ადგილზე რომ არის გუნდი და 5 ქულით უსწრებს დანარჩენებს.
თუ არ გულშემატკივრობთ, ჩასაფრებული მაინც ნუ ღლიცინებთ აქ, უბრალოდ საკუთარ უვიცობას ამჟღავნებთ ამით და მეტს ვერაფერს.
მთელი ცხოვრებაა ფეხბურთს ვუყურებ და ვინც მიყვარდა ბავშვობიდანვე ყველას მთელი გულით და ბოლომდე ვგულშემატკივრობდი, შედეგების მიუხედავად.
არ შემიძლია ეს დაუდგენელი, გაუგებარი ხალხი.
მოგების დროს რომ ღრიალებენ და წაგების დროს იგინებიან.
ეს უდიდესი სიყალბეა!
ჩემთვის ეს ხალხი ასოცირდება ბრბოსთან და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მარტო აგრესიული, შეუმდგარი მასის საყვარელი სპორტი არაა ფეხბურთი.
ჩემნაირებისაც არის, ვინც საყვარელ გუნდს თუ სპორტსმენს, ყველაფრის მიუხედავად მხარს უჭერს.
ვინც ბევრს ყვირის, ის უფრო მეტად ჩანს მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ მარტო მაგათია ფეხბურთი.
Skeleton
02:25 05-01-2023
12
ეს წაგება ნაპოლის ისე სჭირდებოდა როგორც არგენტინას საუდის არაბეთთან, განახლება და და ახალი მუხტია საჭირო, ეგ არაფერი სხვებიც დაკარგავენ ქულებს აგერ ლაციომაც წააგო, ვერც ატალანტამ მოიგო, იუვესაც ყარაულის თოფივით გაუვარდა, ხვიჩას კიდევ როცა საჭიროა პასს არ აძლევენ, არაფერია ხვიჩა ყველა გგულშემატკივრობთ... მალე ძველ ხვიჩას ვიხილავთ.
დათო
02:03 05-01-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული