"პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა, შემტევმა დრიბლინგი მხოლოდ ერთხელ შეასრულა და 14 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა, რის გამოც სპალეტიმ "კვარა" 76-ე წუთზე შეცვალა.
"ტვიტერზე" იტალიელმა გულშემატკივრებმა ხვიჩას თამაში გააკრიტიკეს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
"სად გაქრა კვარაცხელია?";
"ხვიჩა საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა";
"ელმასი ძირითადში, კვარაცხელია სკამზე";
"ლეაო გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე კვარაცხელია";
"კომენტატორი მის გვარს ხმადაბლა აცხადებდა თუ მე არ მესმოდა?";
"ხვიჩას "ინტერის" წინააღმდეგ არაფერი
"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარს, "მილანს", 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.
"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა
ამდენი ხანი ელოდი ნაპოლის წაგებას რომ ეგ დაგეწერა? რაც სეზონი დაიწყო გუნდს არ წაუგია სერია ა ში და ალბათ რამხელა სტერსი იყო ყოველი მოგება შენთვის.
ამასობაში გონებაზეც ხავსი მოგდებია და დაგჩლუნგებია, აბა განვითარებული გონების ადამიანი ასეთ კომენტარს არ დაწერდა :დ
ვინ ხარ შენ, რომ პატრიარქს ეხმიანები?! ჯერ შექმენი შენი თავიდან პიროვნება, მიაღწიე სპორტულ სიმაღლეებს!
არ ვარგა, ეგრე! იყავი თავმდაბალი, ჩათვალე რომ ჯერ არავინ ხარ, და იმუშავე წინსვლისთვის, ყოველდღე და დაუღალავად!