"სად გაქრა კვარაცხელია?" - იტალიელი ქომაგები ხვიჩას აკრიტიკებენ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ინტერმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

"პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა, შემტევმა დრიბლინგი მხოლოდ ერთხელ შეასრულა და 14 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა, რის გამოც სპალეტიმ "კვარა" 76-ე წუთზე შეცვალა.

"ტვიტერზე" იტალიელმა გულშემატკივრებმა ხვიჩას თამაში გააკრიტიკეს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"სად გაქრა კვარაცხელია?";

"ხვიჩა საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა";

"ელმასი ძირითადში, კვარაცხელია სკამზე";

"ლეაო გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე კვარაცხელია";

"კომენტატორი მის გვარს ხმადაბლა აცხადებდა თუ მე არ მესმოდა?";

"ხვიჩას "ინტერის" წინააღმდეგ არაფერი
გამოუვიდა".

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარს, "მილანს", 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა

alt"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 56 /
ეს კომენტარები გამაგიჟებს. ერთი წაგებული თამაშის გამო გადაუარეს ბიჭს, რეებს უწერთ, ამის მერე თქვენ გიყვართ ვინმე და გულშემატკივრობთ?
ისე მომეშალა ახლა ნერვები მზად ვარ ჩემი ლიბერალობა, ჰუმანურობა და ყველაფერი დავივიწყო და ამ დამპალი კომენტარების ავტორებს ჩამოვუარო, ყველას სახელი და გვარი გავიგო და შეკითხვები დავუსვაა...
რათქმაუნდა პასუხს ვერ გამცემენ. როდის იყო აგრესიული და განუვითარებელი ადამიანი შეკითხვებზე პასუხს იძლეოდა.
ანუ ცოტა ხანში გოლების შეყრას რომ დაიწყებს ისევ ფეიკ სახელებით დაიწყებთ მის ქებას ხო?
რაში ჭირდება თქვენნაირი გულშეატკივარი ახლა კვარაცხელიას?
მზად ხართ ეგრევე შუაზე გაგლიჯოთ. ბრბო ხართ ჩვეულებრივი.
არ მაინტერესებს არავის აზრი, თავი დაანებეთ და ნუ გადაუარეთ თქვე განუვითარებლებოოო!!!
რად გინდათ თქვენ ფეხბურთი, ხელოვნება ,კულტურა!!
თქვენ უნდა იყოთ გამოქვაბულში.
მოკლავთ ბიზონს, შეჭამთ. დაანთებთ ცეცხლს-გათბებით.
არ მოგეწონებათ ვინმე იმასაც მოკლავთ, შეჭამთ და ასე შემდეგ.
ალბათ არ გამომიქვეყნებთ მაგრამ ვინმე მაინც ხომ წაიკითხავს თქვენი ადმინისტრაციიდან.
უბრალოდ პირველყოფილები ხართ. გამოქვაბულში ინტერნეტმა დაიჭირა და მოდი ხვიჩა ვლანძღოთ არაა?
ფუუ რა ამაზრზენი ხალხი ხართ.
ამის მერე თქვენი გულშემატკივრობა ვის რაში ჭირდება!!!
!!
05 იანვარი 2023 02:55
15
ეგენი იმ პრეზერვატივის საამქროს თანამშრომლები არიან
MARGALONA
05 იანვარი 2023 04:58
0
აუ აბა ჩემი.. სრული სიგიჟეა, მაგრამ ყოველთვის ეგრე იყო ანუ არეფერი განსაკუთრებული. ესეა სამყარო მოწყობილი, ერთ ჩავარდნაზე გესევიან. მაგრა მახსოვს კიჭა რონალდოს რა პრესა ქონდა თამაშს რო ჩააგდებდა... თუ იტალიური პრესა, თუ ევროპული, თუ ქართული.
Me ar var Roboti
05 იანვარი 2023 05:46
2
ყველა გამოხმაურება
მე რაც წავიკითხე იტალიური კომენტარები, მხარს უჭერს ყველა, აქ ქართველები ლანძღავენ, უვიცები.
პირველად წააგო გუნდმა სერია ა ში და რაამბავში არიან. თურმე როგორ ელოდნენ
!!
05 იანვარი 2023 02:38
4
რა აქაფებული ხარ კონენტარებში.რამდენს გიხფიან ყველას რომ გასცე პასუხი? კლავიატურის ფაფარაყრილი ლომიხარ
!!-s
05 იანვარი 2023 10:43
7
კითხვა იცი? კარგია თუ იცი,
!!-s
05 იანვარი 2023 04:48
7
თავაძის გოგომ კეთილი ინებოს და დროებით, იქნებ აღარ ჩააკითხოს და აცალოს ამ ბიჭს ფეხბურთზე ფიქრი.
გფფ
05 იანვარი 2023 10:14
9
ან ჩავიდეს და დარჩეს :)
სიმართლე
05 იანვარი 2023 11:17
1
იტალიელებმა კი არა გრუზინმა ქომაგებმაც დაიწყეს უკვე,ახლა უკვე მეგრელი დაუძახა ერთმა,დღემდე ვითომ არ არ ყოფილიყო მეგრელი... :)
MARGALONA
05 იანვარი 2023 02:03
6
არავის არაფერი დაუწყია, ხვიჩას კი არა მესის და სხვებსაც აკრიტიკებდნენ, მაგრამ ეტყობა ძალიან გინდათ რომ დაიწყოს გიენებივით ელოდით ამ მომენტს, თქვენთვის ხვიჩას გულშემატკივრობა ღრუზინობაა. თამაში სამწუხაროდ მთელ გუნდს არ გამოუვიდა, ხდება უფრო ძლიერ გუნდებს მოსვლია,ხვიჩას წარმატებები.
alex
05 იანვარი 2023 02:44
3
ღრუზინებიც (და არა ქართველები), ღრუსებიც და როგორ სჩანს, იტალიელებიც ერთნაირად უმადურები არიან. როცა გაქონდა, მაშინ ხომ იყო კვარადონა და კვარავაჯო? დაუნახავი არამზადები. ტოჩინოშინს დღემდე ვგულშემატკივრობ იმის მიუხედავად, რომ უკვე ძველებურად ვეღარ იბრძვის, რადგან ამ კაცმა სპორტის კონკრეტულ სახეობაში დიდი შედეგი დადო და ქვეყანა ასახელა. აქ კი ბიჭს ერთ წაგებაზე ლამის გადაუარონ. სამარცხვინოები.
რატი
05 იანვარი 2023 02:18
4
ყველა გამოხმაურება
იმაზე რატო არავინ საუბრობს,რომ მსაჯმა საშინელი შეცდომები დაუშვა?
ოსიმენს რომ პასი გაუკეთა ხვიჩამ და მაგ დროს უკნიდან რომ ჩაარტყეს, ეგ როგორ დატოვა რეაგირების გარეშე მსჯმა? ეგ ნორმალური გგონიათ?
შეიძლება მაგ დროს ისეთი ტრავმა მიეღო საერთოდ დაესრულებინა კარიერა. (ბევრს ალბათ როგორ გაგიხარდებოდათ).
ესპანეთის ჩემპიონატში მსგავსი არ ხდებოდა, ტექნიკურ ფეხბურთელებს უფრო მეტად იცავდნენ მსაჯები. თუ ფეხები დაალეწეს ყველა ტექნიკურ ფეხბურთელს მაშინ სანახაობრივი როგორ იქნება თამაშები.
დაწერა კიდეც იტალიელმა ჟურნალისტმა წეღან , უნდა მიეჩვიოს, რომ მცველების სამიზნე იქნებაო.
ანუ ყველა თამაშზე ტრავმას უნდა ველოდოთ თუ როგორ?
უკნიდან ფეხებში ჩარტყმა თუ რეაგირების გარეშე შეიძლება დარჩეს, სხვას რას ელით?
Spain
05 იანვარი 2023 03:28
0
ფეხებში რომ ჩაატრტყამენ რა არის ამაში გასაკვრი, ეგ თუ არ უნდოდდა მაშნ შესულიყო ჭადრკაზე. რანაირი ლოგიკაა ფეხებში ჩაარტყეს და ითამაშაო :)
სიმართლე
05 იანვარი 2023 11:20
10
სიმართლეს - რანაირი ლოგიკაა და არავინ ამბობს ფეხებში რატო ურტყამენო, საუბარია ფეხებში რო ჩაარტყამენ და არა ბურთზე ან რამე ეგეთი, მინიმუმ ჯარიმა უნდა დაიდოს, თუ ბარათზე არაა ლაპარაკი... რავი რანაირი ლოგიკაა ითამაშო თამაში თავისი წესებით? სადმე წერია ბურთის გარეშე პირდაპირ ფეხებში ჩარტყმა მოსულა და ჯარიმა არააო?
რა მაფიაა?
05 იანვარი 2023 13:31
0
ყველა გამოხმაურება
მთლიანად გუნდს არ გამოუვიდა თამაში.სად გაქრა ყველასთვის ნაქები ოსიმენი? ჟიელინსკი ან პოლიტანო,ანგისა ან ლობოტკა?
კინგი
05 იანვარი 2023 11:00
2
ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი თავს მიხედავს, დღეს ვერ ითამაშა? ხვალ გამოუვა. ხვალაც ვერ ითამაშებს? დასვამენ სკამზე და თავის შანსს დაელოდება. კვარაცხელია როგორმე მოუვლის თავს, მაგრამ ეს ისტერია ნაპოლიზე და კვარაცხელიაზე რატომ გჭირთ ხალხო? თუ ფეხბურთი გიყვართ, მოდით ჯერ შინ რაც გვაქვს იმას მივხედოთ… მარტო ხვიჩა არაა ქართული ფეხბურთი, მარტო ერთი მერცხი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ასეთი აქტიურები საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზეც იყავით
მიშა
05 იანვარი 2023 10:45
2
ხვიხას ვნახავთ შემდეგ თამაშებში.
ისეთი სუსტი არ არის რომ დაეცეს და ვერ წამოდგეს
თენგო
05 იანვარი 2023 10:10
0
რაც დრო გადის ვრწმუნდები, ფეხბურთის ფანებზე საზიზღარი კასტა არავინ არის. ფეხბურთელს: ქებით ცაში აიყვანენ და თუ ერთი თამაში არ გამოუვა, აი მერე ატყდება ერთი ამბავი გადაუვლიან და ის ავიწყდებათ რომ ფეხბურთელიც ადამიანია და არა რობოტი, რომ ყოველ თამაშზზე ერთნაირად ითამაშოს! ხვიჩას ახალი მოშუშული აქვს ტრავმა და მწყობრში ჩადგომას დრო სჭირდება, ეს ვერ გაუგიათ, ამ ვაი ვითომ "გულშემატკივრებს".
ხვიჩა გაუძელი! გია.
05 იანვარი 2023 13:28
0
მაგრად ურტყეს ფეხებში, მსაჯს ყვითლები უნდა მიეცა და მერე ცოტას ამოისუნთქებდა... ჩემი აზრით მსაჯმა ინტერის ფეხბურთელები სხვა შემთხვევებშიც დაინდო..
Zviads
05 იანვარი 2023 14:03
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული