"სად გაქრა კვარაცხელია?" - იტალიელი ქომაგები ხვიჩას აკრიტიკებენ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ინტერმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

"პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა, შემტევმა დრიბლინგი მხოლოდ ერთხელ შეასრულა და 14 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა, რის გამოც სპალეტიმ "კვარა" 76-ე წუთზე შეცვალა.

"ტვიტერზე" იტალიელმა გულშემატკივრებმა ხვიჩას თამაში გააკრიტიკეს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"სად გაქრა კვარაცხელია?";

"ხვიჩა საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა";

"ელმასი ძირითადში, კვარაცხელია სკამზე";

"ლეაო გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე კვარაცხელია";

"კომენტატორი მის გვარს ხმადაბლა აცხადებდა თუ მე არ მესმოდა?";

"ხვიჩას "ინტერის" წინააღმდეგ არაფერი
გამოუვიდა".

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარს, "მილანს", 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა

alt"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 56 /
ვფიქრობ რომ სისწრაფე ცოტათი დაკლებული აქვს, ტუმცა საგანგაშო არაფერია.მთელი გუნდი გამოიყურებოდა სუსტად.არ დაგვავიწყდეს ვის ეთამაშებოდა გასვლაზე.ინტერი ჩემი აზრით მთავარი ფავორიტია სკუდეტოს მოგების.
Რერო
05 იანვარი 2023 09:21
1
100%
skaro
05 იანვარი 2023 19:38
0
ეს ხალხი გამაგიჟებს.ადამიანი საჭმელს ვერ ჭამს ერთნაირად ყოველდღე და თქვენ გინდათ ამ ბიჭმა ერთნაირად ითამაშოს ყოველდღე(მითუმეტეს ახალ ტრავმა მოშუშებულზე)
კახა ქ.
05 იანვარი 2023 08:38
3
იმაზე რატო არავინ საუბრობს,რომ მსაჯმა საშინელი შეცდომები დაუშვა?
ოსიმენს რომ პასი გაუკეთა ხვიჩამ და მაგ დროს უკნიდან რომ ჩაარტყეს, ეგ როგორ დატოვა რეაგირების გარეშე მსჯმა? ეგ ნორმალური გგონიათ?
შეიძლება მაგ დროს ისეთი ტრავმა მიეღო საერთოდ დაესრულებინა კარიერა. (ბევრს ალბათ როგორ გაგიხარდებოდათ).
ესპანეთის ჩემპიონატში მსგავსი არ ხდებოდა, ტექნიკურ ფეხბურთელებს უფრო მეტად იცავდნენ მსაჯები. თუ ფეხები დაალეწეს ყველა ტექნიკურ ფეხბურთელს მაშინ სანახაობრივი როგორ იქნება თამაშები.
დაწერა კიდეც იტალიელმა ჟურნალისტმა წეღან , უნდა მიეჩვიოს, რომ მცველების სამიზნე იქნებაო.
ანუ ყველა თამაშზე ტრავმას უნდა ველოდოთ თუ როგორ?
უკნიდან ფეხებში ჩარტყმა თუ რეაგირების გარეშე შეიძლება დარჩეს, სხვას რას ელით?
Spain
05 იანვარი 2023 03:28
0
"ბევრს ალბათ როგორ გაგიხარდებოდათ" ამას რომ კაცი დაწერ, ძალიან დიდი პრობლემები გაქვს საკუთარ თავთან.

არავინ არ არის შენზე ნაკლებად გულიანი და შენზე ნაკლებად გულშემატკივარი!
კვარას მოგვარე
05 იანვარი 2023 19:25
2
ჭადრაკზე შესულიყოო და ჭადრაკის წესები რო დაიკიდო და წკიპურტებით მიყარ-მოყარო მეტოქის ფიგურები და მოვიგეო დაიძახო, მოსულა ეგრე თუ ერკვევით ჭადრაკის წესებში?
რა მაფიაა?
05 იანვარი 2023 13:32
1
ყველა გამოხმაურება
ნაპოლი (მთლიანად გუნდი), თითქოს რაღაც მორიდებულად თამაშობდა, ის სილაღე და სითამამე აკლდა რაც წინა თამაშებში განასხვავებდა სხვა გუნდებისგან
giorgi 3
05 იანვარი 2023 03:19
0
ეს კომენტარები გამაგიჟებს. ერთი წაგებული თამაშის გამო გადაუარეს ბიჭს, რეებს უწერთ, ამის მერე თქვენ გიყვართ ვინმე და გულშემატკივრობთ?
ისე მომეშალა ახლა ნერვები მზად ვარ ჩემი ლიბერალობა, ჰუმანურობა და ყველაფერი დავივიწყო და ამ დამპალი კომენტარების ავტორებს ჩამოვუარო, ყველას სახელი და გვარი გავიგო და შეკითხვები დავუსვაა...
რათქმაუნდა პასუხს ვერ გამცემენ. როდის იყო აგრესიული და განუვითარებელი ადამიანი შეკითხვებზე პასუხს იძლეოდა.
ანუ ცოტა ხანში გოლების შეყრას რომ დაიწყებს ისევ ფეიკ სახელებით დაიწყებთ მის ქებას ხო?
რაში ჭირდება თქვენნაირი გულშეატკივარი ახლა კვარაცხელიას?
მზად ხართ ეგრევე შუაზე გაგლიჯოთ. ბრბო ხართ ჩვეულებრივი.
არ მაინტერესებს არავის აზრი, თავი დაანებეთ და ნუ გადაუარეთ თქვე განუვითარებლებოოო!!!
რად გინდათ თქვენ ფეხბურთი, ხელოვნება ,კულტურა!!
თქვენ უნდა იყოთ გამოქვაბულში.
მოკლავთ ბიზონს, შეჭამთ. დაანთებთ ცეცხლს-გათბებით.
არ მოგეწონებათ ვინმე იმასაც მოკლავთ, შეჭამთ და ასე შემდეგ.
ალბათ არ გამომიქვეყნებთ მაგრამ ვინმე მაინც ხომ წაიკითხავს თქვენი ადმინისტრაციიდან.
უბრალოდ პირველყოფილები ხართ. გამოქვაბულში ინტერნეტმა დაიჭირა და მოდი ხვიჩა ვლანძღოთ არაა?
ფუუ რა ამაზრზენი ხალხი ხართ.
ამის მერე თქვენი გულშემატკივრობა ვის რაში ჭირდება!!!
!!
05 იანვარი 2023 02:55
15
ეს იმ კატეგორიის ხალხი მგონია,სტადიონზე თუ სპორტულ საიტზე,ვინმეს საგინებლად რომ შედიან.თუ შენი თამაშობს ცუდად,შენიანს აგინებ,თუ მეტოქე უხეშობს,მას აგინებ,მსაჯსაც ყოველთვის და მეტოქის გულშემატკივარსაც კი,რადგან მეტოქეს გულშემატკივრობენ.მათთვის მთავარია ბოღმა ამოანთხიონ და მნიშვნელობა არა აქვს,ვის წინააღმდეგ იქნება.უფრო მეტ კმაყოფილებას კი,მაშინ იღებენ,თუ ცნობილს აგინებენ და მისი დამცირებით,თავს მნიშვნელოვნად და მაგრად თვლიან.წლინახევრის წინ,რა ამბავში იყვნენ ხვიჩას მიმართ და არც მაშინ ანაღვლებდათ,ხვიჩა ტრავმით რომ გამოდიოდა მოედანზე,ამ ზაფხულსაც სცადეს,საქართველოს ჩემპიონატში რომ თამაშობდა და თავის დაცვა როგორ გაბედა,ფეხი მოტეხეთო,გაჰკიოდა და ახლაც განაგრძობენ,შხამის ნთხევას.არ არიან ეგენი ფეხბურთის გულშემატკივრები,თორემ გულშემატკივრის კრიტიკა,სულ სხვანაირია და გულშემატკივრის გულისტკივილია.
სოსო
05 იანვარი 2023 21:49
0
ტეხავს მაგრად ყანდიაშვილის ტროლი რომ ხარ..
!!-s
05 იანვარი 2023 13:10
4
ყველა გამოხმაურება
მე რაც წავიკითხე იტალიური კომენტარები, მხარს უჭერს ყველა, აქ ქართველები ლანძღავენ, უვიცები.
პირველად წააგო გუნდმა სერია ა ში და რაამბავში არიან. თურმე როგორ ელოდნენ
!!
05 იანვარი 2023 02:38
4
რა აქაფებული ხარ კონენტარებში.რამდენს გიხფიან ყველას რომ გასცე პასუხი? კლავიატურის ფაფარაყრილი ლომიხარ
!!-s
05 იანვარი 2023 10:43
7
კითხვა იცი? კარგია თუ იცი,
!!-s
05 იანვარი 2023 04:48
7
ნაპოლის სირცხვილია კვარაცხელია
ლაკო
05 იანვარი 2023 02:25
106
ღრუზინებსაც და ლიბერასტებსაც ერთნაირად გეწვით. თქვენ ერთი მედლის ორი მხარე ხართ, არსი ერთნაირი გაქვთ. :)
რატი
05 იანვარი 2023 22:56
0
ლაკო, უნდა ამომტლაკო?!
ბ. დილანიშვილი
05 იანვარი 2023 09:19
0
ყველა გამოხმაურება
იტალიელებმა კი არა გრუზინმა ქომაგებმაც დაიწყეს უკვე,ახლა უკვე მეგრელი დაუძახა ერთმა,დღემდე ვითომ არ არ ყოფილიყო მეგრელი... :)
MARGALONA
05 იანვარი 2023 02:03
6
ამას მე მეუბნები alex?
დაიწყეს დაიწყეს,ეგ დავინახე და მაშინ დავწერე სწორედ
MARGALONA
05 იანვარი 2023 05:02
0
არავის არაფერი დაუწყია, ხვიჩას კი არა მესის და სხვებსაც აკრიტიკებდნენ, მაგრამ ეტყობა ძალიან გინდათ რომ დაიწყოს გიენებივით ელოდით ამ მომენტს, თქვენთვის ხვიჩას გულშემატკივრობა ღრუზინობაა. თამაში სამწუხაროდ მთელ გუნდს არ გამოუვიდა, ხდება უფრო ძლიერ გუნდებს მოსვლია,ხვიჩას წარმატებები.
alex
05 იანვარი 2023 02:44
3
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული