"სად გაქრა კვარაცხელია?" - იტალიელი ქომაგები ხვიჩას აკრიტიკებენ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ინტერმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

"პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა, შემტევმა დრიბლინგი მხოლოდ ერთხელ შეასრულა და 14 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა, რის გამოც სპალეტიმ "კვარა" 76-ე წუთზე შეცვალა.

"ტვიტერზე" იტალიელმა გულშემატკივრებმა ხვიჩას თამაში გააკრიტიკეს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"სად გაქრა კვარაცხელია?";

"ხვიჩა საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა";

"ელმასი ძირითადში, კვარაცხელია სკამზე";

"ლეაო გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე კვარაცხელია";

"კომენტატორი მის გვარს ხმადაბლა აცხადებდა თუ მე არ მესმოდა?";

"ხვიჩას "ინტერის" წინააღმდეგ არაფერი
გამოუვიდა".

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარს, "მილანს", 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა

alt"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 56 /
ქალებმა.. ქალებმა და დროს ტარებამ დაღუპა. გაუტკბა პარიზი. (შერეკილები)
მორიელი
05 იანვარი 2023 14:00
4
რაც დრო გადის ვრწმუნდები, ფეხბურთის ფანებზე საზიზღარი კასტა არავინ არის. ფეხბურთელს: ქებით ცაში აიყვანენ და თუ ერთი თამაში არ გამოუვა, აი მერე ატყდება ერთი ამბავი გადაუვლიან და ის ავიწყდებათ რომ ფეხბურთელიც ადამიანია და არა რობოტი, რომ ყოველ თამაშზზე ერთნაირად ითამაშოს! ხვიჩას ახალი მოშუშული აქვს ტრავმა და მწყობრში ჩადგომას დრო სჭირდება, ეს ვერ გაუგიათ, ამ ვაი ვითომ "გულშემატკივრებს".
ხვიჩა გაუძელი! გია.
05 იანვარი 2023 13:28
0
როცა ხვიჩა ნაპოლიში გადავიდა, იმდენად დიდი წნეხის ქვეშ მოექცა, რომ მაშინვე ვიფიქრე გადაწვავენ მეთქი ამ ბიჭს ფსიქოლოგიურად. ასეც მოხდა. ზედმეტად მძიმე ტვირთი აკიდეს ამ ბიჭს თავიდანვე იტალიაშიც და საქართველოშიც. სულაც არ მიკვირს რომ ვერ გაუძლო. ახლა კი პატარა ჩავარდნასაც არ პატიობენ. არ იყო მისთვის ,,კვარადონას" და ასეთი რამეების ძახილი საჭირო.
ახალი წარმატებიბის წელი ქონოდეს ხვიჩას ამ წელს, მჯერა რომ ის თავის სიტყვას მაინც ბოლომდე იტყვის.
ქართველი
05 იანვარი 2023 13:28
0
აბსოლუტურად გეთანხმები, მეც დავწერე ეს ადრე. არ შეიძლება ასე, ძალიან ადრე აღზევება. უარყოფითად იმოქმედებს.
ბადრი
05 იანვარი 2023 19:13
1
მთელი თამაშის განმავლობაში სულ ვაი-უის გაიძახოდა ხვიჩა, იქნებ სიმართლეა როცა ამბობენ ტკივილებს ვერ იტანს და ტირისო, სულ ბალახზე იწვა, არ მითხრათ ეხლა მარტო ხვიჩას ეთამაშებოდნენო უხეშადო, ვნახოთ შემდგომ თამაშებში რას იზამს???
max
05 იანვარი 2023 11:50
14
მართალია. კვარასგან ველოდებით რაც უფრო ძლიერად მოხვდება ფეხში უფრო ძლიერად უნდა წამოდგეს და ამან სპორტული თვალსაზრისით უფრო უნდა გააბრაზოს და უარესები უკეთოს მოედანზე. ან ბოლო ბოლო წამოხტი მსაჯს გაუტრაკე რამე ქენი ძაან ჩაქიმული იყო და მაგალითი იქნება შეულია დარწმუნებული ვარ სწორი დასკვნების გამოტანა. თორე ეგრე ფეხში მირტყეს სადაა ძმაო აბა როგორ გინდა.
ნიკა
05 იანვარი 2023 13:07
0
მთლიანად გუნდს არ გამოუვიდა თამაში.სად გაქრა ყველასთვის ნაქები ოსიმენი? ჟიელინსკი ან პოლიტანო,ანგისა ან ლობოტკა?
კინგი
05 იანვარი 2023 11:00
2
ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი თავს მიხედავს, დღეს ვერ ითამაშა? ხვალ გამოუვა. ხვალაც ვერ ითამაშებს? დასვამენ სკამზე და თავის შანსს დაელოდება. კვარაცხელია როგორმე მოუვლის თავს, მაგრამ ეს ისტერია ნაპოლიზე და კვარაცხელიაზე რატომ გჭირთ ხალხო? თუ ფეხბურთი გიყვართ, მოდით ჯერ შინ რაც გვაქვს იმას მივხედოთ… მარტო ხვიჩა არაა ქართული ფეხბურთი, მარტო ერთი მერცხი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ასეთი აქტიურები საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზეც იყავით
მიშა
05 იანვარი 2023 10:45
2
მარტო ხვიჩა ვერაფერს იზავდა, მთელი გუნდი იდგა მოძრაობა არ იყო, შესაბამისად ხვიჩას 2-3 კაცი მუდმივად ეკრა ზედ.
ლევანი76
05 იანვარი 2023 10:21
5
თავაძის გოგომ კეთილი ინებოს და დროებით, იქნებ აღარ ჩააკითხოს და აცალოს ამ ბიჭს ფეხბურთზე ფიქრი.
გფფ
05 იანვარი 2023 10:14
9
ან ჩავიდეს და დარჩეს :)
სიმართლე
05 იანვარი 2023 11:17
1
ხვიხას ვნახავთ შემდეგ თამაშებში.
ისეთი სუსტი არ არის რომ დაეცეს და ვერ წამოდგეს
თენგო
05 იანვარი 2023 10:10
0
არეულია გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მერე კვარას გარდა სხვას ვის გამოუვიდა კარგი თამაში? წაგება ზოგჯერ ლოგიკურია სხვა ლიდერებთან ცოტა გაუმართლათ
მოურინიო
05 იანვარი 2023 09:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული