"სად გაქრა კვარაცხელია?" - იტალიელი ქომაგები ხვიჩას აკრიტიკებენ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ინტერმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

"პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა, შემტევმა დრიბლინგი მხოლოდ ერთხელ შეასრულა და 14 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა, რის გამოც სპალეტიმ "კვარა" 76-ე წუთზე შეცვალა.

"ტვიტერზე" იტალიელმა გულშემატკივრებმა ხვიჩას თამაში გააკრიტიკეს. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"სად გაქრა კვარაცხელია?";

"ხვიჩა საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა";

"ელმასი ძირითადში, კვარაცხელია სკამზე";

"ლეაო გაცილებით ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე კვარაცხელია";

"კომენტატორი მის გვარს ხმადაბლა აცხადებდა თუ მე არ მესმოდა?";

"ხვიჩას "ინტერის" წინააღმდეგ არაფერი
გამოუვიდა".

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარს, "მილანს", 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა

alt"ნაპოლისა" და "ინტერის" პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა

მკითხველის კომენტარები / 56 /
Chamofriddit cidan... chven vlaparakobt momaval varskvlavze. Kvara jer im asakshia rom magalitebi aqedan unda aigos. Gaaanalizos da swori daskvnebi gamoitanos. Mebrdzoli bijia da mjera misi.
Mamuka
08 იანვარი 2023 11:29
0
ჯერ ერთი..ნებისმიერ დიდ ფეხბურთეკს აქვს ჩავარდნა თამაშის..ან სულაც სეზონის..ტრავმა.პლუს ცოტა გადაიღალა და მოილხინა..ეს იტალიელები კიდე ზოგი ქართველივითა..ფეხი გადაგიბრუნნდება და მორჩა..ძირს დაგანარცხებს..კვარა ქართული ფეხბურთის მომავალია..სხვებთამ ერთად..
კიეზა
06 იანვარი 2023 01:02
1
ფეხბურთისთვის თვეში ერთხელაც რო არ უყურებიათ და კვარას მერე დაიწყეს ყველამ ყურება ისინი ლანძღავენ კვარას. არ ხდება ეგრე ყველა თამაშში და მთელი სეზონი ცალი ფეხით იგებდეს გუნდი. ამხელა პაუზის მერე პირველი თამაში იყო და თან ინტერთან გასვლაზე და თითქოს ნაკლებ ნიჭიერ და გამოუცდელ მეტოქესთან
Nika
06 იანვარი 2023 00:05
1
ვახ რა გაუჩმახეთ ამ ბიჭს საქმე გინდა ქართველმა და გინდა იტალიელმა ვაი გულშემატკივარვმა?!მესი და კრისტინა ვერ დებდნენ საუკეთესო ფორმაში ყველა თამაშში შედეგს...არ არის ხვიჩა ტრავმის მერე ფორმაში ეგ ერთი და მეორე ეს დედა აფეთქებული საერთოდ ნაპოლია საშინელ ფორმაში,ვინ მოგეწონათ ანგისა?!აჩრდილია კიმი?!აჩრდილია ოსიმენი?!აჩრდილია (ხო ისე ნუ გავიწყდებათ ოსიმენს 3 თვე დასჭირდა ფორმაში ჩასადგომად),პოლიტანო?!მაგის ფეხბურთი არ გაიშვას,ელმასი?! კაით რა...ლობოტკამ მოუკლო,ზელინსკიმ მოუკლო,იტოკში სპალეტი დაემართათ და ისევ ხვიჩამ,ლობოტკამ,ოსიმენმა,კიმმა და ანგისამ უნდა მოხოდონ ნაპოლი,სიმეონეც ჩაიკარგა,ასე რომ სანამ ხვიჩაზე რამეს დაწერთ ცოტა იაზროვნეთ,ჯერ სწავლობს,ჯერ იზრდება,დაცემაც უნდა ნახოს რო ისევ აღზევდეს რო ვარსკვლავი გახდეს,მეც მინდა ყველა თამაში მაგრად ითამაშოს,გოლები იტანოს,პასები არიგოს,საუკეთესო იყოს ყველა მატჩში მაგრამ ეს შეუძლებელია,ეტაპობრივად გაიზარდოს,უაზროდ ვკიდებთ დიდ ტვირთს და ძალიან ბევრს ვითხოვთ,ნუ გახდებით ნოდარა მელაძეები...
ნიკო
05 იანვარი 2023 20:52
1
მისი ქომაგი ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ აწყინა ამდენმა ქებამ საქართველოში. მგონი, ძალიან ადრე აუვარდა თავში: პატრიარქთან დაიწყო ეპისტოლეების წერა.

ვინ ხარ შენ, რომ პატრიარქს ეხმიანები?! ჯერ შექმენი შენი თავიდან პიროვნება, მიაღწიე სპორტულ სიმაღლეებს!


არ ვარგა, ეგრე! იყავი თავმდაბალი, ჩათვალე რომ ჯერ არავინ ხარ, და იმუშავე წინსვლისთვის, ყოველდღე და დაუღალავად!
კვარას მოგვარე
05 იანვარი 2023 19:21
11
რა ქნა კვარაცხელოვმა ვერ ითამაშა?
rani
05 იანვარი 2023 17:29
16
მოსკოვის სპარტაკითბილისის ან კიევის დინამო….მსაჯობის ხარისხი… გამგები გაიგეებს
კობა
05 იანვარი 2023 15:58
1
სპალეტი დაღუპავს კვარაცხელიას. ხვიჩას ინდივიდუალიზმი და სპალეტის კოლექტიური თამაშის კონცეფცია ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელია
უტა
05 იანვარი 2023 15:13
5
დააჯინოს და შეცვლებიდან შეუშვას. ტრამვის მერე შეჯახებრბს ერიდება. დაეყენებინა ელმაზი გადაღლიდა მცველებს და მერე დასვენებუკი კვარა რამოდენიმეჯერ გაექცეოდა
არა რუსეთს
05 იანვარი 2023 14:10
1
ჯიგარი ხარ.
კუკური
05 იანვარი 2023 15:36
0
მაგრად ურტყეს ფეხებში, მსაჯს ყვითლები უნდა მიეცა და მერე ცოტას ამოისუნთქებდა... ჩემი აზრით მსაჯმა ინტერის ფეხბურთელები სხვა შემთხვევებშიც დაინდო..
Zviads
05 იანვარი 2023 14:03
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული