"პარტენოპეი" ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში პირველად დამარცხდა. სპალეტის შეგირდებმა "ნერაძურის" წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს.
რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ "ნაპოლის" ფეხბურთელები შეაფასა, ჩვენს ინტერესს კი ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია იწვევს. გთავაზობთ მათ კომენტარებს:
"ყველამ ვიცოდით, რომ დაბრუნების შემდეგ ადვილი მატჩი არ ექნებოდა. მის წინააღმდეგ ბევრჯერ იუხეშეს. ოსიმენს რეალური მომენტი შეუქმნა, როდესაც ნიგერიელი ონანასთან პირისპირ დატოვა. ხიფათის შექმნას ხშირად ცდილობდა, თუმცა მისი ცეცხლი მალე ქრებოდა" - Calcionapoli-მ ხვიჩა
"ხვიჩა ყველაზე მეტს აქტიურობდა, მარცხენა ფლანგზე დარმიანს და შკრინიარს ბევრი საქმე ჰქონდათ. ქართველის ცუდად შეფასება რთულია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვერ გამოიყურებოდა. მსაჯმა მისი დაცვა ვერ მოახერხა, ეს კი "ინტერის" ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა" - Tuttomercatoweb-მა ქართველს 6 ქულა დაუწერა.
"ბრწყინვალე მატჩი არ ჩაუტარებია, თუმცა ამის გამო კრიტიკას არ იმსახურებს. რამდენჯერმე თამაში გაამწვავა, მაგრამ ბარელამ და მისმა თანაგუნდელებმა ხვიჩას შესაჩერებლად ხისტად არაერთხელ იმოქმედეს, არბიტრი კი რამდენიმე ეპიზოდში შეცდა" - Areanapoli "კვარას" თამაშს 6 ქულით აფასებს.
"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარ "მილანს" 5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.
"ქართველმა პირობა ვერ შეასრულა" - "ნაპოლის" ქომაგებმა "კვარა" და სპალეტი არ დაინდეს
"ნაპოლის" ქომაგები "ინტერთან" მარცხით ბედნიერი არიან - საოცარი დამთხვევა 36 წლის შემდეგ
"ხარისხი დაგვაკლდა, რამდენიმე მოთამაშით უკმაყოფილო ვარ" - სპალეტი მატჩის შემდეგ