როგორც იცით, ქართველს "ინტერთან" მატჩში ძალიან ეუხეშებოდნენ, მან გუშინდელი აღდგენითი ვარჯიშიც გამოტოვა და გაჩნდა ვარაუდი, რომ ის გენუაში თავის გუნდს ვერ დაეხმარებოდა.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, "კვარა" თავს იდეალურად გრძნობს და Stadio Luigi Ferraris-ზე მას ვიხილავთ.
შეგახსენებთ, რომ "სამპდორიასა" და "ნაპოლის" შეხვედრა 8 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ხვიჩა ასეთი მცველების მიმართ აგრესია გამოხატე,რომ ცოტა მოგერიდონ,ამისთვის ტრენაჟორებით ვარჯიში აუცილებელია,წარმატებები,გამარჯვებები და უფლის წყალობა ხვიჩას.
ხვიჩამ ყველაზე კარგად ითამაშა ამხანაგური თამაშების შემდეგ და საიდანაა ამდენი კრიტიკა გაუგებარია. უკანასკნელი ცნობების მიხედვით სათამაშოდ სრულ მზადყოფნაშია და ოპტიმალურ ფორმას ნამდვილად მიუახლოვდა!
ერთი ეგაა, ქართული ფეხბურთის სენი, რომ შტანგა-ტრენაჟორების ლექსიკონში შეტანა აუცილებელია. რა კომპონენტიც გასავითარებელი გაქვს სწორედ იმაზე უნდა იმუშაო და ეს არის 2-ჯერ 2! ვერც იბრაჰიმოვიჩი და ვერც რონალდო იტალიაში ვერ ითამაშებდნენ რომ არა ფიზიკური ჯანი და ეს უნდა ყველას ესმოდეს და თუ ვერ გაიგებ იქნები ჩვეულებრივი, რიგითი ფეხბურთელი!