გოგლიჩიძის ფასი გაიზარდა და "მილანში" კალაბრიას შემცვლელთა შორის განიხილება

AutoSharing Option
Transfermarkt-ის განახლებული ფასების მიხედვით „ემპოლის“ 20 წლის მცველის, საბა გოგლიჩიძის ღირებულება 300 ათასი ევროდან 5 მილიონამდე გიზარდა. Calcio Mercato წერს, რომ დავიდე კალაბრიას „მილანთან“ კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება, თუმცა არაა გამორიცხული გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს და მის შემცვლელთა კანდიდატებს შორის გოგლიჩიძესაც ასახელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ „მილანი“ აქედანვე აკვირდება იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლიათ თამაში, „ემპოლის“ ერთ-ერთი აღმოჩენა, გოგლიჩიძე სამცველიან დაცვაში მარჯვენა ფრთაზე ირჯება, თუმცა შეუძლია განაპირა მცველის პოზიციაზეც ითამაშოს.

საბამ სერია A-ს 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა,
"ემპოლი" კი 7 ტურის შემდეგ 10 ქულით მეათე ადგილზეა და 20 ოქტომბერს "ნაპოლის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ კიდევ რამდენი ნიჭიერია, აღმოჩენა და პატრონობა უნდა
ქიტესა
20:11 18-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული