ესპანური გამოცემა Fichajes-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის "რეალის" რადარზე რჩება, თუმცა "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას ქართველი შემტევის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
"ევროპული ფეხბურთის სეზონის მიმდინარეობისას კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციაა. ახალგაზრდა ქართველი შესანიშნავად თამაშობს და "ნაპოლისაც" ჩინებულად მოერგო, რითაც არაერთი ევროპული გრანდი დააინტერესა, მათ შორის "ბლანკოსიც". მადრიდელები მზად არიან 80 მილიონი ევროს გადასახდელად".
თუმცა რამდენად შეძლებს "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა ქართველი ტალანტის შეძენას ამ ფასად ვერ გეტყვით, რადგან ხვიჩამ "პარტენოპეისთან" ხელშეკრულება განაახლა, რის მიხედვითაც 2027 წლამდე დარჩება გუნდში, ამის გათვალისწინებით კი
80 მილიონ ევროდ გუნდიდან გაშვება ფაქტობრივად წარმოუდგენალია.