80 მილიონი ევრო - "რეალი" ხვიჩას სანაცვლოდ სოლიდურ თანხას ჩამოვიდა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Fichajes-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის "რეალის" რადარზე რჩება, თუმცა "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას ქართველი შემტევის სანაცვლოდ 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

"ევროპული ფეხბურთის სეზონის მიმდინარეობისას კვარაცხელია ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციაა. ახალგაზრდა ქართველი შესანიშნავად თამაშობს და "ნაპოლისაც" ჩინებულად მოერგო, რითაც არაერთი ევროპული გრანდი დააინტერესა, მათ შორის "ბლანკოსიც". მადრიდელები მზად არიან 80 მილიონი ევროს გადასახდელად".

თუმცა რამდენად შეძლებს "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა ქართველი ტალანტის შეძენას ამ ფასად ვერ გეტყვით, რადგან ხვიჩამ "პარტენოპეისთან" ხელშეკრულება განაახლა, რის მიხედვითაც 2027 წლამდე დარჩება გუნდში, ამის გათვალისწინებით კი
80 მილიონ ევროდ გუნდიდან გაშვება ფაქტობრივად წარმოუდგენალია.
მკითხველის კომენტარები / 19 /
მშვენიერი ტალანტი არის ხვიჩა და ზოგი საშინელ კომენტარებს წერს და ზოგისგან ისეთი შთაბეჯდილება მრჩება რომ ფეხბურითის ხედვა საერთოდ არააქვთ.ყველა თამამაში მესი და მბაპეს არ გამოსდის ზოგჯერ. ხვიჩა ძალიან წარმატებული ფეხბურთელია და წინ აქვს მომავალი. გაუმარჯოს ხვიჩას
გუჯე
15:45 11-01-2023
0
რეალი მაგარი პონტია ტო ამშეზონის მერე წავიდეს რა რიალში უფრო არ გაქაჩავს ვიდრე ნაპოლში თან თავის ოცნების გუნდია ასე მგონია იქ რეალში უფრო მაგრად გაიხსნება პატარაც აღარ არის ტო მიდი ძმაო ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო კაცო გენაცვალე გულში
კაკაო
00:43 09-01-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული