"კვარაცხელიას პირველი დამცველი ვარ" - სპალეტიმ ცვლილებები დაანონსა

AutoSharing Option
8 იანვარს, სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი" სტუმრად "სამპდორიას" დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"რა გვასწავლა "ინტერთან" წაგებამ? ლიდერობა შეგვეძლო რვაქულიანი უპირატესობით შეგვენარჩუნებინა, მაგრამ "მილანზე" მხოლოდ 5 ქულით მეტი გვაქვს. ხანდახან დამარცხდები, თუმცა ჩვენს სეზონს ჯერ კიდევ შეიძლება წარმატებული უწოდო. "ინტერთან" თამაშით იმედგაცრუებული ვართ, ის ვერ გავაკეთეთ, რაც გვსურდა. "სამპდორიასთან" ძირითად შემადგენლობაში სამი ან ოთხი ცვლილება გვექნება.

კვარაცხელია? დიახ, მას ყველაფერი არ გამოუვიდა. ის  სივრცეს ეძებდა, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა და დამაჯერებლად თამაშობდა.
მე მისი პირველი დამცველი ვარ", - ციტირებს სპალეტის Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 28 /
კვარა თუ კუთხურის ალამთან იქნა მიწეპებული უნდა წავიდეს იმ გუნდში სადაც ექნება ლავირების საშუალება .ასე თამაშ თამაშ მივიღებთ არაფერს .
ტიტე
15:16 08-01-2023
1
თენგაბის კომენტარი ძალიან მომეწონა, გმადლობ! ძირითადად კარგი კომენტარებია, შენიშვნებიც(სპალეტის მიმართ) სწორად მიმაჩნია. მახსოვს იტალიელი მცველი ჯენტილე, მარადონას სულ ფეხებში ურტყა, თან ეუბნებოდა:ბალეტი არ გეგონოს პატარა ბიჭო, ეს ფეხბურთია-კაცების თამაშიო...ასაკოვან გულშემატკივრებს ახსოვთ ალბათ ეს მომენტი, მარადონამ ვერაფერი გააკეთა იმ თამაშში(კვარაზე უარესად გამოიყურებოდა). ასე რომ, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ხვიჩა არ კითხულობს ამ კომენტარებს, მაგრამ ჩემი თხოვნაა:ნუ დავწერთ უარყოფითს მასზე, მას ყველაფერი წინ ელოდება, კარგიც და ხანდახან-ცუდიც. წარმატებები ხვიჩას, ჩვენ იმედს და მაგარ ფეხბურთელს! ხვიჩას მშობლებს დიდი მადლობა!
კახელი პაპა
13:54 08-01-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული