"კვარაცხელიას პირველი დამცველი ვარ" - სპალეტიმ ცვლილებები დაანონსა

AutoSharing Option
8 იანვარს, სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი" სტუმრად "სამპდორიას" დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"რა გვასწავლა "ინტერთან" წაგებამ? ლიდერობა შეგვეძლო რვაქულიანი უპირატესობით შეგვენარჩუნებინა, მაგრამ "მილანზე" მხოლოდ 5 ქულით მეტი გვაქვს. ხანდახან დამარცხდები, თუმცა ჩვენს სეზონს ჯერ კიდევ შეიძლება წარმატებული უწოდო. "ინტერთან" თამაშით იმედგაცრუებული ვართ, ის ვერ გავაკეთეთ, რაც გვსურდა. "სამპდორიასთან" ძირითად შემადგენლობაში სამი ან ოთხი ცვლილება გვექნება.

კვარაცხელია? დიახ, მას ყველაფერი არ გამოუვიდა. ის  სივრცეს ეძებდა, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა და დამაჯერებლად თამაშობდა.
მე მისი პირველი დამცველი ვარ", - ციტირებს სპალეტის Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 28 /
უხეში თამაში არ უნდა იყოს წახალისებული და დაუსჯელ-გაუყვითლებელი. მარტო კვარას მიმართ კი არა,ზოგადად.
ძალოსნური სპორტები არსებობს და ვისაც ცხოველივით ძალის დემონტრირება უნდათ იქ გადამისამართდნენ და ურტყან ერთმანეთს.
ფეხბურთი სილამაზის და ტექნიკის გამო გვიყვარს და არა მოჩეხვების.
ესე იგი ამდენს ვარჯიშობ, შრომობ, ტექნიკურად ვითარდები და ვიღაც ნაგავმა შეიძლება კარიერა დაგასრულებინოს და ამას არავინ გააპროტესტებს?
ამ მწვრთნელებს ურჩევნიათ უხეში თამაშის გაპროტესტებით დაკავდნენ, ეგ იქნება ყველაზე დიდი დაცვა ტექნიკური ფეხბურთელებისთვის.
Spain
17:54 07-01-2023
3
სპალეტი იცავს, სამაგიეროდ ქართველები აგინებენ. ვითომ გულშემატკივრები!
თურმე საქართველოში რომ აქებდნენ კვარას იმიტომ აუვარდა თავში და ვეღარ თამაშობს. ამას მარტო განუვითარებელი გონების პატრონი თუ დაწერს.
თქვა იმ ბიჭმა არც ქებას ვკითხულობ თქვენსას და არც გინებასო და მაინც იმეორებენ რობოტებივით ერთი და იგივეს. თურმე ვიღაც ორღობეში წამოწოლილი კაცი საქებარ კომენტას რომ დაწერდა, კვარა იმას წაიკითხავდა და საკმარისია უკვე მაგარი ვარო და მეტს აღარ ივარჯიშებდა ხოო .
დახშული ტვინები ასე აზროვნებენ.
ნეტა ან გინებაში ვის რაში ჭირდებით და ან ქებაში, რა ტყუილად ხარჯავთ "კალამს".
თქვენ არავინ გიყვართ, სხვისი წარუმატებლობით ხართ ბედნიერი.
მარტის მერე ჩაწოლილები იყავით ნეხვში და ამ ერთ წაგებას ელოდით. არაუშავს ისევ ჩაწვებით.
წარმატებები!
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული