8 იანვარს, სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი" სტუმრად "სამპდორიას" დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"რა გვასწავლა "ინტერთან" წაგებამ? ლიდერობა შეგვეძლო რვაქულიანი უპირატესობით შეგვენარჩუნებინა, მაგრამ "მილანზე" მხოლოდ 5 ქულით მეტი გვაქვს. ხანდახან დამარცხდები, თუმცა ჩვენს სეზონს ჯერ კიდევ შეიძლება წარმატებული უწოდო. "ინტერთან" თამაშით იმედგაცრუებული ვართ, ის ვერ გავაკეთეთ, რაც გვსურდა. "სამპდორიასთან" ძირითად შემადგენლობაში სამი ან ოთხი ცვლილება გვექნება.
კვარაცხელია? დიახ, მას ყველაფერი არ გამოუვიდა. ის სივრცეს ეძებდა, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა და დამაჯერებლად თამაშობდა.
მე მისი პირველი დამცველი ვარ", - ციტირებს სპალეტის Football Italia.
კვარაცხელია? დიახ, მას ყველაფერი არ გამოუვიდა. ის სივრცეს ეძებდა, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა და დამაჯერებლად თამაშობდა.