მიქაუტაძემ თავის ყოფილ გუნდს ვერ გაუტანა - "მეცი" "ლიონთან" დამარცხდა

AutoSharing Option
საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ გასვლაზე „ლიონთან“ 1:2 დამარცხდა.

მიქაუტაძემ იმ კლუბის წინააღმდეგ ითამაშა, რომლის აღზრდილიცაა. მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრები კონტრიერიშებზე თამაშობდნენ და მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველს კარგი მომენტი ჰქონდა, როდესაც მეურვეს გაექცა, მაგრამ საჯარიმოდან გამოსულმა მეკარემ დაასწრო და არ გაატანინა. შემდეგ „ლიონმა“ ზეწოლა გააძლიერა და ბარკოლამ თავისი გუნდი დააწინაურა. 61-ე წუთზე გიორგი შეცვალეს, 63-ე წუთზე კი ჯალოუმ ანგარიში გაათანაბრა. მერე კიდევ ორი შანსი ვერ გამოიყენეს და გოლი თავად გაუშვეს - ბურთი საკუთარ კარში ფალი კანდემ ჩაჭრა.

„მეცი“
ლიგა 2-ში მე-6 ადგილზეა და 10 იანვარს გასვლაზე „ნიმს“ დაუპირისპირდება.

დღესვე თასზე ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ „რენს“ უმასპინძლებს.

ლიონი. „პარკ ოლიმპიკ ლიონე“
ლიონი - მეცი 2:1
გოლები: 1:0 ბარკოლა (60), 1:1 ჯალოუ (63), 2:1 ფალი კანდე (77, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული