ხვიჩამ უკეთ ითამაშა, "ნაპოლიმ" გაიმარჯვა და "იუვენტუსთან" სუპერმატჩი ელის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-17 ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „სამპდორია“ 2:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან აქტიური იყო, თამაშს ამწვავებდა, საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა იმაზე უკეთესი გახლდათ, ვიდრე წინა მატჩში და ცხადია, მალე ფორმაში ჩადგება.

„ინტერთან“ წაგების შემდეგ „აძურისთვის“ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მწვრთნელმა სპალეტიმ ისევ გამოუცხადა ნდობა კვარაცხელიას და სასტარტოში დააყენა. სტუმრებმა თავიდანვე შეუტიეს, ანგისა საჯარიმოში წააქციეს, მაგრამ პოლიტანომ პენალტი ვერ გამოიყენა. მასპინძლებმა იერიშებით უპასუხეს და მეკარე მერეტმა გადაარჩინა თავისი გუნდი. წვიმიან ამინდში შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ლამაზი სანახავი იყო და ოსიმენმა
ნეაპოლელები დააწინაურა. შემდეგ კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, ხელი ჰკრეს, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ცოტა ხანში ხვიჩა მცველს გაექცა, დაარტყა კიდეც და მიზანს ააცილა. 39-ე წუთზე კი ოსიმენი საჯარიმოსთან რინკონმა მოცელა და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. მერე ქართველი ლამაზი ფინტით მურიელს გასცდა, რომელიც ეუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ხვიჩამ პოლიტანოს პასი მიიღო და მახვილი კუთხიდან ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ მეტოქესთან უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა. კვარაცხელია 63-ე წუთზე შეცვალეს. 82-ე წუთზე ელმასმა პენალტი გაიტანა და სპალეტის გუნდმა გაიმარჯვა.

„ნაპოლი“ 44 ქულით ლიდერია და 13 იანვარს „იუვენტუსს“ უმასპინძლებს, რომელმაც ჩემპიონატზე ზედიზედ 8 გამარჯვება მოიპოვა.

გენუა. „ლუიჯი ფერარისი“

სამპდორია - ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 ოსიმენი (19), 0:2 ელმასი (82, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: პოლიტანო (6)
გაძევება: რინკონი (39)

მკითხველის კომენტარები / 50 /
სამპდორია, დღეს კატასტროფის წინაშე მდგომი გუნდია და მოდი გულახდილად ვთქვათ,არც ნაპოლი და არც ხვიჩა მათ წინააღმდეგ,საკმაოდ დამაჯერებლები ვერ იყვნენ.შემოდგომით თუ ტრავმირებული ხვიჩას არ ყოფნას,ნაპოლი თითქმის არ იტყობდა და რიგით მეტოქეებს მაინც ანადგურებდა,დღეს კაცნაკლულ სამპდორიასაც კი აძლევდა სახიფათოდ შეტევის საშუალებას.შესაძლოა შესვენების წინ მიღწეულმა დიდმა უპირატესობამ მოადუნა გუნდი.შესაძლოა რაიმე სხვა მიზეზია,მაგრამ ფაქტია,ეს ის ნაპოლი აღარ არის,სტიქიასავით რომ ანადგურებდა ირგვლივ ყველას და ყველაფერს.ძალიან,ძალიან სჭირდებოდათ ეს გამარჯვება და რაკი გაიმარჯვეს,ფსიქოლოგიურადაც ცოტას გაიმართებიან წელში.ხვიჩასაც დრო უნდა ფორმის და თავდაჯერებულობის დასაბრუნებლად და ნაპოლისაც.ამ გამარჯვებამ,მათ ეს დრო გაუხანგრძლივათ და მისი მეტოქეებიც ხომ ჰკარგავენ ქულებს.იუვენტუსი კი აგრძელებს გამარჯვებათა სერია,მაგრამ ბოლო ორი მატჩი,მატჩის მიწურულს მოიგო და თავისუფლად შეიძლებოდა,კრემონეზესთან წაეგო კიდეც(ბოლო წუთებზე ორჯერ მოხვდა ბურთი მათი კარის ძელს და თვითონაც ძელიდან ასხლეტილი ბურთი გაიტანეს).ასე რომ, აჰა და სასწაული ფორმა აკრიფესო,არც მათზე ითქმის.
სოსო
15:46 09-01-2023
1
რა საჭიროა ამდენი ვარაუდები და ასე იყო, ისე არის, ისე იქნება: მოდი რა, ვუგულშემატკივროთ და დავტკბეთ ამ ბიჭის თამაშით! რატო იყო ცუდი თამაში?! - იბრძოლა, იწევდა კარისკენ, დაცვას ეხმარებოდა! გოლი რო გაეტანა კაი იქნებოდა, მაგრამ ყოველთვის ვერ გაიტან! არაა რა, ასე მარტივი! წელის კუნთის მკურნალობა ისეთია, ცოტა აკლებს სისწრაფეს, მარა მალე ისევ ძველებურად ათამაშდება, თანაც არ დაგვავიწყდეს, გამოცდილებას იღებს!..
lekso
14:53 09-01-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული