სპალეტი: პენალტი კვარაცხელიას უნდა დაერტყა - დღეს შესანიშნავად ითამაშა

AutoSharing Option
"სამპდორიასთან" მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დასმულ კითხვაზეც უპასუხა, რომელმაც თავისი გუნდიდან Sofascore-ისგან ყველაზე დაბალი შეფასება (6.3) მიიღო:

"დღეს არავისთან არაფერი არ გვქონდა დასამტკიცებელი. "ინტერთან" უკეთესი შედეგისთვის შეგვეძლო მიგვეღწია. ისინი უკეთ გაისარჯნენ, ჩვენ კი უკეთ უნდა გვეთამაშა. დღეს რთული გამოწვევა გვქონდა და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

როგორ ითამაშა კვარაცხელიამ? ჩემი აზრით, შესანიშნავად. ის მეტოქის დაცვაში გასარღვევად სივრცეს ეძებდა და თავისი დრიბლინგის განხორციელებას ცდილობდა, მთელ მოედანზე შრომობდა და მეტოქესაც კი მეურვეობდა. ბევრს ფიქრობს
თუ არა? ფიქრი ცუდი არაა. თამაშის რიტმის დაბრუნება მართებს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ზურგის ტრავმის გამო უქმობა მოუწია.

პირველი პენალტი მას უნდა შეესრულებინა, მაგრამ მოედანზე სხვა ფეხბურთელებიც არიან და კარგია, თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან. გასაკვირი არაა, რომ შევცვალე, ვინაიდან 5 ცვლილების განხორციელების უფლება მაქვს.

პარასკევს "იუვენტუსთან" მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი შეხვედრა გვაქვს. სკუდეტოზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. დაველოდოთ ამ შეხვედრას და მერე ვილაპარაკოთ".

მკითხველის კომენტარები / 37 /
პენალტი უნდა დაარტყას ოსიმენმა. წელს ბომბარდირობისთვის იბრძვის და ხელი უნდა შეუწყონ. მე ასე ვფიქრობ. ხვიჩა უპენალტოდაც გაიტანს გოლებს. ვფიქრობ მინიმუმ 15გოლი იქნება მის ანგარიშზე. სერია А-ში ვგულისხმობ
დავით 67
01:34 10-01-2023
0
რადგან სპალეტი ამბობს, რომ პენალტი ხვიჩას უნდა დაერტყაო, ხვიჩას აუცილებლად უნდა აეღო პენალტის დარტყმა საკუთარ თავზე და არავისთვის არ უნდა დაეთმო ამის გაკეთება. თანაც მატჩი ახალი დაწყებული იყო. დარწმუნებული ვარ იგი შანსს ხელიდან არ გაუშვებდა, მთელ თამაშსაც ცრულიად სხვაგვარად ჩაატარებდა და კვლავ ჩვეულად გაგვახარებდა.
ამი
19:47 09-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული