"საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს ეხმაურება

AutoSharing Option
გუშინ, 8 იანვარს, სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი" "სამპდორიას" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ "ნაპოლის" ფეხბურთელები შეაფასა, ჩვენს ინტერესს კი ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია იწვევს. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"მართალია, ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა მისი ბოლო თამაშები საგანგაშოა. "ინტერთან" ჩაგდებული მატჩის შემდეგ, სამწუხაროდ, ქართველი საკუთარი თავის აჩრდილია. თითქოს კვარაცხელიას კონცენტრაციის პრობლემა აქვს. მსოფლიო ჩემპიონატამდე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა საკუთარი თავის აჩრდილია" - Eurosport-მა ხვიჩას თამაში 5 ქულით შეაფასა.

"ჩვეულ დონეზე ვერ ითამაშა, რამდენიმე სიტუაციაში სითამამე
დააკლდა, ბოლო პასი, კარში ზუსტი დარტყმა, მეტოქის მოტყუება, რამდენიმე შანსიც მიიღო, თუმცა ვერ გამოიყენა" - Tuttonapoli-მ ქართველს 6 ქულა დაუწერა.

"ინტერთან" წარუმატებელი მატჩის შემდეგ ფორმის აღდგენას კვლავ ვერ ახერხებს, მისგან მხოლოდ უმაღლესი დონის თამაშებს ვართ მიჩვეულნი. "სამპდორიას" წინააღმდეგ კი დრიბლინგის გაკეთებაც უჭირდა" - Tuttomercatoweb-ი "კვარას" გუშინდელ მატჩს 5 ქულით აფასებს.

"ფორმა რაც შეიძლება მალე უნდა აღიდგინოს. როდესაც მარცხენა ფლანგზე ბურთს იღებს, მუდამ წინსვლას ცდილობს, თუმცა ის ფეთქებადობა და სითამამე, რაც სეზონის პირველ ნაწილში გააჩნდა, თითქოს გაქრა" - Persemprenapoli-მ ხვიჩას 6 ქულა დაუწერა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს გათამაშებას 44 ქულით ლიდერობს. "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 13 იანვარს "იუვენტუსთან" გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

alt"ნაპოლისა" და "რომას" ფანებმა იჩხუბეს [VIDEO]

altსაოცრება "სან სიროზე" - "რომამ" "ნაპოლის" დიდებული საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]

altსპალეტი: პენალტი კვარაცხელიას უნდა დაერტყა - დღეს შესანიშნავად ითამაშა


მკითხველის კომენტარები / 32 /
როგორ ცვალებადია ეს ცხოვრება, პატარა ფეხის აცდენა და ეგრევე დაესივნეენ ხვიჩას წურბელებივიიით... 13-ში, იუვესთან ოსიმენს ერთ საგოლე პასს გაუკეთეეებს და ერთსაც თვითონ გაიტანს(სავარაუდოდ პენალტით) და ატყდება ისეეევ...ოოოო ეეს ხომ მეორე მარადონააა...არა უკაცრავააად, კვარადონააა.... მიდი ხვიჩა, გაააკეთე იიის რაც შეეენ იცი და რაააც გამოგდიიის....მეტი საფეხბურთო თავხედობა... ფორსა ხვიჩა...
გიორგი-50
09 იანვარი 2023 23:15
0
გჯერავს რასაც წერ? P.s. ნახეს ინტერმა რაც მოუწყო, იგივე გაიმეორა სამპდორიამ და კვარაცხელია ის არარის რა თქმა უნდა რომ 2/3 კაცს + უხეშად თამაშს რამე დაუპირისპიროს და ნახავთ რამოდენიმე ტურში საერთოდ დასვავს ასე ვთქვათ ზამენაში.ღმერთმა არ ქნას ჩემი სიტყვები გამართლდეს მაგრამ აშკარად მოედანზე არ არის რაღაც აწუხებს ფაქტია,,, ჩემი აზრით რაც ფედერერს სჭირდა ბოლო წლებში,ხედავდა ვერაფერს ვერ უხერხებდა მოწინააღმდეგეს და შეიძლება 1-6, 2-6 იც წაეგო. მსგავს დაავადებას სპორტში კიდევ ერთხელ იზმენას ვეძახით...
J.g.
10 იანვარი 2023 06:22
4
ბებერო ქალბატონო, ხვიჩა თქვენთვის ილესავს კბილებს
Bmb
09 იანვარი 2023 23:01
0
სად გაქრა დრიბლინგები,მოედნის ხედვა,სასწაული პასები,აზროვნება.უცბად ასე კაცის შეცვლა?თითქოს თავში რაღაცა გადაუტრიალდა.სპალეტის და მთელ ნეაპოლს ბრწყინვალე ხვიჩა ჭირდება და ასეთ ხვიჩას რომელიც ყველაზე სუსტი იყო ნაპოლში ბევრ ლოიალობას არავინ დაუწყებს.იუვესთანაც თუ ჩაგდო ძირითადიდან ამოაგდებენ.უნდა ვაღიაროთ რომ დღეს ალმასი უკეთესად თამაშობს.
მაგარ გატეხილში ვარ
09 იანვარი 2023 19:50
6
ბიჭო ჭკვიანურად მაინც ბლოკავდეთ თქვე კაი ხალხო, ამდენი ვწერე და გგონიათ ცუდი დავწერე რაღაცა, ან რამე გესმოდეთ ფსიქოლოგიაში, ან ფეხბურთში და ან ჟურნალისტიკაში. აზრზე არ ხართ არაფრის! ერთი ღვითასავარია აქ ადეკვატური ცოტა და დანარჩენი სოფლის კლუბია და იყავით და წერეთ მაშინ თქვენ. ამდენი ნაწერი დააჭირა ვიღაცამ და დაბლოკა. ხოდა იყავით აწი, დავწერ იმდეანად იშვიათად, რომ უბრალოდ ხვიჩას რამე არ დააკლდეს და ფეხბურთელებს თორე თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ. მიდი ესეც დაბკლოკეთ ან გაუშვით და გამოჩნდება როგორი დემოკრატიაა თქვენ გვერდზე :)) ეჰ
კაპიტან გარდენბურგი
09 იანვარი 2023 19:27
1
საერთოდ რა საჭიროა მოდერაცია?! საბჭოთა კავშირში ვართ, ცენზურა რომ იყოს?! დაწერა კაცმა-გამოუქვეყნე. ერთადერთი, გინება და წყევლა-კრულვა წაიშალოს.
ციციკორე
10 იანვარი 2023 07:38
0
ამდენ წუწუნს, დაელოდე შე კაი კაცო, იქნებ არავისაც აფ დაუბლოკავს შენი ნაწერი და უბრალოდ სწრაფად ვერ გამოქვეყნდა! ეხლა ხომ ხედავ რო სულ ტყუილად მოიშალე ნერვები!
გიორგი
09 იანვარი 2023 22:08
3
სპალეტის კოლექტიურად მოთამაშე გუნდი უნდა, ხვიჩა ინდივიდუალისტია, მიკვირს, აქამდე როგორ გასძლეს ერთად ერთმანეთის ქებაში. ფაქტია, სპალეტის ხვიჩა არ უნდა, მაგრამ მედია+ფანები დიდი ძალაა და დღეს ხვიჩასკენ არიან. ვფიქრობ, ხვიჩას "ნაპოლიდან" წასვლა მოუწევს
უტა
09 იანვარი 2023 17:55
1
ამ იტალიელებს კაცი ვერ გაუგებს,ერტი ან ორი ტამაში ტუ ვერ იტამაშე დაგმარხავენ,ერტი ტამაში ტუ მაგრა იტამაშე გაგახმერტებენ,ეს მარტო კვარაზე არ მომხტარა ბევრ კაი მოტამაშეზეც უტკვამტ,მაგატგან ეს მოსული და ახალი არ არის.იუვენტუსტან ტუ კვარამ გაიბრცხინა და საერტოდ იმ ტამაში გოლი ტუ შეაგდო იციტ რას იტხვიან? ფეხბურტის გენიოსი არისო, ნუ ეგეტი ხალხია ეგენი,ნეაფოლში ფეხბურტის მეფე არისო იტხვიან იმიტომ რომ ტურინელები და ნეაფოლელები ერტმანეტს ვერ იტამენ.ვინც იცის დამეტანხმებიტ.ხმერტმა ისე ინებოს და 13-ში კვარას გოლიტ მოეგოს ნაფოლის.მჩედლიცეს მერე მეორე კარტველი იკნება კვარა გოლის ტუ შეუგდებს იუვეს.ხმერტმა დალოცოს და გაეხარებინოს ხველას გული 13-რიცხვში.
kaxa
09 იანვარი 2023 17:10
1
საერთოდ არ მინდა ჭორაობა და კვარას მიმართ რა დამოკიდებულებაც მაქვს ვიღაცეებს ემახსოვრებათ, მაგრამ აუცილებელი მგონია ამის დაწერა, რასაც ეხლა დავწერ:

ჩაკვეტაძეს შეყვარებული რომ ჩავიდა ბელგიაში თუ იქ გაიჩინა არ ვიცი, ის ქართველი გოგონა, ფოტო რომ დაიდო პარალელურად კაცმა, მაშინ დაასრულა ყველაფერი ლამის. იმედია ეხლა ამოქაჩავს. აქ კონკრეტულად რომელიმე გოგოს ბრალი კი არაა რამე, აქ საქმე რუტინაშია და ყოველდღიურ წვრილმანებში. ხვიჩა მისმინე, ჭკუის სწავლება არ მინდა, უბრალოდ ასაკი შენზე მეტი მაქვს და მინდა რომ იცოდე, როდესაც ქალი , როგორი უსაყვარლესიც და გადასარევიც არ უნდა იყოს, შემოვა იმ საქმეში, რომელიც იქამდე ენთუზიაზმით და ბავშური სიხალისით იყო სავსე, დიდია ხიფათი რომ ეს საქმე გადაიქცეს ძალაუნებურად მხოლოდ პასუხისმგებლობად და სრულიად სხვა ელფერი მიიღოს. ფეხბურთი თამაშია! ეს მეცნიერება არაა და ამიტომ უხდებოდა მას ის შენი ენთუზიაზმი, სილაღე და ბავშვურობა. ყველანაირი დიდი ფული, ამდენი უზნეო ჟურნალისტი, უთავმოყვარეო ყოფილი ფეხბურთელი და ე.წ. საზოგადოების წევრები, ვინც ჩადიან ამ კაცთან და უთავმოყვარეოდ ეტენებიან, ამძიმებენ მაქსიმალურად უამრავი რაღაცით, რაც არ ეხება ფეხბურთს, ეს ყველაფერი ხელს უშლის ხვიჩას ნიჭს და მის თავისებურებას. მესიმ შეინარჩუნა ეს ბავშურობა და ენთუზიაზმი, მაგრამ მესი არგენტინელია და ქართველ კაცს უფრო დიდი ცდუნება აქვს ნაადრევად ოჯახურ რუტინაში გადაეშვას, ამიტომ მგონია რომ ადრეა ჯერ მთლიანად გადაშვება ამ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობების აღება, პატრიარქთან ურთიერთობებზე გასვლა და ასე.შ იმიტომ კი არა რომ ცუდია ამაში რამე, არამედ იმიტომ რომ ჯერ ბავშვია იყო ხვიჩა და ნაადრევად ნუ თხოვთ დაბერებას და დაბმას სადღაც ან რაღაცაზე.

ამიტომ ჩემი მეგობრული რჩევაა, ის კი არა ვინმეს თავი დაანებო და რამეს და ჭკუა გასწავლო რა უნდა ქნა, უბრალოდ დაიცავი წონასწორობა მეგობარო - სანამ ახალგაზრდობაში საყვარელი გოგონასთან რაღაც დისტანცია მაინც არსებობს, სიყვარულიც ხომ უფრო ლაღი და ამაღლებულია, უფრო სუფთა, გახსოვთ გალაქტიონის "რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი"... შეეცადე რომ ფეხბურთი სრულიად ცალკე იყოს ოჯახური ცხოვრებიდან და ფულიდან, თორემ მას გართობათ ვეღარ აღიქვამ და არადა შენში რაც ბუნებრივი ნიჭია, სწორედ ესაა, რომ თავისუფლად, სტიქიურად თამაშობ და გიხარია თამაშის გრძნობა.

ამიტომ საქმე საქმედ, ცოლი ცოლად, ფეხბურთი ფეხბურთად. ყველაფერს თავისი ადგილი და წონასწორობა სჭირდება. არ გეწყინოს, დიდ სიხარულს, სპორტულ გამარჯვებებს, ჯანმრთელობას და ოჯახურ ბედნიერებას გისურვებ. მიდი მიაწექი ხვიჩა

კაპიტან გარდენბურგი
09 იანვარი 2023 15:32
1
ეგ შეყვარებული აქამდეც არსებობდა და აქამდეც სულ ხვიჩასთან ერთად იყო, მაშინ როცა ხვიჩა დაფრინავდა და გოლებს მას უძღვნიდა. უნდა ტეხავდეს მსგავსი მოწოდებები მაგრამ რას ვიზამთ. იმ დონეზე არიან ადამიანები, სხვისი პირადი ცხოვრების გარჩევას არ ერიდებიან და ამას ხმამაღლა აჟღერებენ.
სამწუხაროა ძალიან.
ორი თამაში ჩაუვარდა და მონახეთ ხო ეგრევე დამნაშავე? გოგონა არის რათქმაუნდა ყველაფერში დამნაშავე. აქამდე მოტივაცია არისო შეყვარებულიო ეგრე იძახდით, როცა დაფრინავდა და ახლა დამნაშავედ და ხელის შემშლელად გამოიყვანეთ?
ის გოგოც ბავშვია და რა უფლებით ეხებით სხვა ადამიანების ურთიერთობას და გამოგაქვთ აქ ჭორების სახით?
ვინ გეკითხებათ სხვის ცხოვრებას ციციკორეებო!!
გგონიათ მაგით კარგ საქმეს აკეთებთ?
ერთხელ და სამუდამოდ აღარ უნდა გახდეს სამარცხვინო და დასაცინი სხვის პირადზე შეხება?
ისეთი რამეებია ამ ქვეყანაში დასაცინი და მსგავს აზროვნებას ტაშით ეგებებიან.
საოცრება პირდაპირ!
!!
10 იანვარი 2023 00:07
5
ძალიან მართებული ნააზრევია!
aburjga
09 იანვარი 2023 22:17
1
ხვიჩას თამაში რაც მთავარია,სპალეტიმ შეაფასა დადებითად .ამასთანავე პასებსაც არ აძლევენ და არ ტვირთავენ.კიდევ ის,რომ ალბათ დავალებას აძლევენ პასები გააკეთოს და თვითონ არ გაამწვავა თამაში.საყურადღებოა რა დავალებას აძლევს მწვრთნელი.
კიდევ ის,რომ რაც ყველაფრის სტატისტიკადაიწყეს და ამით ფასდება ფეხბურთელის დონე და ფასიც,ფეხბურთელებიც ცდილობენ, რომ არ გაამწვავონ თამაში და იქვე მისცენ ასპროცენტიანი პასი,ვიდრე სათუო გრძელი და გამჭოლი პასი გააკეთონ.ეს ფეხბურთელსაც აფუჭებს და თამაშიც უინტერესო ხდება.მარტივი ხდება მოკლე მოკლე პასებით თამაში.თუ დრიბლინგი გააკეთა და ბურთი დაკარგა,ხომ სულ მთლად საფლავში ჩადებენ და ასე შემდეგ .სანამ ესეთი სტატისტიკური შეფასებები არსებობს,თამაშებიც და ინდივიდუალიზმი არ იქნება საინტერესო და მიმზიდველი საყურებლად.მესხი შეიძლება სულ ერთ ადგილზე მდგარიყო ერთი საათი,მაგრამ ერთ წუთში ისეთ რამეებს გააკეთებდა....მოკლეთ ის ინდივიდუალური თამაშები,ყიფიანის გრძელი პასები,გუცაევის დრიბლინგები დღეს ამის გამო აღარ არის და ფეხბურთელებსაც ნუღარ გავამტყუნებთ.ხვიჩაც ეგრეა,რასაც ეუბნებიან იმას აკეთებს და ამიტომაც აქებს მწვრთნელი,რომ მის დავალებას ასრულებს და ისე არ თამაშობს,როგორც თვითონ უნდა.თავისუფლება რომ მისცენ,შეიძლება ათჯერ დაკარგოს ბურთი,მაგრამ ერთხელ გაიბრწყინა,მაგრამ მერე სტატისტიკა?ამაშია საქმე
რომანი
09 იანვარი 2023 15:29
7
ხვიჩას თამაში რაც მთავარია,სპალეტიმ შეაფასა დადებითად .ამასთანავე პასებსაც არ აძლევენ და არ ტვირთავენ.კიდევ ის,რომ ალბათ დავალებას აძლევენ პასები გააკეთოს და თვითონ არ გაამწვავა თამაში.საყურადღებოა რა დავალებას აძლევს მწვრთნელი.
კიდევ ის,რომ რაც ყველაფრის სტატისტიკადაიწყეს და ამით ფასდება ფეხბურთელის დონე და ფასიც,ფეხბურთელებიც ცდილობენ, რომ არ გაამწვავონ თამაში და იქვე მისცენ ასპროცენტიანი პასი,ვიდრე სათუო გრძელი და გამჭოლი პასი გააკეთონ.ეს ფეხბურთელსაც აფუჭებს და თამაშიც უინტერესო ხდება.მარტივი ხდება მოკლე მოკლე პასებით თამაში.თუ დრიბლინგი გააკეთა და ბურთი დაკარგა,ხომ სულ მთლად საფლავში ჩადებენ და ასე შემდეგ .სანამ ესეთი სტატისტიკური შეფასებები არსებობს,თამაშებიც და ინდივიდუალიზმი არ იქნება საინტერესო და მიმზიდველი საყურებლად.მესხი შეიძლება სულ ერთ ადგილზე მდგარიყო ერთი საათი,მაგრამ ერთ წუთში ისეთ რამეებს გააკეთებდა....მოკლეთ ის ინდივიდუალური თამაშები,ყიფიანის გრძელი პასები,გუცაევის დრიბლინგები დღეს ამის გამო აღარ არის და ფეხბურთელებსაც ნუღარ გავამტყუნებთ.ხვიჩაც ეგრეა,რასაც ეუბნებიან იმას აკეთებს და ამიტომაც აქებს მწვრთნელი,რომ მის დავალებას ასრულებს და ისე არ თამაშობს,როგორც თვითონ უნდა.თავისუფლება რომ მისცენ,შეიძლება ათჯერ დაკარგოს ბურთი,მაგრამ ერთხელ გაიბრწყინა,მაგრამ მერე სტატისტიკა?ამაშია საქმე
რომანი
09 იანვარი 2023 15:27
5
სპალეტი იცავს.მშვენივრად ხედავს რო ფორმაში ვერაა და იმიტომ.მარა ამ დონეზე არავინ გაპატიებს ფორმიდან ამოვარდნას.სულ არ აინტერესებს არავინ შეყვარებულია თუ წალენჯიხაში იყო საქეიფოდ!ყველა ვგულშემატკივრობთ კვარას მარა სიმართლე ესაა.
გიორგი IV
09 იანვარი 2023 20:26
2
იმის გაკეთება დაუშალეს რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა,ყველასგან გამოარჩევდა და რისტვისაც ყველას მოგვწონდა.
უშანგი
09 იანვარი 2023 15:12
4

სიახლეები პოპულარული