"საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს ეხმაურება

AutoSharing Option
გუშინ, 8 იანვარს, სერია A-ს მე-17 ტურში "ნაპოლი" "სამპდორიას" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ "ნაპოლის" ფეხბურთელები შეაფასა, ჩვენს ინტერესს კი ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია იწვევს. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"მართალია, ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით, თუმცა მისი ბოლო თამაშები საგანგაშოა. "ინტერთან" ჩაგდებული მატჩის შემდეგ, სამწუხაროდ, ქართველი საკუთარი თავის აჩრდილია. თითქოს კვარაცხელიას კონცენტრაციის პრობლემა აქვს. მსოფლიო ჩემპიონატამდე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა საკუთარი თავის აჩრდილია" - Eurosport-მა ხვიჩას თამაში 5 ქულით შეაფასა.

"ჩვეულ დონეზე ვერ ითამაშა, რამდენიმე სიტუაციაში სითამამე
დააკლდა, ბოლო პასი, კარში ზუსტი დარტყმა, მეტოქის მოტყუება, რამდენიმე შანსიც მიიღო, თუმცა ვერ გამოიყენა" - Tuttonapoli-მ ქართველს 6 ქულა დაუწერა.

"ინტერთან" წარუმატებელი მატჩის შემდეგ ფორმის აღდგენას კვლავ ვერ ახერხებს, მისგან მხოლოდ უმაღლესი დონის თამაშებს ვართ მიჩვეულნი. "სამპდორიას" წინააღმდეგ კი დრიბლინგის გაკეთებაც უჭირდა" - Tuttomercatoweb-ი "კვარას" გუშინდელ მატჩს 5 ქულით აფასებს.

"ფორმა რაც შეიძლება მალე უნდა აღიდგინოს. როდესაც მარცხენა ფლანგზე ბურთს იღებს, მუდამ წინსვლას ცდილობს, თუმცა ის ფეთქებადობა და სითამამე, რაც სეზონის პირველ ნაწილში გააჩნდა, თითქოს გაქრა" - Persemprenapoli-მ ხვიჩას 6 ქულა დაუწერა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს გათამაშებას 44 ქულით ლიდერობს. "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 13 იანვარს "იუვენტუსთან" გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

alt"ნაპოლისა" და "რომას" ფანებმა იჩხუბეს [VIDEO]

altსაოცრება "სან სიროზე" - "რომამ" "ნაპოლის" დიდებული საჩუქარი გაუკეთა [VIDEO]

altსპალეტი: პენალტი კვარაცხელიას უნდა დაერტყა - დღეს შესანიშნავად ითამაშა


მკითხველის კომენტარები / 32 /
ცოტა პრობლემები აქვს ხვიჩას, მაგრამ აჩრდილი გადამეტებულია... იუვესთან უნდა დაამტკიცოს თავისი ძალის სიდიადე!
ლაშა
09 იანვარი 2023 12:47
8
რაღაც მანდრაჟის ნიშნებს ვხედავ მის თამაშში, გართულებაზე აღარ მიდის, ამაზე ამბობენ ფეხებს უფრთხილდებაო, ასეთების ადგილი კი რეზერვშია, ამიტომ სანამდე ამას სპალეტი შეამჩნევდეს უნდა გამოასწოროს, ანუ ძველებურად თამამი გახდეს. საყვედური პარტნიორებსაც ეკუთვნით, ბურთს მაშინ აძლევენ, როცა მის წინ 2-3 მცველია, მის თავისუფალ ზონაში შერბენას არ ეხმაურებიან, ეს კი მწვრთნელმა უნდა შეამჩნიოს და გამოასწორებინოს პარტნიორებს.
ჟორა
09 იანვარი 2023 11:48
3
ექნება ფსიგოლოგიური პრობლემები აბა რა იქნება. ტრქმვა მერე აქ პრეზერვატივზე მივახატეთ. იქ რუსეთს რატო არ აგინებო. აქეთ პატრიარქს რატო უკოცავო. არ დაგვავიწყდეს ჯერ 21 წლისაა . ეას მის პოზიციაზე 3 სეზონში 8 თუ 9 გოლო ქონდა გატანილი და ნუ შევჭამეთ ბიჭი ყველაფერი კარგად იქნება.
ბოკინიო
09 იანვარი 2023 12:10
9
ზოგადად შეფასება რთულია. თუნდაც ის მომენტი, რო გვერდიდან შევიდა და ააცილა, რომ გაეტანა უკვე საკმარისი იქნებოდა რო ეთქვათ. რომ კვარა ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა, ასე რომ ყველაფერი წინაა, ერთი გოლი მოუხსნიდა ყველა ფსიქოლოგიურ პრობლემას, წარმატებები იუვესთან!!!
მინდია
09 იანვარი 2023 13:37
0
იუვესთან თამაში იქნება გადამწყვეტი, ღმერთმა არ ქნას-მორიგი უფერული თამაში და სათადარიგოზე აღმოჩნდება ჩვენი იმედი,ყველა განსაკუთრებით ემზადება მის წინააღმდეგ და გასაგებია თანდათან გაუჭირდება. მაგრამ იმედია გაუძლებს სხვადასხვა გამოწვევებს, სათანადო გარემო აქვს და დაეხმარებიან ფსიქოლოგიურ სტაბილურობაში...,
გუსანი
09 იანვარი 2023 11:04
3
ხვიჩა ყურებამდე შეყვარებულია, აი მიზეზი. ამ დროს თავი გაქვს დაკარგული, სხვაზე არაფერზე არ ფიქრობ, ეს უქნა პარიზში დასვენებამ. ვისაც გამოუცდია დამეთანხმება.
ბადრი
09 იანვარი 2023 11:51
15
სხვის პირადზე ჭორაობა არ გიტყდებათ? ეგ შეყვარებული აქამდეც არსებობდა,როცა ხვიჩა ბრწყინავდა და გოლებს უძღვნიდა.
მაშინ იძახდით მოტივაციააო და ახლა ხელის შემშლელია?
ყველგან როგორ უნდა გამოავლინლთ საკუთარი სიმცირე და სხვის პირადზე ორღობულად იჭორაოთ!
უნდა ტეხავდეს წესით მაგრამ რასაც აქ კაცების ჭორაობას ვუყურებ არვიცი რა ვთქვა...
!!
09 იანვარი 2023 12:03
1
საერთოდ არ მინდა ჭორაობა და კვარას მიმართ რა დამოკიდებულებაც მაქვს ვიღაცეებს ემახსოვრებათ, მაგრამ აუცილებელი მგონია ამის დაწერა, რასაც ეხლა დავწერ:

ჩაკვეტაძეს შეყვარებული რომ ჩავიდა ბელგიაში თუ იქ გაიჩინა არ ვიცი, ის ქართველი გოგონა, ფოტო რომ დაიდო პარალელურად კაცმა, მაშინ დაასრულა ყველაფერი ლამის. იმედია ეხლა ამოქაჩავს. აქ კონკრეტულად რომელიმე გოგოს ბრალი კი არაა რამე, აქ საქმე რუტინაშია და ყოველდღიურ წვრილმანებში. ხვიჩა მისმინე, ჭკუის სწავლება არ მინდა, უბრალოდ ასაკი შენზე მეტი მაქვს და მინდა რომ იცოდე, როდესაც ქალი , როგორი უსაყვარლესიც და გადასარევიც არ უნდა იყოს, შემოვა იმ საქმეში, რომელიც იქამდე ენთუზიაზმით და ბავშური სიხალისით იყო სავსე, დიდია ხიფათი რომ ეს საქმე გადაიქცეს ძალაუნებურად მხოლოდ პასუხისმგებლობად და სრულიად სხვა ელფერი მიიღოს. ფეხბურთი თამაშია! ეს მეცნიერება არაა და ამიტომ უხდებოდა მას ის შენი ენთუზიაზმი, სილაღე და ბავშვურობა. ყველანაირი დიდი ფული, ამდენი უზნეო ჟურნალისტი, უთავმოყვარეო ყოფილი ფეხბურთელი და ე.წ. საზოგადოების წევრები, ვინც ჩადიან ამ კაცთან და უთავმოყვარეოდ ეტენებიან, ამძიმებენ მაქსიმალურად უამრავი რაღაცით, რაც არ ეხება ფეხბურთს, ეს ყველაფერი ხელს უშლის ხვიჩას ნიჭს და მის თავისებურებას. მესიმ შეინარჩუნა ეს ბავშურობა და ენთუზიაზმი, მაგრამ მესი არგენტინელია და ქართველ კაცს უფრო დიდი ცდუნება აქვს ნაადრევად ოჯახურ რუტინაში გადაეშვას, ამიტომ მგონია რომ ადრეა ჯერ მთლიანად გადაშვება ამ ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობების აღება, პატრიარქთან ურთიერთობებზე გასვლა და ასე.შ იმიტომ კი არა რომ ცუდია ამაში რამე, არამედ იმიტომ რომ ჯერ ბავშვია იყო ხვიჩა და ნაადრევად ნუ თხოვთ დაბერებას და დაბმას სადღაც ან რაღაცაზე.

ამიტომ ჩემი მეგობრული რჩევაა, ის კი არა ვინმეს თავი დაანებო და რამეს და ჭკუა გასწავლო რა უნდა ქნა, უბრალოდ დაიცავი წონასწორობა მეგობარო - სანამ ახალგაზრდობაში საყვარელი გოგონასთან რაღაც დისტანცია მაინც არსებობს, სიყვარულიც ხომ უფრო ლაღი და ამაღლებულია, უფრო სუფთა, გახსოვთ გალაქტიონის "რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი"... შეეცადე რომ ფეხბურთი სრულიად ცალკე იყოს ოჯახური ცხოვრებიდან და ფულიდან, თორემ მას გართობათ ვეღარ აღიქვამ და არადა შენში რაც ბუნებრივი ნიჭია, სწორედ ესაა, რომ თავისუფლად, სტიქიურად თამაშობ და გიხარია თამაშის გრძნობა.

ამიტომ საქმე საქმედ, ცოლი ცოლად, ფეხბურთი ფეხბურთად. ყველაფერს თავისი ადგილი და წონასწორობა სჭირდება. არ გეწყინოს, დიდ სიხარულს, სპორტულ გამარჯვებებს, ჯანმრთელობას და ოჯახურ ბედნიერებას გისურვებ. მიდი მიაწექი ხვიჩა

კაპიტან გარდენბურგი
09 იანვარი 2023 15:32
1
ეგ შეყვარებული აქამდეც არსებობდა და აქამდეც სულ ხვიჩასთან ერთად იყო, მაშინ როცა ხვიჩა დაფრინავდა და გოლებს მას უძღვნიდა. უნდა ტეხავდეს მსგავსი მოწოდებები მაგრამ რას ვიზამთ. იმ დონეზე არიან ადამიანები, სხვისი პირადი ცხოვრების გარჩევას არ ერიდებიან და ამას ხმამაღლა აჟღერებენ.
სამწუხაროა ძალიან.
ორი თამაში ჩაუვარდა და მონახეთ ხო ეგრევე დამნაშავე? გოგონა არის რათქმაუნდა ყველაფერში დამნაშავე. აქამდე მოტივაცია არისო შეყვარებულიო ეგრე იძახდით, როცა დაფრინავდა და ახლა დამნაშავედ და ხელის შემშლელად გამოიყვანეთ?
ის გოგოც ბავშვია და რა უფლებით ეხებით სხვა ადამიანების ურთიერთობას და გამოგაქვთ აქ ჭორების სახით?
ვინ გეკითხებათ სხვის ცხოვრებას ციციკორეებო!!
გგონიათ მაგით კარგ საქმეს აკეთებთ?
ერთხელ და სამუდამოდ აღარ უნდა გახდეს სამარცხვინო და დასაცინი სხვის პირადზე შეხება?
ისეთი რამეებია ამ ქვეყანაში დასაცინი და მსგავს აზროვნებას ტაშით ეგებებიან.
საოცრება პირდაპირ!
!!
10 იანვარი 2023 00:07
5
ძალიან მართებული ნააზრევია!
aburjga
09 იანვარი 2023 22:17
1
ყველა ნუ გავხდებით ფეხბურთის უზადო მცოდნენი,ვერ გამოგვივა, ხვიჩა თავის საქმეს ბევრზე უკეთ აკეთებს,თუნდაც ნაპოლიში, საუბედუროდ დაიწყეს მისი დამტვრევა,შეესაბამება?კვარაცხელია ეფექტიური დრიბლინგები,მის ანაზღაურებას,არა.,გვიყვარსო ვიძახით და აბა შენ იციო, რომ ღმუიან ბევრი რეფორტიორები,რომელთაგანაც ბევრი რეფორტიორების პაროდიაც ვერაა,და უი კომენტატორებიც რომ გაჰკივიან,ისე ვერ თამაშობს როგორც ადრეო,თუმცა არც ფეხბურთის ბაი ბურშიც არიან და ალბათ თავიანთი პროფესიებისაც არა გეგებათ რა. .ან სპალეტია დიდი ტროფეების მფლობელი თუ მაისაშვილი ან ტყემალაძე არიან უდიდესი რაგბის სტრატეგები მსოფლიოში,ქადაგად რომ გაიკრიფენ,ამიტომ ყველამ თავთავინთი საქმე აკეთოს ამომწურავად,ჩუმად შესაძლებლობებიდან თვისი, და შეეშვა სიტყვების ბრახუნით,ჰაერის რხევას ეთერში.ყველას კი თავს ვერშეაყვარებ,რაც არ უნდა მაგარი - ზეინკალი,პურის მცხობელი,ექიმი,ინჟინერი.....თუ ფეხბურთელი იყვე,რა? უნიჭიერეს პოლიტიკოსს არ დამართვია-უუფს ,რამდენიც გსურთ,და დეგენერატი სპეციალისტები კი,ხომ ყოველ ნაბიჯზე გვხვდებიან,მითუმეტეს ჩვენთან,მასიურად,კარგები,გამრჯენი კი თითო ოროლა თუა.ერს აერთიანებს ,აძლიერებს,თავთავიანთი საქმის ცოდნა,უკლებლივ, ყველას მიერ,და მუდამჟამს, და არა ეპიზოდურად გარჯა ხარისხიანად, წამ და უწუმ მკერდში ბრახუნით,ღრიალით სხვათა გასაგონად ,სამშობლოს სიყვარული,"საქმითა თვისითა საჩინოდ"- ფასობს.
ზ.მ.
09 იანვარი 2023 12:13
13
რას იზამ. შენც არ იცი წერა, მაგრამ ამხელა რაღაცა დაწერე. დაგიშალა ვინმემ? ))
ვვვ
09 იანვარი 2023 13:03
3
სწორი სათაური,ნამდვილად ჩრდილია.სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
ჩემი აზრით
09 იანვარი 2023 11:37
9
იმის გაკეთება დაუშალეს რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა,ყველასგან გამოარჩევდა და რისტვისაც ყველას მოგვწონდა.
უშანგი
09 იანვარი 2023 15:12
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული