ცნობილი იტალიური გამოცემა Calciomercato ტურის ცენტრალური დაპირისპირების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.
"სამპდორიასთან" გამარჯვების შემდეგ "ნაპოლი" პირველი წრის დასრულებამდე 2 ტურით ადრე სერია A-ს ზამთრის ჩემპიონი გახდა. სპალეტის გუნდი "იუვენტუსსა" და "მილანს" 7 ქულით უსწრებს. "პარტენოპეის" ამ წარმატებაში უდიდესი როლი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი არც ისე კარგ ფორმაშია, ორთვიან პაუზას "კვარასთვის" კარგი არაფერი მოუტანია.
ხვიჩამ
კვარაცხელიამ ნეაპოლში დაამტკიცა, რომ უნიჭიერესი ფეხბურთელია. "იუვენტუსთან" მატჩში "კვარა" სცენაზე უნდა დაბრუნდეს, ხვიჩა "შავ-თეთრებთან" მატჩში მაცდურ შანსს მიიღებს. "იუვე" 3 დღეში "მარადონაზე" ჩავა. განსაკუთრებულ შეხვედრას განსაკუთრებული მოთამაშე სჭირდება, ქართველმა "ნაპოლის" გულშემატკივრები აღტაცებაში კიდევ ერთხელ უნდა მოიყვანოს, რადგან ამ მატჩს 3 ქულზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს" - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს გათამაშებას 44 ქულით ლიდერობს, "იუვენტუსი" და "მილანი" კი 37-37 ქულით მეორე ადგილს იყოფენ.
ხვიჩას "ნაპოლისთან" "იუვენტუსს" უჭირს - მეკარის გაძევება, ექსმოთამაშის დუბლი - 5 Top მატჩი [PHOTOS]
"საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს ეხმაურება
როცა ოსიმენი შეუჩერებელია - "იუვენტუსთან" "ნამდვილი" კვარაცხელია უნდა ვნახოთ!..
იუვესთან უნდა გაგიჟდეს, აუცილებლად გოლი გაიტანოს.
არ არის ასე.
კვარა ნელნელა დაიბრუნებს ფორმას
ჯერ რა მკურნალობა ჩუტარეს ნემსების
ზემოქმედების ქვეშაც არის ალბათ.
არავითარი წნეხი
ინტერთან თამაში არ იყო. მაგას უფრო ცემა ეწოდება. შკრინიარმა და ძმანმა მისმა კლასიკური იტალიური, ანტიფეხბურთი იჭიდავეს (ეტყობა მატერაცისგან ისწავლეს). შედეგზე ორიენტირებულები იყვნენ და მიზნის მისაღწევად ყველა გზა მისაღებიას პრინციპით კვარა კარგად გაგვილახეს. მსაჯიც მგონი სხვაგან იყო, ან ბარათები დაავიწყდა.
არც სხვა ნაპოლელები იყვნენ უკეთესები. ჟელინსკი, ლობოტკა, ანგისა თავს არ ჰგავდნენ.
სამპდორიასთან გაცილებით უკეთესები იყვნენ, თუმცა მოწინააღმდეგის კლასი გასათვალისწინებელია. მაგრამ ზოგადად სათამაშო მონახაზი, სქემები, სივრცეები, თითქოს უკეთესი იყო. ელმასს რატომ არ ენდობიან ცენტრში სათამაშოთ ვერ ვიგებ. მომენტებში საუკეთესოც იყო. კვარა ბევრად სჯობდა ინტერის კვარას. თუმცა მუდმივად გაკრული მარცხენა ბროვკაზე ადვილი წასაკითხია (ეს სპალეტის ჩანაფიქრი უფროა). სისწრაფეც ცოტა უკეთესი იყო, მაგრამ ჯერ შორს არის მისი შესაძლებლობისგან. იმედია ყველაზე მეტ ყურადღებას ამ კომპონენტს დაუთმობს. სისწრაფე ყველაფერში, აზროვნებში, ბურთთან მოპყრობაში, გადაადგილებაში, მოკლედ ყველაფერში.
და კიდევ ერთი, კვარას თვალებში ცეცხლი, ჟინი აღარ ჩანს. თითქოს დენთი გამოელიაო!
იუვესთან იმედია ძველ კვარასთან მიახლოვებულს ვიხილავთ.
წარმატებები საქართველის ნაკრებს და კვარას!!!
:))
არაფერი ეშველება ამათ მოკლედ.