"რა ხდება? - "ნაპოლიში" პენალტისტი კვარაცხელიაა" - იტალიელი ჟურნალისტი გაკვირვებულია

AutoSharing Option
calciomercato-ს ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ჯოვანი სკოტომ გაკვირვება Tele A-ზე, გადაცემა Terzo Tempo-ში იმის გამო ვერ დამალა, რომ "ნაპოლიში" პენალტებს ხვიჩა კვარაცხელია არ ასრულებს.

სკოტო ირწმუნება, რომ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ჯერ კიდევ ზაფხულში ჩამოყალიბდა, თუ ვინ დაარტყამდა თერთმეტმეტრიანებს, ეს კვარაცხელია უნდა ყოფილიყო, მაგრამ მხოლოდ ერთხელ შეასრულებინეს (ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან").

"ჩვენ დიმაროში ვიყავით და უკვე ივნისში ვიცოდით, რომ "ნაპოლიში" პენალტისტი კვარაცხელია იქნებოდა. არ ვიცი, აქამდე არც ერთხელ რატომ არ დაურტყამს იტალიის პირველობაზე და ამ პასუხისმგებლობას სხვა თანაგუნდელებს რატომ უტოვებს".

მკითხველის კომენტარები / 25 /
ე ბიჭო,დაარტყი პენალტი!
-როგორ დავარტყა,სუდია არ ნიშნავს!
-სუდიას ვინ ჰკითხავს,დაარტყი,მე შენ გელაპარაკები!
ეს ძველი ანეგდოტია,ქუთაისელ ფეხბურთის გულშემატკივრებზე,თუმცა ბევრი ამბობდა,ეს მართლაც ასე იყოვო!ახლა დავრწმუნდი,რომ მართლაც რეალური ამბავია.მწვრთნელს ვინა ჰკითხავსო,მიდი და შენი აიღე,თანაგუნდელებს რას უყურებო! ამდენი "ჭკვიანი" საიდან შექუჩდით?!იმას მაინც ვერ ხვდებით,რომ ერთხელ თუ ასეთი რამე გააკეთა,მთელი გუნდი მოიკვეთავს?!ხისთავიანობა ერთხელ შესაძლოა გაგივიდეს,მაგრამ მეორე ჯერზე,აუცილებლად დაგამტვრევენ რქებს!ან რაში სჭირდება ხვიჩას,ნათხოვარი პენალტები?პენალტისტი ერთია და ვინც საუკეთესოდ ასრულებს,მას ანდობს მწვრთნელი, პენალტების დარტყმას?თუ ის მზად არ არის,მაშინ რიგით მეორე პენალტისტი ურტყამს და ასე შემდეგ,თუ რაღაც სხვა სიტუაცია არ შეიქმნა.
სოსო
15:48 11-01-2023
0
გილოცავტ ავიგეტ სოლიდარი
o o n
11:45 11-01-2023
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული